პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1740079624
დროებითი საგამოძიებო კომისია ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს უსმენს. მანამდე ვრცელი მოხსენება ჰქონდა პროკურატურის წარმომადგენელს, რომელმაც მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზებისა და სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეების შესახებ ისაუბრა. სხდომა ისევ კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ნადარეიშვილმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე ისაუბრა.
ნადარეიშვილმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სამი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე, რომლებშიც ადეიშვილი გამტყუნდა, კერძოდ, ეს საქმეებია: ღვინის ქარხანა აკურას იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია „იბერიის“ იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
"გაცხადებული სახელმწიფო სისხლის სამართლის პოლიტიკის თანახმად და ამ დეპარტამენტის შექმნისთანავე დაანონსდა, რომ ის, ვინც ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, ხელს შეუწყობდა, აანაზღაურებდა ზიანს ნებაყოფლობით, ასევე, დაეხმარებოდა გამოძიება სხვა, რთული და მრავალეპიზოდიანი საქმეების გახსნაში და გამოძიებაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები და სწორედ რიგითი საჯარო მოხელეების თანამშრომლობის შედეგად, ასე თუ ისე გამარტივდა და შესაძლებელი გახდა მაღალი თანამდებობის პირების მხილება.
თვალსაჩინოებისთვის რომ წარმოგიდგინოთ, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მაგალითად, ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული და დღეის მდგომარეობით, სამივე საქმეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. შეგახსენებთ, რომ ესენი იყო ღვინის ქარხანა აკურას იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია „იბერიის“ იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ღვინის ქარხანა აკურას საქმე დეპარტამენტის პრაქტიკაში იქცა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, ერთმანეთთან კოორდინირებულად, შეთანხმებული მუშაობის შედეგად ახდენდნენ კერძო საკუთრებაში არსებული ქონებების მიქცევას სახელმწიფო საკუთრებაში.“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1740079624
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1740078840