ფოთის მერი

1794489920

ფოთის მერი ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ჯაბა თურქიას: „ჯაბას წარმატება შრომისა და მიზანდასახულობის საუკეთესო მაგალითია“

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ჯაბა თურქიას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ფოთელმა სპორტსმენმა ჯაბა თურქიამ ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ დაისაკუთრა.„დღეს ფოთელ სპორტსმენს, სამბოში ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ჯაბა თურქიას მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მივულოცე.განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ შეხვედრას მისი სპორტული სკოლის ახალგაზრდა მოჭიდავეებიც ესწრებოდნენ, რომელთათვისაც ჯაბას წარმატება შრომისა და მიზანდასახულობის საუკეთესო მაგალითია.მადლობა ჯაბას ამ დიდი გამარჯვებისთვის, მის მწვრთნელებს კი გაწეული შრომისა და თავდადებისთვის!საამაყოა, რომ ფოთელი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. მჯერა, მათი მიღწევები კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შთააგონებს და ახალი გამარჯვებებისკენ უბიძგებს.ჯაბა, კიდევ ერთხელ გილოცავ. წინ კიდევ ბევრი წარმატება და საამაყო შედეგი გელოდება!“ - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.მსოფლიო ჩემპიონსა და მის მწვრთნელს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ

გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

1794473832

გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის ტერიტორიაზე, "საქართველოს მელიორაციამ" ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი.ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის - ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს.აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

ბორჯომი

1794468072

ბორჯომის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას აგრძელებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, მერის მოადგილე გელა მაღრაძესთან და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მაკა მანჯავიძესთან ერთად, მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში მცხოვრებ იურიკ ანტონიანის ოჯახს ესტუმრა.მუნიციპალიტეტის მერი სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობას გაეცნო. ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით, მათ ბუნებრივი აირის გამათბობელი გადაეცათ.შეხვედრისას მამუკა გელაშვილმა იურიკ ანტონიანის ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სოციალური პროგრამების ფარგლებში მათ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

ჩარგალი

1794464443

ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.პროექტის ფარგლებში აღდგა ღვარცოფის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთი, აშენდა ახალი საფეხმავლო ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა.ძლიერი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული იყო მდინარის ორივე სანაპიროზე არსებული ნაპირსამაგრი კედლები, გზის სავალი ნაწილი და ავტობუსის მოსაცდელი. ასევე დაზიანებული იყო ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საფეხმავლო ხიდი.სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი, მოეწყო რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ნაკადჩამქრობი კედლები, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. ასევე აღდგა გზის ასფალტბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარი და ახალი ავტობუსის მოსაცდელი.განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 862 630 ლარი შეადგინა.განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ვიზიტორებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებას.

შოვი

1794404018

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა.ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ლევან ჯმუხაძე და ალუდა თუთისანი, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.საძირკვლის კურთხევის წესი ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.ტაძრის მშენებლობის გადაწყვეტილება შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღეს. პროექტი საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატის, გოჩა ენუქიძისა და თბილისის მერის, კახა კალაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტაძარს განსაკუთრებული სულიერი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა ექნება და ერთიანობის, თანადგომისა და დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემის სიმბოლოდ იქცევა

ბულვარი

1794397414

ახალ ბულვარში ახალი საბავშვო სივრცე მოეწყო

ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ლოკაციაზე, ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ახალი საბავშვო სივრცე მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო კუთხის მოწყობა საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე, ბულვარის განაშენიანების გეგმით იყო გათვალისწინებული.450 კვადრატული მეტრის ფართობის ახალი სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. საბავშვო კუთხეში დამონტაჟდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადაპტირებული საქანელები. პროექტის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული ლანდშაფტის მაქსიმალურად შენარჩუნებას. ახალი საბავშვო სივრცის მოწყობა მიზნად ისახავს ბათუმის ბულვარში ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას.

შეხვედრა

1794395580

ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს თავმჯდომარე სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ოზურგეთისა და გურიანთის მოსახლეობას შეხვდნენ.შეხვედრაზე ადგილობრივების საჭიროებები და მოსახლეობის ინიციატივები განიხილეს. დასმული საკითხები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის სამსახურებს გადაეცა.

ასპინძა

1794387586

ასპინძაში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ასპინძაში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 4 276 069 ლარს შეადგენს.პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, ტრიბუნები და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი.ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი სპორტსმენებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე მთლიანად დაბის მოსახლეობისთვის.აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის სპორტული შესაძლებლობების გაფართოებას.სამუშაოების დასრულების შემდეგ ასპინძაში ადგილობრივ სპორტსმენებს ექნებათ შესაძლებლობა, ივარჯიშონ და სპორტული აქტივობები განახორციელონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს კეთილმოწყობილი სპორტული სივრცით.

ქუთაისის მერი

1794311244

ქუთაისის მერმა ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარეხი ნიჟარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებულ ქუთაისელ მოსწავლეებს შეხვდნენ.ინტელექტუალურ თამაშები ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მასშიქალაქის 16 საჯარო და კერძო სკოლის 23  გუნდი მონაწილეობდა. ტურნირები გაიმართა 3  თამაშში - "რა? სად? როდის?", "ბრეინ-რინგი"  და "ჯეპარდი".თამაშში "ჯეპარდი" მესამე ადგილზე გავიდა მედეა ხურციძე (29-ე საჯარო სკოლა), მეორე ადგილი დაიკავა მარიამ შეყრილაძემ (21-ე საჯარო სკოლა), ხოლო გამარჯვებული გახდა ლუკა ტუღუში (29-ე საჯარო სკოლა).,,ბრეინ რინგში" გაიმარჯვა ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი დაიკავა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ გუნდმა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა  30-ე საჯარო სკოლის გუნდი.თამაშში ,,რა? სად? როდის?"  გაიმარჯვა  ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი მოიპოვა 31-ე საჯარო სკოლის გუნდმა, მესამე ადგილი კი - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ გუნდმა.

დახვედრა

1794296861

ონში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში - მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.მშობლიურ ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეგობრები და გულშემატკივრები სიყვარულით შეხვდნენ საამაყო სპორტსმენს.სპორტული ღონისძიებასიმბოლურად ახალ საჭიდაო დარბაზში გაიმართა, სადაც ასევე მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლმა “რაჭა” და ცეკვის ანსამბლმა “ორბა”.ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველი მოადგილე - ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი- სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილი.ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს სახელოვან ქართველ სპორტსმენს ვიცე-ჩემპიონის ტიტული, ასევე მადლობის სიგელებთან ერთად სპორტსმენს ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის-გოჩა ენუქიძის ინიციატივითა და სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით გადასცეს.გაცნობებთ, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მსოფლიო პირველობა გაიმართა, სადაც ონელმა მირიან მაისურაძემ (92კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე პლანეტის პირველობაზე მესამედ დაეუფლა მედალს.

ნაქერალა

1794293509

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გზა

1794229508

დვირსა და საკირეში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში — დვირსა და საკირეში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა, სოფელ ტაძრისში კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება.ამ ეტაპზე სამუშაოები სამ სოფელს მოიცავს: სოფელ დვირში, ნანეტაშვილების უბანში, 936 გრძივ მეტრზე მოეწყო ბეტონის საფარი და მოწესრიგდა ეზოებში შესასვლელები;სოფელ საკირეში, კაპანაძეების უბანში, 500 გრძივ მეტრზე დაიგო ბეტონის საფარი. ასევე მოეწყო 30-მეტრიანი საყრდენი კედელი, კიუვეტები და სანიაღვრე ცხაურები; სოფელ ტაძრისში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის 310 გრძივ მეტრზე იგება ბეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს სანიაღვრე არხებისა და საპარკინგე სივრცის მოწყობას.აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება.

✕