ერთი თვის ამინდის პროგნოზი - რა გველოდება 20 მარტამდე?
1739996324
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ .
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი მზადაა, დააფინანსოს აღნიშნული სასესხო შეთანხმების მეორე ქვეპროგრამა, რისთვისაც გამოყოფილი იქნება 68,198,000 ლარი.
ქვეპროგრამის მიზანია პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სესხი გაცემული იქნება ლარში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტს.