1774253711
4-წლიანი პაუზის შემდეგ, BTS-მა სეულში პირველი კონცერტი გამართა
კეი-პოპ ჯგუფი BTS სცენაზე
დაბრუნდა. 4-წლიანი პაუზის
შემდეგ, მათ სეულში,
გვანგჰვამუნის მოედანზე
გამართეს კონცერტი.
ღონისძიების პირდაპირი
ტრანსლაცია Netflix-ზე მსოფლიოს
190-ზე მეტ ქვეყანაში
გადაიცემოდა.ღონისძიება
უფასო იყო. უშუალოდ
შემოღობილ ტერიტორიაზე
მოხვედრა 22 000-მა იღბლიანმა
შეძლო, ათობით ათასი
ადამიანი კი შუს ქუჩის დიდ
ეკრანებზე ადევნებდა
თვალს.ახალი სიმღერების
გარდა, რომლებიც გასულ
კვირას გამოსულ ალბომში Arirang
შედის, შესრულდა ისეთი
ცნობილი ჰიტები, როგორიცაა
Butter, MIC Drop და Mikrokosmos. კონცერტამდე
ჯგუფის ლიდერმა, RM-მა,
რეპეტიციაზე ტრავმა მიიღო -
მან კოჭი იღრძო, რასაც
იოგების დაჭიმვა და
დაბეჟილობა მოჰყვა. ამის
გამო, ის საცეკვაო ნომრებში
მონაწილეობას არ იღებდა.ეს
იყო ჯგუფის პირველი
გამოსვლა სრული
შემადგენლობით 2022 წლის
შემდეგ. BTS-მა მუსიკალური
მოღვაწეობა სამხედრო
სამსახურის გამო შეაჩერა.
ჯგუფის ყველა წევრი
ჯარიდან 2025 წლის ივნისში
დაბრუნდა და ახლა მსოფლიო
ტურში მიემგზავრებიან,
რომლის ფარგლებშიც 82
კონცერტია
დაგეგმილი.ამასთან,
კონცერტის შემდეგ,
კომპანია Hybe-ის აქციების
ფასი, რომელიც BTS-ს
წარმოადგენს, რეკორდულად,
თითქმის 15%-ით დაეცა. ამის
მიზეზად კი ის სახელდება,
რომ სეულში გამართულ შოუს
დაახლოებით 104 ათასი
მაყურებელი დაესწრო და არა
250 ათასი, როგორც ამას
ორგანიზატორები
ვარაუდობდნენ.