გივი მიქანაძე

1780654896

გივი მიქანაძე ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს ესტუმრა, ხელმძღვანელობას შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.გივი მიქანაძეს ცენტრის საქმიანობისა და არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის პარტიის კომიტეტის მდივანმა ლიუ აიფინგმა მიაწოდა.მხარეებმა ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, მათ შორის სტუდენტებისთვის საზაფხულო ბანაკების შეთავაზების საკითხს, რაც ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი თქმით, ასეთი ურთიერთობები, ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას უწყობს ხელს.თავის მხრივ, ლიუ აიფინგმა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს და კონკრეტული საკითხების განხილვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.ცენტრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

გივი მიქანაძე

1780645919

გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.მინისტრს უმასპინძლა და ქართველოლოგიის პროგრამის მიღწევები გააცნო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ძია ვენძიენმა.გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერებაზე.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართველოლოგიის ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტში წლებია ფუნქციონირებს, წარმატებით ახორციელებს საქმიანობას, რაც საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და ქართული ენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი და ჩინელი სტუდენტებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.ქართველოლოგიის სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრს კითხვებიც დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მოისმინეს.ახალგაზრდებმა შეხვედრის დასასრულს ქართული სიმღერა “სულიკო” შეასრულეს.უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

გივი მიქანაძე

1780570829

გივი მიქანაძე პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.მინისტრს უმასპინძლეს და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტის პარტიის მდივანმა ტუნგ ჭუძუენმა და ვიცე პრეზიდენტმა ჩენ ძიანგფენგმა.მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და წარმატებულ ურთიერთობებზე.საუბარი შეეხო პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ პეკინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.

თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

1780562666

თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს ახორციელებს. სკოლა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.სკოლის შენობის აღდგენის შედეგად, 900 მოსწავლისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში მაქსიმალურად შენარჩუნდება შენობის ისტორიული იერსახე როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში. რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი შესაბამისი დარგის ექსპერტები, რათა შენარჩუნდეს ნაგებობის ავთენტური სახე და ისტორიული ღირებულება.თბილისის N50 საჯარო სკოლის შენობა ძველი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა, რომელიც თბილისის მოდერნული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშთა შორის არის.  ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ამ შენობაში 1918–1921 წლებში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, ფუნქციონირებდა საფრანგეთის საელჩო. საბჭოთა ოკუპაციამდე იგი დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. გამორჩეული, მაღალმხატვრული ღირებულების არის როგორც თავად ნაგებობის ფასადი, ასევე ინტერიერი, რომლის დაფარული,  დეკორატიული შემკულობაც ბოლოდროინდელმა სარესტავრაციო სამუშაოებმა გამოავლინა. ნაგებობა ქალაქის ისტორიული მეხსიერების უმნიშნელოვანესი ძეგლია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება, ხოლო პროექტის ღირებულება 11.8 მილიონ ლარს შეადგენს.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

მიქანაძე

1780557138

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ცენტრის დირექტორმა იუ იუნფენგმა.დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას, სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება ქალაქ პეკინში, ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გაიმართა, სადაც მინისტრმა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. გივი მიქანაძეს ცენტრის წარმომადგენლებმა ჩინური ენის სწავლების პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ხელს უწყობს მსურველებს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეისწავლონ ჩინური ენა. ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გივი მიქანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

გამოცდა

1780391590

ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 3 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებს დაეთმობა. დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მიღება Microsoft Teams-ის ბმულის საშუალებით შეუძლიათ - https://bit.ly/4e7EWUsსაინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები ნანა ლოლაძე, მანანა ჯავახიშვილი და ირმა ხომერიკი აპლიკანტებს საგამოცდო პროგრამებს, ტესტების სტრუქტურას, შეფასების პრინციპებსა და დავალებების თავისებურებებს  გააცნობენ, ასევე, უპასუხებენ მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს.მსგავსი ფორმატის საინფორმაციო შეხვედრები სხვა საგამოცდო საგნებთან დაკავშირებითაც გაიმართება. შეხვედრების თარიღებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

Naec.gw

1780385167

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა

 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, მაქსიმალური ქულების და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - https://bit.ly/4ehMnIN აღნიშნული განსაზღვრავს აბიტურიენტთა, მაგისტრანტობის კანდიდატთა და მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების შეფასების ერთიან პრინციპებს.ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები სხვადასხვა ტიპის დავალებებს მოიცავს, მათ შორის არჩევითპასუხებიან, ღია, შესაბამისობისა და სხვა ფორმატის ამოცანებს. არჩევითპასუხებიან დავალებებში თითოეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი ახლავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი და იგი განსაზღვრული ქულით ფასდება. ღია ტიპის დავალებები ფასდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური ქულები და შესრულების დრო: წაკითხულის გააზრება - 21 ქულა (75 წუთი), ანალიტიკური წერა - 18 ქულა (70 წუთი), ლოგიკური მსჯელობა - 17 ქულა (70 წუთი), რაოდენობრივი მსჯელობა - 19 ქულა (75 წუთი).გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მონაწილეთა ცოდნისა და უნარების თანაბარ პირობებში შეფასებას უზრუნველყოფს.

სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

1780298595

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა.ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.მინისტრმა გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს გიორგი არსოშვილი ასევე წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

გიორგი არსოშვილი

1780295773

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა.ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.მინისტრმა გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის "112" დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს გიორგი არსოშვილი ასევე წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

გამოცდების ეროვნული ცენტრი

1780294527

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.2026 წლის ივნისის საგამოცდო სესიაზე კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ შეუძლიათ - https://bit.ly/43CFpIc.რეგისტრაციის პროცესში კანდიდატმა უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.თუ აპლიკანტს აღნიშნული დოკუმენტები არ აქვს, აუცილებელია „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“ ატვირთოს.რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც კანდიდატი ცენტრისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს. გამოცდის განრიგი ელექტრონულ ფოსტაზე სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში გაიგზავნება.კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაში.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას წელიწადში სამჯერ - მარტში, ივნისსა და დეკემბერში უზრუნველყოფს.

გივი მიქანაძე

1780075156

გივი მიქანაძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იზაბელა კასტროჯოვანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ UNICEF-ის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტი.მინისტრის თქმით, საქართველოში მიმდინარე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიზნები სრულ თანხვედრაშია UNICEF-ის ახალი Country Programme Document-სა (2026–2030) და სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებულ 2026 წლის ერთობლივ სამუშაო გეგმასთან.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებაზე, ინკლუზიურ საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

გივი მიქანაძე

1780057370

გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის კლუბის - „გვირილების“ წევრებს უმასპინძლა და მათ შეკითხვებს უპასუხა.მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი საქმიანობა გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს კლუბის შესახებ, რომელიც სკოლის ბაზაზე უკვე ხუთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს.როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ყოველთვის მისასალმებელია სკოლებში მსგავსი ინიციატივების განხორციელება, ვინაიდან მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში კომუნიკაციის უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და პროფესიული ორიენტაციის განვითარებას.ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე წლებია უძღვებიან საბავშვო გადაცემას “გვირილები”. პატარა ჟურნალისტები სხვადასხვა პროფესიის  წარმომადგენლებს ინტერვიუებს ართმევენ, საზოგადოებას აცნობენ მათ ყოველდღიურობას და პროფესიულ გამოცდილებას, რაც თანატოლებს მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.