YouTube-ი პლატფორმიდან არასარწმუნო სამედიცინო ინფორმაციის შემცველ ვიდეოებს შლის

youtube

YouTube-იდან იშლება სამედიცინო თემატიკის ვიდეოები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულ გაიდლაინებს ეწინააღმდეგება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ბლოგში გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ YouTube-ში ესმით - მედიცინა ვითარება და რეკომენდაციები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა კარგად შესწავლილ სფეროებში მეცნიერებს შორის კონსენსუსი არსებობს და კომპანიაში აქცენტს სწორედ მასზე გააკეთებენ, რათა პლატფორმაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ ადამიანებს ზიანი არ მიაყენოს.

YouTube-ის ახალ წესებში კონკრეტული მაგალითებიც არის მოყვანილი: კერძოდ, არ შეიძლება ინფორმაციის გავრცელება, თითქოს რაიმე დაავადების განკურნება შესაძლებელია ოზონოთერაპიით, ნავთითა და სხვა საშუალებებით, რომლებმაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.

ასევე არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს კოვიდი არ არსებობს, ვაქცინები კი აუტისტური სპექტრის აშლილობას იწვევს და მათ ადამიანების ჩიპირებისთვის იყენებენ.

„დღეიდან დავიწყებთ იმ კონტენტის წაშლა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ადამიანებს სთავაზობს დამაზიანებელ ან არაეფექტიან მეთოდებს, ან რომლის ავტორებიც მაყურებელს მოუწოდებენ უარი თქვან პროფესიულ სამედიცინო დახმარებაზე. მაგალითად, ვიდეოები, რომლებშიც ამბობენ, რომ „ნიორი კიბოს მკურნალობს“ ან „გამოიყენეთ C ვიტამინი სხივური თერაპიის ნაცვლად“ წაიშლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ონკოლოგიურ დაავადებებს, შემდეგ კი ახალი წესები სხვა სამედიცინო ვიდეოებზეც გავრცელდება.

ასევე ნახეთ:

გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

,,გაგვიფრინდა ანგელოზი... ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, მისნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს..." - შოვში ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

VIDEO: ვრცელდება შოვში დაღუპული სოფი ყარალაშვილის აქამდე უცნობი კადრები

ტრაგედია ნაირა ნაჩხატაშვილის ოჯახში - სამების მგალობელს მეუღლე გარდაეცვალა