კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

1794142682

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.სააგენტო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია საკითხის ფაქტობრივი გარემოებებისგან მოწყვეტით წარმოჩენა.„განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის.ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უფლისციხე რთული ბუნებრივი გარემოს პირობებში არსებული უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამის ჩარევებს საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი. 2019 წლიდან დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევაც. სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება. არსებული ბუნებრივი გამოწვევების პარალელურად, ძეგლის მუდმივი შეფასება და შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ობიექტური შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სპეციალისტების დასკვნებსა და ფაქტებს და არა დაუსაბუთებელ განცხადებებს", - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

უნუ დუღაშვილი

1794124095

დღეს ნუნუ დუღაშვილს დაკრძალავენ

დღეს ნუნუ დუღაშვილს დაკრძალავენ. ცნობილი კომპოზიტორის გასვენება მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრიდან 2 საათზე მოხდება. მას მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მახათას მთაზე დილიდან უამრავი ადამიანი მიდის. ოჯახის ახლობლები, გარდაცვლილის მეგობრები, კოლეგები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მას განსაკუთრებული პოპულარობა არაერთმა სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა კახეთო, იმერეთის ნიავო, თბილისო სიყვარულო და სხვა. 2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

მომღერალი

1794079012

6 ათწლეული ქართულ სცენაზე, უამრავი ჰიტი და თაობების საყვარელი მელოდიები - ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო წელი მასშტაბური მზადებით იწყება

"ჩამოთოვა ისევ" - ჯანსუღი ჩარკვიანის ლექსზე შექმნილ, მსმენელისთვის უკვე კარგად ცნობილ და საყვარელ სიმღერას, ბევრი წლის შემდეგ, ჯემალ სეფიაშვილი ახალი ინტერპრეტაციით აცოცხლებს. ეს უკვე მეშვიდე ნაწარმოებია, რომლის განახლებული ვერსიაც, ყველაზე მეტი ჰიტის ავტორმა, ლეგენდარულმა კომპოზიტორმა "შამო სტუდიაში" ჩაწერა.ჩაწერები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაო ბევრია, რაც, სტუდიამდე, სახლში იწყება. სიმღერების ტექსტი და მელოდია უცვლელი რჩება, თუმცა იცვლება ხასიათი და ჟღერადობა.მაყურებელი მოისმენს იმ ჰიტების სრულიად ახლებურ ვერსიას, რომლებზეც ერთდროულად რამდენიმე თაობა გაიზარდა. მომავალი წელი საიუბილეოა. ჯემალ სეფიაშვილს 19 თებერვალს 80 წელი უსრულდება.ვიდრე მსმენელი დიდ საიუბილეო კონცერტს იხილავს, ჯემალ სეფიაშვილი მაყურებელს გრიბოედოვის თეატრში შეხვდა.ნახევარ საუკუნეზე მეტია, სცენაზე დგას, თუმცა მაყურებელთან გასვლამდე დღემდე ღელავს. კონცერტი საკუთარ ქალაქში მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ემოციაა."თბილისო ჩემო" - კონცერტი, რომლის სახელწოდებაც თავად ჯემალ სეფიაშვილმა შეარჩია, მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. საღამომ გრიბოედოვის თეატრში სრული ანშლაგით ჩაიარა. სცენაზე, კომპოზიტორთან ერთად, მისი შვილი, ცისანა სეფიაშვილიც წარდგა.კონცერტზე ჯემალ სეფიაშვილმა სიმღერა "ჭაღარა" ახალი ინტერპრეტაციით შეასრულა. კომპოზიციის ტექსტის ავტორი პოეტი ირმა გურიელია, რომელთანაც ჯემალ სეფიაშვილს მრავალწლიანი მეგობრობა და შემოქმედებითი საქმიანობა აკავშირებს.ჯემალ სეფიაშვილის სიმღერების მოსმენა და მასთან ერთად სიმღერა თამარ გვეწითელისთვის ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა. კონცერტზე მისი გამოჩენა მაყურებლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.გრიბოედოვის თეატრში გამართულ ორსაათიან კონცერტზე ჯემალ სეფიაშვილმა ყველა სიმღერა ცოცხლად შეასრულა. მაყურებელი კომპოზიტორის შემოქმედებას კარგად იცნობს, თუმცა ერთი რომელიმე სიმღერის გამორჩევა უჭირს.კომპოზიტორ წინ უამრავი გეგმა და განუხორციელებელი იდეა აქვს, როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, სიმღერები მომავალ თაობებს გადაეცეს და მისმა მუსიკამ მსმენელთან კავშირი არ დაკარგოს.

უბისის მონასტერი

1793716848

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.უწყების განმარტებით, სოციალურ ქსელში ფოტომასალის გავრცელების შემდეგ სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება.„უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე სისტემურ მონიტორინგს ახორციელებენ.სოციალურ ქსელში უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესახებ ინფორმაციის და ფოტომასალის გავრცელების შემდეგ სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება.აღსანიშნავია, რომ უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესწავლის მიზნით, საქართველოში იტალიელი ექსპერტების მისია განხორციელდა. ჩატარდა შესაბამისი კვლევები; საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა დასკვნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით სრულყოფილი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების უზრუნველყოფის გეგმაზე,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

basiani

1793528749

იაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება

იაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ “ბასიანის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება.2026 წლის 14 დეკემბერს, ტოკიოს მეტროპოლიტენის თეატრის საკონცერტო დარბაზში, დაგეგმილია, სამების კათედრალის საპატრიარქო / სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტი. იაპონელი მსმენელის წინაშე აჟღერდება როგორც ქართული ტრადიციული მუსიკა, ასევე თანამედროვე საგუნდო ნაწარმოებები.15 დეკემბერს კი ქალაქ უშიკუში, სოლო კონცერტს გამართავს ანსამბლი “ბასიანი.”ანსამბლი “ბასიანი” იაპონელ მაყურებელს შესთავაზებს ქართული მრავალხმიანობის ნიმუშებს - ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს.სახელმწიფო კამერული გუნდი კი, ქართულ საგალობლებსა და საგუნდო პროფესიულ მუსიკას შეასრულებს. რეპერტუარში იქნება: გია ყანჩელის, იოსებ კეჭაყმაძის, ზვიად ბოლქვაძისა და იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებები.გუნდების სოლისტებთან ერთად კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ზვიად ბოლქვაძე და ვადიმ შიშკინი.ღონისძიებები იაპონური ორგანიზაციის „Min-On Concert Association“-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კერძოდ იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება.პროგრამა:14 დეკემბერი | ტოკიო, ღონისძიება: „Spirit of Georgia“- სამების კათედრალის საპატრიარქო / სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი.Tokyo Metropolitan Theatre Concert Hall19:00 სთ (კარი იღება 18:30 სთ-ზე)15 დეკემბერი | უშიკუ (იბარაკის პრეფექტურა). ანსამბლი „ბასიანი“ , სოლო კონცერტი, რომელიც ეძღვნება ქ. უშიკუსა და ქ. თელავს შორის დამეგობრებისა და ქ. უშიკუს დაარსების 40 წლისთავის იუბილეს.Ushiku City Central Lifelong Learning Center Culture Hall19:00 სთ (კარი იღება 18:30 სთ-ზე)იაპონიაში სამების კათედრალის საპატრიარქო / სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტები 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.

მამუკა ტყეშელაშვილი

1793527050

მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალზე - DOK LEIPZIG-საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის MEPHISTO AWARD-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა

ქართული ანიმაციის საერთაშორისო წარმატების შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.„მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალზე - DOK Leipzig-საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის Mephisto Award-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი კინოფესტივალის ორ საკონკურსო სექციაში იყო წარდგენილი.ვულოცავთ რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

ბოლქვაძე

1793462088

ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არა კულტურული ტრადიციების ჩასანაცვლებლად, არამედ მათ დასაცავად, გასაცოცხლებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად - ელისო ბოლქვაძე

აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართული კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მონაწილეობდა. იგი ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც პანელურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.“ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არა კულტურული ტრადიციების ჩასანაცვლებლად, არამედ მათ დასაცავად, გასაცოცხლებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად”, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.

ბოლქვაძე

1793438035

კულტურა ყოველთვის გვახსენებს იმას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ხმას გაერთიანდეს საკუთარი ხასიათის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის გარეშე - ელისო ბოლქვაძე

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მინისტრი ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო და პანელური დისკუსიის ფარგლებში მოხსენებით წარსდგა. “კულტურა ყოველთვის გვახსენებს იმას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ხმას გაერთიანდეს საკუთარი ხასიათის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის გარეშე”, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.

ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია” მორიგი ევროპული პრემიერა ციურიხის საერთაშორისო კინოფესტივალზე

1793363173

ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა

რეჟისორ ლევან კოღუაშვილისა და ფილმ „გურიას“ შემოქმედებით ჯგუფს Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე თქმით, პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა.„აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს.აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის  მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ამასთანავე, სწორედ ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ფილმი „გურია“ წარდგენილია საქართველოს ოფიციალურ განაცხადად ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი“), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“, — ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ხულუტის ციხე

1793347200

„ხულუტის „ციხის სიზმარი“ ახდა“ – ისტორიულ ციხე-დარბაზში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

 ხულუტის ციხე-დარბაზში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღდგენილია ისტორიული კომპლექსის წყლის საიდუმლო რეზერვუარი, ხოლო მარანში შემორჩენილი ქვევრები გაწმენდილია და დაზიანებისგან დაცულია. 28 ოქტომბერს საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საზოგადოებას ძეგლის ახლად რეაბილიტირებული სივრცეები წარუდგინა.გახსნის ღონისძიების ფარგლებში მსახიობმა ზვიად დოლიძემ ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხა, ხოლო ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლებმა ისტორიული ამბები ავთენტიკური სამოსითა და სანახაობრივი წარმოდგენით გააცოცხლეს. საქართველოს ჰიმნის ფონზე ციხე-დარბაზის კედლებზე საქართველოს დროშის ფერები გადმოეფინა.„ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანია, კულტურულ ძეგლებს არა მხოლოდ პირვანდელი სახე დავუბრუნოთ, არამედ, ისინი ქვეყნის ცოცხალ ისტორიულ და ტურისტულ რუკაზე დავაბრუნოთ. ხულუტის ციხე-დარბაზი არის ადგილი, რომელიც საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმრისთვის აუცილებლად სანახავი და საამაყო სივრცე უნდა გახდეს. თითოეული გადარჩენილი ძეგლი ჩვენი ისტორიისა და მომავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც პატრონობითა და სიყვარულით უნდა გავუფრთხილდეთ. კულტურული მემკვიდრეობით არა მხოლოდ უნდა ვამაყობდეთ, ის უნდა გვიყვარდეს კიდეც და ვპატრონობდეთ“, - აცხადებს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.    „სამუშაოები აქტივისტების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ნებართვით, 14 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდა. პროექტის მთავარი მიზანი ხულუტის ციხე-დარბაზის ორი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობის – წყლის საიდუმლო რეზერვუარისა და მარნის – გადარჩენა და შენარჩუნება იყო.ისტორიული წყლის რეზერვუარი, რომელიც ციხეს საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდახულუტის ციხის გარეთ, კლდის ძირში, მდინარე ქციის (ხრამის) ძველ კალაპოტში მდებარე წყლის რეზერვუარი უნიკალური ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაა. ისტორიული მონაცემებით, ის თავდაპირველად ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. მისი სქელი კედლები მტკიცე კლდის წყობითა და კირის დუღაბით იყო აგებული, რაც წყლის შეკავებასა და ნაგებობის მდგრადობას უზრუნველყოფდა.რეზერვუარის მეორე სართულს ქვის გუმბათოვანი გადახურვა აგვირგვინებდა. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნაგებობა ციხეს საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა და მთელ კომპლექსს უსაფრთხო, ავტონომიური წყალმომარაგებით უზრუნველყოფდა.წლების განმავლობაში ისტორიული ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მორღვეული იყო მეორე სართულის დიდი ნაწილი, ჩამოშლილი იყო ფასადური ღიობები, ხოლო ტერიტორია დაგროვილი ნარჩენების გამო ფაქტობრივად ნაგავსაყრელად იყო ქცეული.ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის საიდუმლო რეზერვუარი სრულად აღდგა.  ციხის მარანი და საუკუნეების განმავლობაში შემორჩენილი ქვევრებისარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ხულუტის ციხე-დარბაზის ისტორიული მარნის დაცვა იყო.გალავნის შიგნით მდებარე მარანი 2020-2023 წლებში, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში აღმოაჩინეს. ნაგებობა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოიჭრა და ტონობით მიწა გაიტანეს.მარანი ერთსივრციანი, წაგრძელებული მართკუთხა ნაგებობაა, რომლის კონტურებიც კლდოვანი ფერდობის რელიეფს მიუყვება. ვარაუდობენ, რომ ის თავდაპირველად ორსართულიანი იყო, თუმცა მეორე სართული დღემდე აღარ შემორჩენილა.მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც. ისტორიული ქვევრები ხშირად ზიანდებოდა, მათი უმრავლესობა კი წყლით, საკვების ნარჩენებითა და თუნუქის ქილებით იყო სავსე.რეაბილიტაციის ფარგლებში, არქეოლოგის ზედამხედველობით, მარანში მიწის ზედაპირი 12-15 სანტიმეტრით მოიხსნა, რათა შემორჩენილი ქვევრების პირები გამოჩენილიყო. ყველა ქვევრი ნარჩენებისგან გაიწმინდა და სპეციალური ნაწრთობი მინით დაიფარა.მარნის შესასვლელთან მოეწყო ხის სპეციალური გადასახედი ბაქანიც, რომელიც ვიზიტორებს ისტორიული სივრცის დათვალიერების შესაძლებლობას მისცემს და, ამავდროულად, ნაგებობას დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებისგან დაიცავს.სამუშაოების დასასრულს ხულუტის ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე გენერალური დასუფთავება ჩატარდა. განახლდა ციხის კარებებისა და მოაჯირების საღებავიც.  ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. აქტივისტების ინიციატივით, ძეგლზე მასშტაბური სამუშაოები 2021-2023 წლებში მიმდინარეობდა.უშუალოდ აღდგენით პროცესს წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი: ძეგლის სკანირება, გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევები. ციხე-დარბაზის ტერიტორია გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, მოეწყო ძეგლამდე მისასვლელი ბილიკი, რამაც ისტორიული კომპლექსის დათვალიერება ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადა.ხულუტის ციხე-დარბაზი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს.2019 წელს აქტივისტებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ძეგლზე განხორციელებული ყველა სამუშაო, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, სრულად კომპანია „არემჯიმ“ დააფინანსა. სამუშაოების შემსრულებელი შპს „ინდუსტრია“ იყო“, - ნათქვამია „საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციაში.XVII საუკუნის ციხე-დარბაზი უნიკალური არქიტექტურითა და ისტორიითხულუტის ციხე-დარბაზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის (ქციის) ხეობაში მდებარეობს. ისტორიული კომპლექსი XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ქციის მარცხენა ნაპირზე, „დიდ ყაფლანად“ წოდებულ ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილს აუგია.ციხეს თავის ნაშრომში ვახუშტი ბატონიშვილიც იხსენიებს.კომპლექსი რამდენიმე კოშკს, სასახლესა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსო ნაგებობას აერთიანებს. მათ შორის განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა შვიდსართულიანი კოშკი, რომელიც როგორც მასშტაბით, ისე მხატვრულ-კომპოზიციური გადაწყვეტით კომპლექსის ყველაზე გამორჩეული ნაწილია.განსაკუთრებით საინტერესოა კოშკის კიბის უჯრედის დაგეგმარება, რომლის ანალოგიც ამ ტიპის სხვა ისტორიულ კომპლექსებში არ გვხვდება.XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ხულუტის ციხე-დარბაზი ორბელიშვილ-ყაფლანიშვილების რეზიდენციას წარმოადგენდა.ციხის აგებას საინტერესო ისტორიული გადმოცემაც უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, შაჰ-აბასის ყორჩიბაშს, სახელად ვახტანგს, თავისი ძმისწულის, ყაფლანისთვის უთხოვია, ერთ-ერთი შვილი აღსაზრდელად მიებარებინა.წლების შემდეგ ყორჩიბაშს აღზრდილი სამშობლოში ფულითა და წერილით გამოუგზავნია. წერილში ნათქვამი ყოფილა: „თუმც მაჰმადიანი ვარ, მაგრამ ჩემი გული ქრისტიანობისგან არ შეცვლილაო“. გამოგზავნილი თანხა ფიტარეთის ეკლესიის შესამკობად ყოფილა განკუთვნილი.გადმოცემის მიხედვით, ყაფლანს ამ ფულით ხულუტის ციხე აუგია, რათა თავდასხმებისგან თავი დაეცვა. როდესაც ამის შესახებ ყორჩიბაშს შეუტყვია, ფიტარეთის მონასტრის დასამშვენებლად კიდევ უფრო დიდი თანხა გამოუგზავნია.ხულუტის ციხის ამგები ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი, რომელსაც 60 სოფლის აშენება და დასახლება მიეწერება, ფიტარეთის მონასტერშია დაკრძალული.დღეს ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტირებული სივრცეები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ისტორიული კომპლექსის არქიტექტურულ და კულტურულ მნიშვნელობას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადარჩენილია ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილები, ხოლო დამთვალიერებლებს მისი ისტორიის გაცნობა უფრო უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ.

ელისო ბოლქვაძე

1793184660

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, ბაქოში, კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.ფორუმის ფარგლებში, გიულისტანის სასახლეში გამართული სპეციალური სესია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა.  წლევანდელი ფორუმის სადისკუსიო თემა იყო - „დიალოგი საერთო მომავლისთვის: ხიდების მშენებლობა დაყოფილ სამყაროში“ .საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის მესამე შეხვედრისა და „ბაქოს პროცესის“ მინისტერიალის მეექვსე შეხვედრის სპეციალურ ერთობლივ სესიაზე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე მოხსენებით წარსდგა.მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.“საქართველო მდიდარი კულტურული ისტორიის და უნიკალური ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ჩვენი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღესაც ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. უძველესი ეკლესია-მონასტრები, ისტორიული ძეგლები, უნიკალური ქართული ანბანი, ტრადიციული რეწვა და მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა, ჩვენი ისტორიის მრავალფეროვნებას ასახავს. სწორედ ეს არის ინტერკულტურული დიალოგის ნამდვილი ღირებულება - შევინარჩუნოთ ის, რაც თითოეულ კულტურას უნიკალურს ხდის და ამავდროულად, ადამიანებსა და ერებს შორის ხიდები გავამყაროთ”, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ნათია შამათავა.სამდღიანი ფორუმი, რომელიც აერთიანებს კულტურის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და UNAOC, UNESCO, ICESCO და UN Tourism-თან პარტნიორობით იმართება.

მხატვრები

1793169540

ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრები პარიზში, Art Shopping 2026-ზე

საფრანგეთში, პარიზში, Carrousel du Louvre-ის საგამოფენო სივრცეში, Art Shopping-ის ფარგლებში, ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით განხორციელდა და ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენას ემსახურებოდა.გამოფენის ოფიციალურ გახსნას, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.დამთვალიერებელს ქართველი მხატვრების ნამუშევრების შესახებ ინფორმაციას აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი, თეონა ზოიძე, ხელოვნების მუზეუმის მმართველთან, ლელა ცხოიძესთან და მონაწილე მხატვრებთან ერთად აცნობდა.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნინო ჩაკვეტაძის, ეკატერინე მუხაძის, ქეთი ბათიაშვილის, ლია შველიძის, ირინა ტორონჯაძის, ეკატერინე ცინცაძის, თამთა დარჩიას, მაია გერსამიას და დიანა თალაკვაძის ნამუშევრები.ექსპოზიცია ქართველი ქალი მხატვრების სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებს აერთიანებდა, რომლებშიც ასახულია ქართული კულტურული იდენტობა, ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა და თანამედროვე სამყაროს აქტუალური თემები. Art Shopping-ში მონაწილეობა ხელს უწყობს კულტურულ დიალოგს, საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას და ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. 2026 წლის 1 მარტს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა სახელწოდებით - ,,ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ ჩატარდა.ექსპოზიცია  2026-2028 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმყოფებიან ქართველი ქალი მხატვრები Art Shopping-ზე.გამოფენა სამი დღის განმავლობაში 23-25 ოქტომბერს მიმდინარეობდა.Art Shopping-ში ყოველწლიურად 500-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობს. ღონისძიებას 100 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.მოგესალმებით, გიგზავნით Art Shopping - ის ინფორმაციას და ფოტოებს, პირველი სამი ფოტო დანომრილია, მადლობა

✕