ხიზილალა

1794653340

VIDEO: „ამ პროდუქტს თევზთან შეხება საერთოდ არ აქვს...“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებული „იმიტირებული“ ხიზილალის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს.სპეციალისტი ამბობს, რომ მისი გარჩევა ნამდვილი ხიზილალისგან თითქმის შეუძლებელია.„იმიტირებული „ხიზილალა“ ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილი ხიზილალა, მაგრამ ამ პროდუქტს თევზთან შეხება საერთოდ არ აქვს. ამ პროდუქტის მირთმევა პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემაა ის თუ ვინ და რა დანიშნულებით მიირთმევს ამ პროდუქტს…ამ პროდუქტის მირთმევა არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთ მომხმარებელს ჰგონია, რომ ნამდვილად თევზის პროდუქტს ჭამს, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის…“, – ამბობს არაბული ვიდეომიმართვაში.

ყავა და მწვანე ჩაი

1794605905

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაანაცვლოთ ყავა მწვანე ჩაით - ექიმების რჩევა

ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში.ბევრი ჩვენგანისთვის დილის გამამხნევებელი სასმელი დღის ერთ-ერთი მთავარი სიამოვნებაა. თუმცა, კოფეინი, რომელსაც ჩვენ შეჩვეული ვართ, შეიძლება სხვა წყაროებიდანაც მივიღოთ.მწვანე ჩაი შეიცავს ნაკლებ კოფეინს, ვიდრე ყავა ან შავი ჩაი, თუმცა თითქმის იგივე გამამხნევებელი ეფექტი აქვს. გარდა ამისა, მწვანე ჩაის აქვს რამდენიმე უნიკალური თვისება, რაც მას ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის.1. ნაკლებ კოფეინს მოიხმართ ჩაის ფოთლები შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, ვიდრე ყავის მარცვლები. მაგრამ მათი დამუშავებისა და სასმელის მომზადების შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში ყავაში კოფეინის შემცველობა საგრძნობლად მაღალი რჩება.ფინჯან მწვანე ჩაიში კოფეინის ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: ჩაის სახეობაზე, ჩაის ფოთლების თავისებურებებზე და მათი დაფქვის ხერხზე. მაგალითად, მატჩას ჩაი, ფხვნილის სახით დაყენებული, შეიცავს ბევრად მეტ კოფეინს, ვიდრე ჩვეულებრივი ფოთლოვანი მწვანე ჩაი და კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ტიპური ფინჯანი ყავა. მაგრამ თუ ყავას ჩვეულებრივი მწვანე ჩაით ჩაანაცვლებთ, საგრძნობლად ნაკლებ კოფეინს მიიღებთ.კოფეინის მიღების უეცარი შეწყვეტისას (მაგალითად, თუ მიჩვეული ხართ ყოველ დილით ძლიერ ყავას, როგორიცაა ორმაგი ესპრესო), შეიძლება პირველ დღეებში აღინიშნოს მოხსნის სიმპტომები, მათ შორის თავის ტკივილი, გაღიზიანება და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები.დისკომფორტი გაივლის, როდესაც ორგანიზმი ადაპტირდება კოფეინის ნაკლებ დოზაზე.2. მცირდება შფოთვა და უმჯობესდება ძილიკოფეინის შემცირებამ შეიძლება ხელი შეუწყოს შფოთვის შემცირებას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას - განსაკუთრებით კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.კოფეინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი და დიდი დოზებით (ან თუ ჰიპერმგრძნობიარე ხართ) შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, უძილობა, გახშირებული გულისცემა და არტერიული წნევის მომატება.ყავის მწვანე ჩაით ჩანაცვლებით შეამცირებთ ამ უსიამოვნო სიმპტომების რისკს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაკლებ კოფეინს მიიღებთ. გარდა ამისა, მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებას L-theanine. თეანინი დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, განწყობას, ძილის ხარისხს, ამცირებს სტრესისა და შფოთვის სიმპტომებს.3. სასარგებლო ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მიღებამწვანე ჩაი შეიცავს ბევრ სხვადასხვა ნივთიერებას, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში. ეს სასმელი ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით (ზოგიერთი ანტიოქსიდანტი ასევე გვხვდება ყავაში, მაგრამ მცირე რაოდენობით), რომელსაც ეწოდება კატექინები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ეპიგალოკატექინ გალატი (EGCG).4. ორგანიზმი ნაკლებად მგრძნობიარე იქნება ანთებითი პროცესების მიმართანთებითი პროცესები ჩვენი იმუნური სისტემის რეაქციაა სხვადასხვა საფრთხეებზე. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფექციებთან და ორგანიზმზე სხვა მავნე ზემოქმედებასთან ბრძოლაში. თუმცა, ქრონიკული ანთება თავისთავად საშიშია და ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. მუდმივმა ანთებითმა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ასთმა, დეპრესია და სხვადასხვა აუტოიმუნური დარღვევები.კვლევებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის (ძირითადად კატეხინის მაღალი შემცველობის გამო) აქვს შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ის მნიშვნელოვნად აღემატება ყავას. 

მეგობები

1794604930

დასთან ერთად ცხოვრება დეპრესიის რისკს ამცირებს - კვლევა

Harvard University-ის მკვლევრები ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდნენ ასობით ოჯახს. კვლევა 85 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და საინტერესო შედეგები აჩვენა.მეცნიერების მიხედვით, დის ყოლა ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს გავლენა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ოჯახური სიყვარული.1. სტრესის დაბალი დონეადამიანებს, რომლებიც დასთან ერთად გაიზარდნენ, ხშირად სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის უფრო დაბალი დონე აქვთ. მაშინაც კი, როდესაც და-ძმა ერთმანეთისგან შორს ცხოვრობს და იშვიათად ხვდება, ეს კავშირი მაინც მნიშვნელოვანია. იმის ცოდნა, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ბავშვობის მოგონებებს გიზიარებთ და სრულად გიღებთ, ამცირებს შფოთვასა და ემოციურ დაძაბულობას.2. ბუნებრივი ემოციური მხარდაჭერართულ მომენტებში და ხშირად ბუნებრივ ემოციურ მხარდაჭერად იქცევა. ხანდახან რამდენიმე წუთიანი საუბარიც კი საკმარისია, რომ ადამიანს დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდეს. შესაძლოა პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოახერხოს, მაგრამ მისი ყოფნა უსაფრთხოების შეგრძნებას ქმნის და სირთულეები უფრო მარტივად გადასატანი ხდება.3. დახმარება ცხოვრების მნიშვნელოვან ცვლილებებშიკვლევების მიხედვით, ქალები, რომლებსაც და ჰყავთ, ხშირად უკეთ უმკლავდებიან ცხოვრების დიდ ცვლილებებს. მაგალითად, განქორწინებას ან მენოპაუზას. საერთო მოგონებები, წარსულის შესახებ სიცილი და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სიახლოვე ქმნის ძლიერ მხარდაჭერის სისტემას.4. ემოციური სწავლა ბავშვობაშიბავშვები, რომლებიც დასთან ერთად იზრდებიან, ხშირად ადრეულ ასაკში ავითარებენ უკეთეს ემოციურ ცნობიერებას. სათამაშოებზე შეთანხმება, პატარა კონფლიქტების მოგვარება და ჩხუბის შემდეგ შერიგება სოციალურ უნარებს ავითარებს. ეს უნარები მომავალში ადამიანებს ურთიერთობების შექმნაში ეხმარება.5. შესაძლო სარგებელი ჯანმრთელობისთვისზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ და-ძმის კარგი ურთიერთობა შეიძლება ხანგრძლივ სიცოცხლესაც უკავშირდებოდეს.ოჯახის წევრებთან რეგულარული კონტაქტი ამცირებს სტრესს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ჯანმრთელობაზე.

დერმატოლოგი

1794604392

ალერგია, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს – ზაზა თელია მოსახლეობას აფრთხილებს

ალერგიული რეაქცია ყოველთვის მხოლოდ გამონაყარითა და ქავილით არ ვლინდება. ზოგჯერ ის გაცილებით მძიმე ფორმას იღებს და ადამიანის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი – ეს ის სამი მდგომარეობაა, რომელთა ამოცნობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განმარტავს, რა იწვევს ალერგიულ რეაქციებს, როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი მდგომარეობის გართულებაზე და რომელი მედიკამენტია გადაუდებელ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი.სპეციალისტის განმარტებით, ჭინჭრის ციება, რომელსაც სამედიცინო ენაზე ურტიკარია ეწოდება, საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. მისთვის დამახასიათებელია კანზე ამოწეული, გაწითლებული გამონაყარი, რომელიც ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს.ურტიკარია შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. თუ სიმპტომები ექვს კვირაზე ნაკლებხანს გრძელდება, მწვავე ფორმასთან გვაქვს საქმე, ხოლო ექვს კვირაზე მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში – ქრონიკულთან.ზაზა თელიას თქმით, მწვავე ურტიკარიის შემთხვევების დაახლოებით 40% ინფექციებს უკავშირდება, მათ შორის ვირუსულ და ბაქტერიულ დაავადებებს. შემთხვევების დაახლოებით 10%-ში გამომწვევი მედიკამენტებია, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები. საკვები და სასმელი კი გაცილებით იშვიათი მიზეზებია, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები გამონაყარს ხშირად სწორედ კვებას უკავშირებენ.ქრონიკული ურტიკარია შესაძლოა თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ზოგჯერ მისი ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ის აუტოიმუნურ დაავადებებსა და ორგანიზმში არსებულ ქრონიკულ ინფექციებს უკავშირდება.განსაკუთრებული ყურადღება კვინკეს შეშუპებას, ანუ ანგიოედემას სჭირდება. ამ დროს, ჭინჭრის ციებისგან განსხვავებით, კანის ზედაპირული შრის ნაცვლად ღრმა ქსოვილები შუპდება. ყველაზე ხშირად შეშუპება ტუჩებისა და თვალების გარშემო ვითარდება, თუმცა მძიმე შემთხვევებში შესაძლოა სასუნთქი გზებიც მოიცვას.ექიმი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კვინკეს შეშუპების მიზეზი ზოგჯერ არა საკვები ან სხვა ალერგენი, არამედ წნევის დამწევი მედიკამენტებია. განსაკუთრებით საყურადღებოა ე.წ. პრილების ჯგუფი, რომელშიც შედის კაპტოპრილი და ლიზინოპრილი. თუ პაციენტი ამ პრეპარატებს იღებს და შეშუპება უვითარდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის სქემის გადახედვა. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგაც სიმპტომები შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდეს.ზაზა თელიას განმარტებით, კვინკეს შეშუპება ყოველთვის ანაფილაქსიაში არ გადადის, თუმცა სასუნთქი გზების ჩართვის შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებით საშიში ხდება.ანაფილაქსიური შოკი იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში რეაქციაა. ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ დროს პირველი რიგის გადაუდებელი საშუალება ადრენალინი, ანუ ეპინეფრინია.მისივე თქმით, ანაფილაქსიის დროს დექსამეტაზონი ადრენალინს ვერ ჩაანაცვლებს და მისი გამოყენება გადაუდებელი მკურნალობის ნაცვლად დაუშვებელია. ადრენალინი სწრაფად მოქმედებს სისხლძარღვებზე და ანაფილაქსიური რეაქციის მართვის მთავარი საშუალებაა.სპეციალისტის განმარტებით, საქართველოში ადრენალინის მზა ავტოინექტორების ხელმისაწვდომობა პრობლემურია, რის გამოც გადაუდებელ სიტუაციებში ამპულის გამოყენება ხდება საჭირო. პრეპარატი კუნთში შეჰყავთ.ექიმის მთავარი გზავნილია, რომ ალერგიული რეაქციის დროს მხოლოდ გამონაყარზე ყურადღების გამახვილება საკმარისი არ არის. ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე ან გონების დაკარგვა გადაუდებელი დახმარების საჭიროებაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ანაფილაქსიის ეჭვისას ადრენალინის გამოყენება არ უნდა გადაიდოს ანტიჰისტამინური პრეპარატის ან დექსამეტაზონის მოლოდინში.

მტრედი

1794595696

სიკვდილიდან მე-3, მე-9 და მე-40 დღეს, გარდაცვლილი ახლობლის სულის ჩვენ გვერდით ყოფნის ნიშნები - ხალხური რწმენა და მართლმადიდებლური ტრადიცია

ახლობელი ადამიანის გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღე ხალხურ ტრადიციაში განსაკუთრებულ პერიოდად მიიჩნევა. ამ თარიღებს გარდაცვლილზე სიზმრებს, ფანჯარასთან გამოჩენილ ფრინველებს, ნაცნობ სურნელებსა და უცნაურ დამთხვევებს უკავშირებენ. რომელი რწმენა შემორჩა ხალხის მეხსიერებას, რას ნიშნავს ეს ნიშნები და რატომ არ არის აუცილებელი ყოველი უჩვეულო მოვლენა გაფრთხილებად მივიჩნიოთ?გარდაცვლილი ახლობლებისგან მიღებული ნიშნების შესახებ წარმოდგენები ოჯახურ მოგონებებს, დაკრძალვის წეს-ჩვეულებებსა და მართლმადიდებლურ წესს - მიცვალებულთა მოხსენიებას - უკავშირდება. ამასთან, ეკლესიური სწავლება ყოველდღიურ მოვლენებში მისტიკური გზავნილების ძიებისკენ არ მოგვიწოდებს.რატომ არის მნიშვნელოვანი გარდაცვალებიდან მე-3, მე-9 და მე-40 დღე?მართლმადიდებლურ ტრადიციაში გარდაცვლილის მოხსენიებისთვის მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამ დღეებში ახლობლები მიცვალებულის სულის მოსახსენებლად ლოცულობენ, ტაძარსა და სასაფლაოს სტუმრობენ, იკრიბებიან და გარდაცვლილს კეთილი სიტყვებით იხსენებენ.დღეების ათვლისას გარდაცვალების დღე პირველ დღედ ითვლება, ამიტომ მესამე დღე ხშირად დაკრძალვის თარიღს ემთხვევა.რიცხვი სამი იესო ქრისტეს მესამე დღეს აღდგომას უკავშირდება. მეცხრე დღე საეკლესიო ტრადიციაში ანგელოზთა ცხრა დასს უკავშირდება, ხოლო მეორმოცე დღე ქრისტეს აღდგომიდან მე-40 დღეს მომხდარ ამაღლებას მოგვაგონებს. სწორედ ამ სიმბოლური მნიშვნელობებით აიხსნება, რატომ დაიმკვიდრა ამ თარიღებმა განსაკუთრებული ადგილი მართლმადიდებლურ მიცვალებულთა მოხსენიებაში.ხალხურ წარმოდგენებში ამ დღეებს სხვა მნიშვნელობებიც შეემატა. მიიჩნევდნენ, რომ გარდაცვლილის სული თანდათან ემშვიდობება მიწიერ სახლსა და ახლობლებს, ოჯახის წევრებმა კი შესაძლოა მისი სიახლოვე სიზმარში ან უჩვეულო დამთხვევების სახით იგრძნონ. თუმცა მსგავსი ამბები ხალხურ რწმენას მიეკუთვნება და არა ეკლესიის მიერ დადგენილ წესებს.რა ნიშნებს უკავშირებენ გარდაცვალებიდან მესამე დღეს?ზოგიერთი ხალხური რწმენის თანახმად, გარდაცვალებიდან პირველ დღეებში ადამიანის სული ჯერ კიდევ დაკავშირებულია მისთვის ნაცნობ ადგილებთან, სახლთან და საყვარელ ადამიანებთან. ამიტომ ამ პერიოდში მომხდარ შემთხვევით მოვლენებს ხშირად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.ერთ-ერთი გავრცელებული რწმენა ფანჯარასთან ფრინველის გამოჩენას უკავშირდება. მტრედს მშვიდობისა და კეთილი ამბის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, ოთახში შემოფრენილ პეპელას კი ზოგიერთ ტრადიციაში გარდაცვლილის სულს უკავშირებდნენ. თუ მსგავსი რამ მესამე დღეს ხდებოდა, ამას ახლობლისგან დატოვებულ სიმბოლურ მინიშნებად აღიქვამდნენ.კიდევ ერთი გავრცელებული წარმოდგენა მოულოდნელად გაჩენილ ნაცნობ სურნელს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს გარდაცვლილის საყვარელი სუნამოს, კერძის ან თამბაქოს სუნი. ხალხური განმარტებით, მსგავსი მოვლენა ოჯახთან კავშირის ნიშნად მიიჩნეოდა. თუმცა სურნელს შესაძლოა სრულიად ჩვეულებრივი წყარო ჰქონდეს, მაშინაც კი, თუ მისი წარმოშობის დადგენა მაშინვე ვერ ხერხდება.კარის ჭრიალი, მეზობელ ოთახში შრიალი ან მოულოდნელი ხმა ზოგჯერ გარდაცვლილს უკავშირდებოდა. ასეთი მოვლენები განსაკუთრებით მძაფრად მოქმედებს დანაკარგის პირველ დღეებში, როდესაც ადამიანი განშორებას მტკივნეულად განიცდის და უნებურად ყურადღებით უსმენს მისთვის ნაცნობ სახლის ხმებს.რას უკავშირებენ გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს?ხალხურ ტრადიციაში მეცხრე დღე ხშირად გარდაცვლილზე სიზმრებს უკავშირდება. ახლობელს შესაძლოა დაესიზმროს მშვიდი საუბარი, ერთად გასეირნება ან შეხვედრა ნაცნობ სახლში.ზოგჯერ ასეთ სიზმარს დამამშვიდებელ დამშვიდობებად ან შეხსენებად აღიქვამენ, რომ გარდაცვლილის ხსოვნა ოჯახის ცხოვრების ნაწილად რჩება.ზოგიერთ ხალხურ რწმენაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიზმარს, რომელშიც გარდაცვლილი რაიმეს სთხოვს ახლობელს. თუმცა თუ მიცვალებული სიზმარში რაიმე ნივთს ითხოვს, ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ვალდებული არიან, რაიმე განსაკუთრებული რიტუალი შეასრულონ. გაცილებით სასარგებლოა დაფიქრება, ხომ არ უკავშირდება სიზმარი დაუსრულებელ საუბარს, დანაშაულის განცდას ან ნათესავის სიცოცხლის ბოლო დღეებთან დაკავშირებულ განცდებს.კიდევ ერთი გავრცელებული თანამედროვე რწმენა გარდაცვლილის კუთვნილი ნივთის მოულოდნელ აღმოჩენას უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს ძველი ფოტოსურათი, წერილი, სამახსოვრო ნივთი ან წიგნი. ზოგჯერ ასეთი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ მეცხრე დღეს ეჩვენებათ. ეზოტერულ განმარტებებში მას გარდაცვლილის სიახლოვის ნიშნად მიიჩნევენ, თუმცა ამგვარი კავშირის ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს.გვხვდება ისეთი ამბებიც, როდესაც ადამიანები განმეორებად ციფრებს, თარიღებს ან შემთხვევით გაგონილ სიმღერას გარდაცვლილთან დაკავშირებულ ნიშნებად აღიქვამენ. თუ ასეთი დამთხვევა ადამიანს სითბოსა და კეთილი მოგონებების შენარჩუნებაში ეხმარება, მას პირად სიმბოლოდ შეიძლება შეხედოს. თუმცა ყველა დამთხვევაში ფარული მნიშვნელობის ძიება აუცილებელი არ არის.რა ნიშნებს უკავშირებენ გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს?ხალხურ წარმოდგენებში მეორმოცე დღე გარდაცვლილის სულის მიწიერ სახლთან საბოლოო დამშვიდობების სიმბოლოდ მიიჩნევა. ამიტომ ამ თარიღთან დაკავშირებულ ბევრ რწმენას მშვიდი, გამოსამშვიდობებელი ხასიათი აქვს.მაგალითად, ადამიანს შესაძლოა დაესიზმროს გარდაცვლილი ნათესავი, რომელიც ჯანმრთელად გამოიყურება, იღიმის ან ნაცნობ გზას მიუყვება.ზოგიერთ ხალხურ რწმენაში მეორმოცე დღეს ფანჯარაზე კაკუნს ან ფარდის მოულოდნელ მოძრაობას გარდაცვლილის უკანასკნელ სტუმრობად განმარტავდნენ. ანთებული სანთლის ან კანდელის ალის ცვალებადობასაც სიმბოლურ დამშვიდობებად აღიქვამდნენ. თუმცა ალის მოძრაობაზე ჰაერის ნაკადი და სხვა ჩვეულებრივი ფაქტორები მოქმედებს, ამიტომ მისი ქცევა სულის არსებობის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.არსებობდა წყალთან, პურთან და პირსახოცებთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებიც, რომლებსაც ოჯახში გარდაცვლილის მოსახსენებლად ასრულებდნენ. მათი მნიშვნელობა სხვადასხვა კუთხესა და ოჯახურ ტრადიციაში განსხვავდებოდა. ასეთი მოქმედებები წინაპრების წარმოდგენებს გამოხატავდა ადამიანის სიკვდილის შემდგომ გზაზე, თუმცა სავალდებულო მართლმადიდებლურ წესებს არ წარმოადგენს.მეორმოცე დღეს ახლობლები, როგორც წესი, ცდილობენ, გარდაცვლილის ხსოვნას სათანადო პატივი მიაგონ. მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს მიცვალებულისთვის ლოცულობენ, შესაძლებლობის შემთხვევაში პანაშვიდს იხდიან და სამგლოვიარო სუფრასთან იკრიბებიან.აქ მთავარი მისტიკური ნიშნების შესრულება კი არა, გარდაცვლილის ხსოვნა, ლოცვა და იმ ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც ახლობლის დაკარგვას განიცდიან.

ზეთი

1794581760

რომელი ზეთია შესაწვავად საუკეთესო და რა ნიშნები მიუთითებს, რომ პროდუქტი გაფუჭებულია - სპეციალისტის განმარტება

ზეთი თითქმის ყველა ოჯახის ყოველდღიური რაციონის ნაწილია, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მისი სასარგებლო თვისებები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც წარმოების მეთოდზე, ისე გამოყენებისა და შენახვის წესებზე.სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მარიამ ჩაჩუამ გადაცემაში „შუადღე“ სხვადასხვა სახეობის ზეთის თვისებებსა და მათი გამოყენების წესებზე ისაუბრა.მისი განმარტებით, მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის, ქოქოსისა და სხვა ზეთებს საკუთარი სასარგებლო თვისებები აქვთ. მაგალითად, მზესუმზირის ზეთი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, სიმინდის ზეთი E ვიტამინით არის მდიდარი, ხოლო ზეითუნის ზეთი ორგანიზმის მიერ თითქმის სრულად შეითვისება.ექსპერტის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, არის თუ არა ზეთი რაფინირებული. რაფინირება ქიმიური ან ფიზიკური წმენდის პროცესია, რომელიც ზეთს მაღალ ტემპერატურაზე გამძლეობას და შენახვის ხანგრძლივ ვადას აძლევს, თუმცა ამავე დროს გარკვეულ სასარგებლო თვისებებსაც აკარგვინებს.მარიამ ჩაჩუას განმარტებით, არარაფინირებული ზეთები, მათ შორის ცივი დაწურვით მიღებული ე.წ. კახური ზეთი, მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, თუმცა მაღალი ტემპერატურის მიმართ ნაკლებად მდგრადია და შეწვისთვის არ გამოდგება.სპეციალისტი საუკეთესო გამოსავლად უცხიმოდ ან მინიმალური ცხიმით მომზადებულ საკვებს მიიჩნევს, რომელსაც მოგვიანებით არარაფინირებული ზეთი დაემატება. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის მიმართ ბუნებრივად გამძლეა ქოქოსისა და ავოკადოს ზეთი, თუმცა მათი ღირებულება ხშირად მაღალია.ექსპერტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ზეთის განმეორებით გაცხელებაა. მისი თქმით, გადახურებისას იწყება დაჟანგვის პროცესი და შესაძლოა წარმოიქმნას მავნე ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.ზეთის არჩევისას სპეციალისტი მომხმარებლებს ურჩევს ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს, წარმოების ქვეყანას და პროდუქტის გამჭვირვალობას. რაფინირებული ზეთი კრიალა და ნალექის გარეშე უნდა იყოს, ხოლო არარაფინირებულ ზეთში მცირე ნალექი დასაშვებია.რაც შეეხება შენახვას, არარაფინირებული ზეთები რეკომენდებულია მაცივარში, მინის ჭურჭელში შეინახოთ. ექსპერტის თქმით, ვადაგასული ზეთის გამოყენება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, ხოლო გახსნილი არარაფინირებული ზეთი, როგორც წესი, ერთ თვეში უნდა დაიხარჯოს.მარიამ ჩაჩუა მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ ზეთს მძაღე გემო ან თევზის მსგავსი სუნი აქვს, აღნიშნული ფაქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1501-ზე დააფიქსირონ. 

 გიორგი ღოღობერიძე

1794576540

ონკოლოგიური დაავადებები ძალიან ბევრნაირი არსებობს. ჩვენ ყველას ვეძახით ონკოლოგიას, თუმცა ყველა ერთ ქვაბში ვერ მოიხარშება - გიორგი ღოღობერიძე

ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში, „სტუმრად ანნასთან“ კიბოს პრევენციის გზებზე საუბრობს. ექიმი ამბობს, რომ ექიმთან წელიწადში ერთი კონსულტაცია, ბევრ რამეს შეცვლის:„ჩვენ უნდა გვყავდეს პირადი ონკოლოგი, სადაც მივალთ, გავესაუბრებით. წელიწადში ერთხელ რომ მაინც მივიდეთ, ბევრ რამეს შეცვლის ეს. ვიდრე ჩვენ თვითნებურად ვიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი, ცე რეაქტიული და მაინც არაფერი არ გვქონდეს წლის ბოლოს…“, – ამბობს ღოღობერიძე.გადაცემის წამყვანის კითხვაზე – არსებობს თუ არა ერთი „ჯადოსნური“ ანალიზი, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა სადმე სიმსივნური უჯრედი, ექიმმა უპასუხა:„ეგეთი ერთი ტესტი არ არსებობს. ონკოლოგიური დაავადებები ძალიან ბევრნაირი არსებობს. ყველა ონკოლოგიას თავის პრინციპები და გამოვლინებები აქვს. ჩვენ ყველას ვეძახით ონკოლოგიას, თუმცა ყველა ერთ ქვაბში ვერმოიხარშება, ამიტომ ერთი ანალიზი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ერთი სპეციალობის ექიმი და ეს არის კლინიკური ონკოლოგი, ვისაც შეგვიძლია რომ მივმართოთ, ის გაგვიკეთებს ყველაფერს რაც ჩვენ გვჭირდება და მაგას მივყვეთ…“ , – ამბობს ღოღობერიძე.

როგორ შევინახოთ ჭიქები კარადაში

1794496920

როგორ შევინახოთ ჭიქები კარადაში - ძირით ზემოთ, თუ პირქვე - სერვირების სპეციალისტის განმარტება

იმაზე, თუ როგორ უნდა ეწყოს სამზარეულოს კარადაში ჭიქები, ბევრი დაობს. ზოგი მიიჩნევს, რომ სწორია მათი პირქვე დაწყობა.ტრადიციული მეთოდის მოყვარულები კი პირიქით ფიქრობენ. იმის გამო, რომ შუშის პირი კარადის ზედაპირს ეხება, მასზე გროვდება ჭუჭყი და მტვერი, ჩვენ კი სწორედ ეს ნაწილი მიგვაქვს ტუჩებთან. ამას გარდა, გარეცხილი ჭიქიდან ჩამოღვენთილი წვეთები გროვდება თაროზე და უსიამოვნო სუნს აჩენს. მაშ, რომელი მეთოდია ნამდვილად სწორი? ფაქტობრივად, საქმე მტვერსა და ჭუჭყშიც კი არ არის. თუ რეგულარულად რეცხავთ ჭიქებს და წმენდთ თაროებს, მაშინ ეს მათ არ ემუქრებათ. თქვენ ასევე რეგულარულად უნდა გაასუფთაოთ სათავსოები, რათა მათ ცუდი სუნი არ ჰქონდეს.შუშის რგოლი ჭიქის ყველაზე თხელი და მყიფე ნაწილია. ის ყველაზე დაუცველია გატეხვის მიმართ. თუ ჭურჭელს თავდაყირა დააყენებთ, ზოგჯერ მისი გატეხვის შანსი იზრდება. მაშინაც კი, თუ პატარა ნაწილი შუშის კიდედან ჩამოტყდება, ის უნდა გადააგდოთ. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ დადოთ ჭიქები ძირით ქვემოთ, როგორც დანიშნულებისამებრ ჩაფიქრებულია. ასე, ისინი ხელუხლებელი დარჩებიან. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი თავდაყირა დაყენება, მაშინ აუცილებლად დაფარეთ კარადის თაროები რეზინის ხალიჩებით. ის დაიცავს მათ დახაზვისგან და გატეხვისგან.თუ გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ჭიქა დარჩეს მთლიანი, მაშინ დადეთ ისინი ისე, როგორც თავდაპირველად იყო განკუთვნილი. ასე, ისინი ბევრად მეტხანს გაძლებს. მტვრის საკითხი კი უბრალო რეგულარული გაწმენდით მოგვარდება.წყარო

ფარში

1794494520

როგორ გავყინოთ და სწრაფად გავალღოთ ფარში 2 ქვაბის ხრიკით 10 წუთში - მზარეულის რჩევა

ფარშის გაყინვა და შემდგომში მისი სწრაფად გალღობა სამზარეულოში ხშირად დიდ დროს მოითხოვს. მიკროტალღურ ღუმელში გალღობისას ხორცი ხშირად ნაწილობრივ იხარშება, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე დატოვება ბაქტერიების გამრავლების რისკს ზრდის.არსებობს მარტივი ფიზიკური ხრიკი ორი ლითონის ქვაბის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფარში ორჯერ უფრო სწრაფად და თანაბრად გაალღოთ მიკროტალღურისა და ელექტროენერგიის დახარჯვის გარეშე.გთავაზობთ ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევს, თუ როგორ გაყინოთ ფარში სწორად და როგორ გამოიყენოთ ეს მეთოდი: მომზადება: როგორ გავყინოთ ფარში სწორადსწრაფი გალღობის მთავარი საიდუმლო ფარშის სწორად გაყინვაშია.გააბრტყელეთ ფარში: როდესაც ახალ ფარშს საყინულე პაკეტში (Zip-პაკეტში) მოათავსებთ, ნუ დატოვებთ მას ბურთულის ან სქელი გუნდის ფორმით. საბრტყელებლით ან ხელით გააბრტყელეთ ის თხელ, თანაბარ ფენად (დაახლოებით 1–2 სმ სისქეზე).შედეგი: თხელი ფენა ბევრად უფრო სწრაფად იყინება და მოგვიანებით გალღობასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.2 ქვაბის ხრიკი: როგორ გავალღოთ ფარში 5–10 წუთში ეს მეთოდი ეფუძნება ლითონის (განსაკუთრებით ალუმინის ან უჟანგავი ფოლადის) მაღალ თბოგამტარობას. ლითონი სწრაფად იწოვს სიცივეს ხორციდან და გადასცემს მას გარემოს.საჭირო ნივთები:2 ცალი ლითონის ქვაბი (ამოყირავებული და ჩვეულებრივი);თბილი წყალი (არა მდუღარე).ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია:პირველი ქვაბი: აიღეთ ერთი ლითონის ქვაბი, ამოაყირავეთ და დადგით ნიჟარაში ან მაგიდაზე ფსკერით ზემოთ.ფარშის განთავსება: გაყინული ფარში (შეფუთვაშივე) დადეთ ამოყირავებული ქვაბის ფსკერზე.მეორე ქვაბი: მეორე ლითონის ქვაბში ჩაასხით თბილი (დაახლოებით 40–50°C) წყალი და ეს ქვაბი პირდაპირ დაადგით ფარშს ზემოდან.როგორ მოქმედებს: ფარში აღმოჩნდება ორ ლითონის ზედაპირს შორის („სენდვიჩის“ პრინციპით). ზემოდან თბილი წყლის სიმძიმე და სითბო აწვება ხორცს, ხოლო ქვედა ქვაბი სიცივეს სწრაფად გაატარებს. თხლად გაბრტყელებული ოქროს რჩევა იდეალური შედეგისთვის:ნუ გამოიყენებთ მდუღარე წყალს: ზედა ქვაბში ჩაასხით მხოლოდ თბილი წყალი. მდუღარე წყალმა შესაძლოა ფარშის ზედა ფენა წამოადუღოს და ხორცის ცილა წამოჭიმოს.დაიცავით ჰერმეტულობა: დარწმუნდით, რომ ფარში მჭიდროდ დახურულ პაკეტშია, რათა მასში წყალი არ შევიდეს და ხორცმა გემო არ დაკარგოს.წყარო

ზილი

1794404160

როგორ შევამციროთ ღამის ცვლაში მუშაობის ზიანი ჩვენს ჯანმრთელობაზე - რჩევები ფსიქოთერაპევტისგან

ღამის ცვლაში რეგულარული მუშაობა არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ ცირკადულ რიტმებსა და ბიოლოგიურ საათს.კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC) ღამის სამუშაოს, ცირკადული რიტმის ქრონიკული დარღვევის გამო, ადამიანისთვის „სავარაუდოდ კანცეროგენულ“ ფაქტორად კლასიფიცირებს.ღამით მუშაობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ჯანმრთელობაზე, იწვევს დილით და შუადღისას გამოხატულ დაღლილობას, ამცირებს კონცენტრაციას და მკვეთრად ზრდის სერიოზული ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.სამედიცინო რისკები და გავლენა ჯანმრთელობაზე1. ჰორმონალური დისბალანსი და ფსიქიკური ჯანმრთელობაღამის განათება და ღვიძილი თრგუნავს მელატონინის (ძილის ჰორმონისა და ძლიერი ანტიოქსიდანტის) და სეროტონინის გამომუშავებას, ამავდროულად ცვლის კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს. ეს ჰორმონალური დისბალანსი პირდაპირ იწვევს:ქრონიკულ დაღლილობას, შფოთვასა და დეპრესიულ მდგომარეობებს;უჯრედების რეგენერაციის შეფერხებასა და სტრესისადმი მდგრადობის დაქვეითებას.2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაქრონიკული სტრესის, მაღალი არტერიული წნევისა და ანთებითი პროცესების გამო, ღამის ცვლაში მომუშავე პირებს დაახლოებით 40%-ით ეზრდებათ მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი. იმატებს ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობაც.3. მეტაბოლური დარღვევები და დიაბეტიბიოლოგიური საათის არარსებობა ვნებს ნივთიერებათა ცვლას. ღამით საკვების მიღება არღვევს გლუკოზისა და ლიპიდების მეტაბოლიზმს:ვითარდება ინსულინრეზისტენტობა და იზრდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის რისკი;ზიანდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (ხშირია გასტრიტი და წყლულოვანი დაავადებები), რადგან საჭმლის მომნელებელ სისტემას ღამის საათებში დასვენება სჭირდება.4. იმუნიტეტის დაქვეითება და ონკოლოგიური რისკებიხარისხიანი ღრმა ძილის ნაკლებობა ასუსტებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმი ნაკლებად ეფექტურად ებრძვის ინფექციებს და კარგავს მუტირებული უჯრედების დროულად განადგურების უნარს. მელატონინის ხანგრძლივი დეფიციტი (რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია) წლების განმავლობაში ზრდის სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების საფრთხეს. განაგრძეთ კითხვა...

გრიპი

1794403560

დაავადებები, რომლებიც შესაძლოა გაჭიანურებულ გაციებაში აგვერიოს - ექიმის რჩევები

ექიმმა იმ ნიშნებზე ისაუბრა, რომელთა უგულებელყოფაც არ ღირს - ხანგრძლივი სისუსტე, ღამის ოფლიანობა, უმიზეზო წონის კლება და გადიდებული ლიმფური კვანძები შესაძლოა სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებდეს.ადამიანი ზოგჯერ თვეების განმავლობაში ფიქრობს, რომ გაციება ბოლომდე ვერ მოირჩინა, თუმცა ხანგრძლივი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი შესაძლოა გაცილებით სერიოზული დაავადება იყოს. ასეთი სიმპტომების უკან შეიძლება ტუბერკულოზი, ქრონიკული ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა პათოლოგიები იმალებოდეს. ექიმის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სიმპტომების ხანგრძლივობასა და დამატებითი ნიშნების გაჩენას - ღამის ოფლიანობას, აუხსნელ წონის კლებასა და გადიდებულ ლიმფურ კვანძებს.ყველა ჩამოთვლილი დაავადება ხველითა და სიცხით არ ვლინდება. ზოგჯერ გაციებაში სწორედ სისუსტე, ძილიანობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება ერევათ.მაგალითად, ჰიპოთირეოზის დროს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საკმარის ჰორმონებს ვერ გამოიმუშავებს, ადამიანს შეიძლება მუდმივად სციოდეს და მოდუნებულობას გრძნობდეს.რკინადეფიციტურ ანემიას ხშირად თან ახლავს დაღლილობა, კანის სიფერმკრთალე და გულისცემის აჩქარება ისეთი ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი, რომელსაც ადამიანი ადრე ჩვეულებრივად უმკლავდებოდა.მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტიც შესაძლოა სისუსტით გამოვლინდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ძლიერი წყურვილი ახლავს.ექიმის მიერ დასახელებულ სხვა შესაძლო მიზეზებს შორისაა ქრონიკული ჰეპატიტი, აუტოიმუნური დაავადებები, ინფექციური ენდოკარდიტი - გულის შიდა გარსის ანთება, ასევე ლიმფომები და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია.განსაკუთრებული ყურადღება ექიმმა ფილტვების ტუბერკულოზს დაუთმო. ამ დაავადების დროს ხველა, მომატებული ტემპერატურა, დაღლილობა და ოფლიანობა შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სუსტად იყოს გამოხატული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მიუთითებს, რომ ტუბერკულოზის სიმპტომები ზოგჯერ თვეების განმავლობაში გრძელდება, სანამ ადამიანი სამედიცინო დახმარებას მიმართავს.ექიმი სამ ძირითად საგანგაშო ნიშანს გამოყოფს:ხანგრძლივად მომატებული ტემპერატურა. თუ სიცხე გაურკვეველი მიზეზით ორ-სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.ძლიერი ღამის ოფლიანობა და დიეტის გარეშე წონის კლება. განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც ოფლიანობა იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანს ტანსაცმლის ან თეთრეულის გამოცვლა უწევს.გადიდებული ლიმფური კვანძები ან გაჭიანურებული ხველა. ყურადღებას საჭიროებს გამკვრივებული, მზარდი ან ხანგრძლივად შეუმცირებელი ლიმფური კვანძები, ასევე ხველა, რომელიც სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება.თუ სიმპტომები არ ქრება, ექიმები თერაპევტთან მიმართვას გვირჩევენ. გასინჯვის შემდეგ სპეციალისტი განსაზღვრავს, რომელი ანალიზები და გამოკვლევებია საჭირო.მნიშვნელოვანია, არ დაველოდოთ რამდენიმე საგანგაშო ნიშნის ერთდროულად გამოვლენას - ხანგრძლივი და აუხსნელი შეუძლოდ ყოფნაც საკმარისი მიზეზია სამედიცინო შეფასებისთვის.

ხალი

1794401700

როგორ მივხვდეთ, რომ ხალი საშიშია - დერმატოლოგის გაფრთხილება

დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში კანზე არსებული წარმონაქმნის – ხალის შესახებ უზიარებს თავის გამომწერებს ინფორმაციას და წერს, რომ კანის წარმონაქმნის სტრუქტურა, პიგმენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ნიშნები დერმატოსკოპიის საშუალებით უნდა შემოწმდეს. დერმატოლოგი სოციალურ ქსელში ფოტოსაც გვიზიარებს და ამბობს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ხალი იცვლის ზომას, ფორმას ან ფერს, ხდება ასიმეტრიული, იწყებს ქავილს, სისხლდენას, ან შესამჩნევად განსხვავდება სხვა ხალებისგან. სპეციალისტი დროული შემოწმების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.„ერთი შეხედვით უბრალოდ ხალი, მაგრამ რას ვხედავთ დერმატოსკოპში? ადამიანის კანზე არსებული პიგმენტური წარმონაქმნები ყოველთვის ისეთი მარტივი არ არის, როგორიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ფოტოზეწარმოდგენილია პიგმენტური წარმონაქმნის დერმატოსკოპიული გამოსახულება, სადაც კარგად ჩანს განსხვავებული შეფერილობისა და სტრუქტურის უბნები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა მუქი ან უჩვეულო ფორმის ხალი საშიში არ არის, თუმცა არც მისი უვნებლობის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ გარეგნული იერით.რატომ არის მნიშვნელოვანი დერმატოსკოპია? – დერმატოსკოპია საშუალებას გვაძლევს, უფრო დეტალურად შევაფასოთ კანის წარმონაქმნის სტრუქტურა, პიგმენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ნიშნები. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ხალი: იცვლის ზომას, ფორმას ან ფერს; ხდება ასიმეტრიული; იწყებს ქავილს ან სისხლდენას; შესამჩნევად განსხვავდება სხვა ხალებისგან.გახსოვდეთ: კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დროული შემოწმებით იწყება!“ – წერს ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში.

✕