ლიზა ყენია

1793992178

„რამდენიმე წუთით სხეული დავტოვე, მოვკვდი“ - ლიზა ყენიას ემოციური ამბავი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ბავშვობის მოგონებებს, სულიერ მდგომარეობასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს.მან გაიხსენა შემთხვევაც, რომელიც, მისი თქმით, 17 წლის ასაკში, თბილისის აეროპორტის პარკინგზე მოხდა. მომღერალი ამტკიცებს, რომ რამდენიმე წუთით გონება დაკარგა და იგრძნო, თითქოს სული სხეულს გამოეყო.ვიდეოში ლიზა ყენია იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე საკუთარ თავს უჩვეულოდ აღიქვამდა და ფიქრობდა, რომ მისი აზროვნება თანატოლებისგან განსხვავდებოდა.„მიუხედავად იმისა, რომ პატარა სხეულში ვიყავი, თავს ბავშვად არ ვგრძნობდი. საერთოდ არ ვფიქრობდი ბავშვურად. ვთამაშობდი, მაგრამ ჩემში სერიოზული ლიზაც ცხოვრობდა“,- ამბობს მომღერალი.მისი თქმით, 17 წლის ასაკში მძიმე სულიერი მდგომარეობა ჰქონდა, შიშებსა და იმედგაცრუებას განიცდიდა და ამ ემოციებთან გამკლავება უჭირდა.„ჩვენ ყველა ღმერთის ნაწილები ვართ. დიდი თავისუფლების, სიყვარულის და ინტელექტის გაგრძელებები ვართ. ჩვენი სხეულები — ავატარები, უბრალოდ, ფორმებია, რომ აქ შევიგრძნოთ სხვადასხვა შეგრძნებები, მივიღოთ გამოცდილებები. სინამდვილეში ყველა ერთნი ვართ. და ეს ერთი მხოლოდ სიყვარულია“, — ამბობს ლიზა ყენია.

თამთა შედანია

1793984667

„ასეთი რთული, ეკლიანი გზა ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გამივლია...“ - თამთა შედანია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოთხი შვილის დედობის სირთულეებზე, პირად გამოწვევებსა და ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს. მისი თქმით, უმცროსი შვილის, მიხეილის დაბადებისას როგორც მისი, ისე ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა. მოდელი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ლამაზი კადრების მიღმა ხშირად მძიმე გამოცდილება, შიში, უძილო ღამეები და ყოველდღიური ბრძოლა იმალება.„ჩემთვის ეს ფოტოები უბრალოდ ლამაზი კადრები არ არის… თითოეული მათგანი ჩემი ხასიათის, ჩემი შინაგანი ბრძოლისა და იმ გზის ანარეკლია, რომელსაც დღეს გავდივარ.ვიტყოდი, რომ ასეთი რთული, ეკლიანი და წინააღმდეგობებით სავსე გზა ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გამივლია. დღეს ოთხი შვილის დედა ვარ 17, 11, 5 და 1 წლის ანგელოზების, რომელთა აღზრდაც უდიდეს პასუხისმგებლობას, ენერგიას, მოთმინებას და უსაზღვრო სიყვარულს მოითხოვს.ჩემთვის დედობა მხოლოდ შვილების გაზრდა არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, თითოეულ მათგანში საკუთარი ენერგიის, ღირებულებების და სიყვარულის ჩადება, რათა ჩამოყალიბდნენ ღირსეულ, კეთილ, თავმდაბალ და ძლიერ პიროვნებებად. მინდა, მათ მხოლოდ ცხოვრება კი არ ვასწავლო, არამედ ადამიანობა.მიხეილის დაბადება უფლის წყალობით და მფარველობით მოხდა. ეს საოცარი ბიჭი სამყაროს რთული გზით მოევლინა. მშობიარობის დროს ჩემი და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ალბათ, ერთ დღეს ამ ისტორიასაც მოვყვები… სწორედ ამიტომ მაკავშირებს მასთან განსაკუთრებული, სიტყვებით აუხსნელი კავშირი. ის ჩემთვის სიცოცხლის განსაკუთრებული ენერგიაა ძალა, რომელიც ყოველდღიურად მაძლევს ბრძოლის, წინსვლის და კიდევ ერთხელ წამოდგომის მოტივაციას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირს.ამ ყველაფრის პარალელურად კი უნდა შევძლო, ვიყო ძლიერი ქალი, წარმატებული პროფესიონალი, შემდგარი პიროვნება და რაც მთავარია, დედა, რომელიც საკუთარ შვილებს არასოდეს აგრძნობინებს, რომ ცხოვრების სირთულეებს უმკლავდება.ალბათ, სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც მინდა ამ ფოტოებში არა მხოლოდ გარეგნული სილამაზე, არამედ ქალი, რომელიც უამრავ რამეს ატარებს საკუთარ თავში, მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას, მუშაობას, ოცნებას და ბრძოლას.მინდა, ერთი რამ ვთქვა: სოციალური ქსელების მიღმა გაცილებით მეტი რეალობაა, ვიდრე ეს ლამაზად შერჩეულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს. ყველა ღიმილის უკან შეიძლება დიდი ისტორია იმალებოდეს, ყველა ლამაზი კადრის მიღმა უძილო ღამეები, ცრემლები, შიში, პასუხისმგებლობა და ბრძოლა, რომელზეც არავინ არაფერი იცის.ცხოვრება ყოველთვის ისეთი ფერადი არ არის, როგორიც ჩვენს ეკრანებზე ჩანს.და მაინც, მე ვირჩევ, ვიყო ძლიერი. არა იმიტომ, რომ არასდროს მტკივა ან არასდროს ვიღლები, არამედ იმიტომ, რომ ბევრი რამ მაქვს, რისთვისაც ღირს ცხოვრება ეს ფოტოები ჩემი სიძლიერის შეხსენებაა. ჩემი რეალობაა. ჩემი ისტორიაა...“, - წერს თამთა შედანია.

ჯორჯინა

1793910267

„ეს სურვილი ყოველთვის მქონდა…“ - რას ამბობს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

ესპანელი ჟურნალისტის, ჯოს მონტიელის პოდკასტში En Consciencia con Joss Montiel სტუმრობისას ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ, დედობაზე, მიზნებსა და პირად განვითარებაზე ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, დედობა ბავშვობიდანვე მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ჯორჯინას თქმით, ბავშვობის უამრავ ფოტოში საკუთარ წარმოსახვით პატარასთან ერთად არის აღბეჭდილი, რადგან ყოველთვის წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მისი შვილის დედობა.„მთელი ცხოვრება დედობაზე ვოცნებობდი. ბავშვობის უამრავი ფოტო მაქვს, სადაც ჩემს წარმოსახვით პატარასთან ერთად ვარ. სულ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პირველი ქალიშვილი ჯორჯინა იქნებოდა.ჯერ კიდევ დაორსულებამდე და, ფაქტობრივად, ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი: მინდა, დედობისთვის მოვემზადო. მინდა, ორგანიზმი გავწმინდო და მოვამზადო, რათა ბავშვს საუკეთესო პირობები შევუქმნა. ეს სურვილი ყოველთვის მქონდა. ამისთვის ბევრი ვემზადებოდი“, – იხსენებს უზკატეგუი.ჯორჯინასთვის დედობა მხოლოდ ახალი ცხოვრების ეტაპი კი არა, დიდი ხნის ოცნების ასრულება აღმოჩნდა. ის საუბრობს იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის საკუთარი მიზნების, ინტერესებისა და პროფესიული განვითარების შენარჩუნება.შეგახსენებთ, რომ ჯორჯინა უზკატეგუი ვენესუელელი ბიზნესმენი და ილია თოფურიას შვილის დედაა. მას ბიზნესის მიმართულებითაც აქვს გამოცდილება და წარსულში სპორტსმენის პირადი ბრენდის მართვაშიც მონაწილეობდა.

შარ

1793909692

„ჩემი გული“ - თათია შარანგია რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველ თბილ და რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.„ჩემი გული“ – ამ სიტყვებით გამოხატავს თათია საყვარელი ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას.შეგახსენებთ, რომ თათია შარანგიას რჩეული ბიზნესმენი გიგი გულიტაშვილია.

რომან დოლიძე

1793734844

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მეოთხე ბიჭის მამა გახდა

UFC-ს ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს.სპორტსმენი მეოთხე შვილის მამა გახდა. „ბიჭია, ბიჭი. მეოთხე ბიჭი“, - წერს რომან დოლიძე.ნახეთ, ვიდეო:

ქეთი მელუა

1793655969

ქეთი მელუა მეორე შვილის დედა გახდა - რა დაარქვა მომღერალმა ახალშობილს

ქეთი მელუა მეორე შვილის დედა გახდა.მომღერალმა ახალშობილს მაქსი დაარქვა.„ჩვენი ოჯახის ახალი წევრი… მაქსი უკვე ჩვენთანაა!რა ბედნიერი ვარ, რომ ორი ულამაზესი ბიჭის დედა ვარ. სანდრო ჯერჯერობით საუკეთესო უფროსი ძმაა. იმედია, ასე დიდხანს გაგრძელდება!“, - წერს ქეთი მელუა სოციალურ ქსელში. 

ერისიონი

1793636992

ცეკვით დაწყებული სიყვარულის ისტორია - „ერისიონის“ მოცეკვავემ რჩეულს ხელი სთხოვა

ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეების, ანი ძერიასა და გიორგი ნოზაძის სიყვარულის ისტორიას ახალი, განსაკუთრებული ეტაპი დაემატა - გიორგიმ რჩეულს ხელი სთხოვა.რომანტიკული მომენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.ნახეთ კადრები ↓ @lallekokiashvili My best friends are getting married!!! მიყვარხართ💘💘💘💘💘💘 @Ani dzeria @G.nozadze #erisioni #ერისიონი #proposal #yes ♬ The Winner Is... Version - DeVotchKa

კაცი, რომელმაც უსაქმურობა შემოსავლის წყაროდ აქცია

1793545157

მარტოობის ბიზნესი - კაცი, რომელმაც უსაქმურობა შემოსავლის წყაროდ აქცია

მსოფლიოში, სადაც წარმატება ხშირად მუდმივ შრომასთან, კარიერულ წინსვლასა და პროდუქტიულობასთან ასოცირდება, იაპონელმა კაცმა სრულიად განსხვავებული გზა აირჩია. შოჯი მორიმოტო ადამიანებს ფულს ართმევს იმისთვის, რომ მათ გვერდით უბრალოდ იყოს, არ გასცეს რჩევები, არ შეასრულოს ფიზიკური სამუშაო და არც განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინოს.ტოკიოში მცხოვრებმა მორიმოტომ უჩვეულო მომსახურების შეთავაზება 2018 წელს დაიწყო. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ საკუთარ თავს სთავაზობდა ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებოდათ ვინმე, ვინც მათ გვერდით იქნებოდა და არაფერს გააკეთებდა.თავდაპირველად ეს იდეა ბევრს ხუმრობა ეგონა, თუმცა ინიციატივამ მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა. როგორც Reuters-თან საუბრისას მორიმოტო ამბობდა, მისი მომსახურებით უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა. ოთხი წლის განმავლობაში მას დაახლოებით 4 000 შეკვეთა ჰქონდა მიღებული.მისი საქმიანობა საკმაოდ მარტივია: კლიენტი ირჩევს ადგილსა და სიტუაციას, მორიმოტო კი მასთან მიდის და უბრალოდ თან ახლავს. ის არ იღებს ვალდებულებას, რომ ადამიანს პრობლემები მოუგვაროს, გაართოს ან ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს.მისი კლიენტების ისტორიები საკმაოდ უჩვეულოა. ერთმა ქალმა ის დაიქირავა, რათა პარკში მის გვერდით მჯდარიყო, რადგან მარტო სეირნობის ეშინოდა. მეორე კლიენტს დაბადების დღის აღნიშვნა მარტო არ სურდა და მორიმოტოს სთხოვა, რესტორანში მის გვერდით დამჯდარიყო, სანამ ტორტს შეჭამდა.ზოგჯერ მას მატარებლის სადგურზე შეხვედრასა და გამგზავრებისას ხელის დაქნევას სთხოვენ, სხვები კი სასამართლო პროცესის შემდეგ მის გვერდით ყოფნასა და სახლამდე გაცილებას ამჯობინებენ.მორიმოტოს უჩვეულო პროფესიის იდეა საკუთარი გამოცდილებიდან გაჩნდა. მანამდე გამომცემლობაში მუშაობდა, თუმცა ხელმძღვანელისგან ხშირად ესმოდა საყვედური, რომ სამსახურში განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა კითხვა: იქნებ ის, რასაც სხვები უსარგებლობად მიიჩნევენ, ვიღაცისთვის საჭირო მომსახურება აღმოჩნდეს?Reuters-ის 2022 წლის მასალის მიხედვით, იმ პერიოდში ერთი შეხვედრის საფასური 10 000 იენს შეადგენდა. მორიმოტოს დღეში საშუალოდ ერთი ან ორი კლიენტი ჰყავდა, პანდემიამდე კი ზოგჯერ სამ ან ოთხ შეკვეთასაც ასრულებდა.თუმცა მისი მომსახურება ყველაფერს არ გულისხმობს. მორიმოტო უარს ამბობს ფიზიკურ სამუშაოზე, მათ შორის ავეჯის გადატანაზე, ასევე სექსუალური ხასიათის შეთავაზებებზე.მისი ისტორია საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მის შესახებ დაიწერა წიგნი — „ადამიანი, რომელიც არაფერს აკეთებს“, რომლის მიხედვითაც იაპონური სატელევიზიო სერიალიც შეიქმნა.მორიმოტოს საქმიანობა კიდევ ერთ საინტერესო საკითხს აჩენს: თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანები მუდმივად დაკავებულები არიან, ზოგჯერ ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება შეიძლება უბრალოდ ვიღაცის გვერდით ყოფნა აღმოჩნდეს.

ნუკი კოშკელიშვილი

1793532701

როგორ გამოიყურებოდა ნუკი კოშკელიშვილი ჰელოუინზე - კადრები

30-31 ოქტომბერს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰელოუინი აღინიშნა. ამ კოსტიუმირებული დღისთვის ბევრი წინასწარ და საგანგებოდ ემზადება ხოლმე. აღინიშნა საქართველოშიც და ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა სახეებმაც, რასაკვირველია, აღნიშნეს.მათ შორის იყო ცნობილი ტელესახე ნუკი კოშკელიშვილიც. ნუკი კოშკელიშვილმა წელს „ოპერის მოჩვენების" სტილში შეარჩია კოსტიუმი, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა.           View this post on Instagram                       A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

ჰოროსკოპი

1793477887

„ეს კვირა ენერგეტიკულ წმენდებს ეთმობა… დროა, საკუთარ თავს ყურადღება მიაქციოთ“ – რას გვირჩევს თამარ იოსელიანი

„ეს კვირა ენერგეტიკულ წმენდებს ეთმობა. მზად ხართ იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ძველის დასრულებასა და ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება?“ – ამის შესახებ ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.ეს კვირა ენერგეტიკულ წმენდებს ეთმობა. მზად ხართ იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ძველის დასრულებასა და ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება?პლუტონი, კარმული თემები და გარდამტეხი გადაწყვეტილებები დროა, საკუთარ თავს ყურადღება მიაქციოთ!ასტროლოგიურ ტრადიციაში პლუტონი ღრმა გარდაქმნებს, ძველი სცენარების დასრულებასა და შინაგან განახლებას უკავშირდება. ოქტომბრის ბოლო კვირა კი კარგი შეხსენებაა, რომ ზოგჯერ საჭიროა შევჩერდეთ, გადავხედოთ განვლილ გზას და გავიაზროთ, რა გვიშლის ხელს წინსვლაში.თუ ბოლო დროს ენერგიის გამოფიტვას, ემოციურ დაძაბულობას ან ჩიხში მოქცევის განცდას განიცდით, შესაძლოა, დროა საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს მეტი ყურადღება დაუთმოთ.ზოგისთვის ეს პერიოდი ახალი შესაძლებლობების ძიებას დაუკავშირდება, ზოგისთვის კი ძველი შეხედულებების გადაფასებას, ურთიერთობებში სიცხადის შეტანასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.როგორ შეხვდეთ ახალ ეტაპს?26 ოქტომბერს ვიწყებ „ენერგეტიკულ გაწმენდას“!ეს პრაქტიკა მათთვისაა, ვისაც სურს, საკუთარ თავს დრო დაუთმოს, სიმბოლურად გაუშვას დაგროვილი ნეგატიური განცდები, გათავისუფლდეს წარსულთან დაკავშირებული შინაგანი სიმძიმისგან და მეტი სიმშვიდით შეხვდეს მომავალს.ზოგჯერ ახალი ეტაპის დასაწყებად საჭიროა არა სამყაროს შეცვლა, არამედ საკუთარ თავში წესრიგის დამყარება. ✨თუ გრძნობთ, რომ ცვლილებებისთვის მზად ხართ, ეს მოწვევა თქვენთვისაა!26 ოქტომბერს ვიწყებ ენერგეტიკულ გაწმენდას.

ნუცა

1793435338

„საუკეთესო აგენტი და საუკეთესო მეგობარი ხარ“ – ნუცა ბუზალაძე ყოფილ მეუღლეზე

დაშორების შემდეგ ნუცა ბუზალაძემ ყოფილ ქმარს სოციალურ ქსელში პირველად მიმართა. ნუცა ბუზალაძე დარენ პრინცს მადლობას უხდის ყველაფრისთვის, რაც მისთვის გაუკეთებია:„მადლობა ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის, საუკეთესო აგენტი და საუკეთესო მეგობარი ხარ“, - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი 2025 წლის ივნისში დაინიშნენ, თუმცა ისინი მინმდინარე წლის ივლისში დაშორდნენ. დარენ პრინცმა მაშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც სამწუხარო სიახლე გამომწერებს ამცნო. რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს, ამ თემაზე მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

თამო ვაშალომიძე

1793382993

„აკადემიას ვაკეთებ... ბევრმა მომწერა: შენ განათლება არ გაქვს, ვის რა უნდა ასწავლოო...“ – თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

თამო ვაშალომიძე აკადემიის გახსნას აანონსებს. ამის შესახებ მოდელი და ინფლუენსერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.„აკადემიას ვაკეთებ... როდესაც დავწერე, რომ აკადემიას ვაკეთებ-თქო, ძალიან ბევრმა მომწერა შენ განათლება არ გაქვს, არაფერი არ გაქვს და ვის რა უნდა ასწავლოო. მეგობრებო, მე არავის არაფერი არ უნდა ვასწავლო, მე მაქვს უბრალოდ იმის შნო, კონტაქტები ძალიან კარგად გამოვიყენო, იმისთვის, რომ თქვენი ოცნებები რეალობად იქცეს. მაქვს ამის პოტენციალი...“, - ამბობს თამო ვაშალომიძე გავრცელებულ ვიდეოში.

✕