როსტოვი

1793650111

როსტოვში, მრავალშვილიანი ცოლ-ქმარი შვილის თვალწინ გაიტაცეს, მოკლეს და დაანაწევრეს - კონფლიქტი საპარკინგე ადგილის გამო დაიწყო

როსტოვის ოლქში სამი ბავშვი მშობლების გარეშე დარჩა. მედიის ცნობით, ცოლ-ქმარი ანდრეი და რუსლანა საცხოვრებელი კომპლექსის ავტოსადგომიდან გაიტაცეს, მოგვიანებით კი მათი ცხედრები დანით მიყენებული ჭრილობებით აღმოაჩინეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.რუსული მედიის, SHOT-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს, საღამოს, როსტოვში, საცხოვრებელ კომპლექს „ეკატერინინსკის“ მახლობლად მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ანდრეისა და რუსლანას 26 წლის მამაკაცთან კონფლიქტი მანქანის სადგომი ადგილის გამო მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.მედიის ცნობით, თავდამსხმელმა ცოლ-ქმარი სცემა, შემდეგ კი ძალით ჩასვა მათივე ავტომობილში — „ლადა ვესტაში“ — და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა. გატაცება ერთ-ერთი ბავშვის თვალწინ მოხდა.SHOT-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოგვიანებით ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. მათ სხეულებზე მრავლობითი დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.გამოცემის ცნობით, მკვლელობის შემდეგ ცხედრები დაანაწევრეს და როსტოვის ოლქის აქსაის რაიონში გადაიტანეს.სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის კვალს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებისა და თვითმხილველთა ჩვენებების დახმარებით მიაგნეს.რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის რეგიონული საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებს გადასცეს.SHOT-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები ორი ადამიანის მკვლელობისა და ადამიანების გატაცების მუხლებით აღიძრა.გამოძიება გრძელდება. დაკავებულის ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს.

foto

1793218619

ქართველების შეკრება რომში - შეკრებას ესწრებოდა „იაპონჩიკის“ მკვლელობაში ბრალდებული ილია სიმონიაც, მეტსახელად „მახო“

იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ე.წ. ქურდულ შეკრებას, რომლის დროსაც 8 ქართველი „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს, ილია სიმონია, მეტსახელად „მახო“, ესწრებოდა.სიმონიას ცნობილი „კრინიმალური ავტორიტეტის“ „იაპონჩიკის“, მკვლელობისთვის ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.„იაპონჩიკი“, რომელსაც „რუსული მაფიის მეფედ“ მოიხსენიებდნენ, „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა და ე.წ. სლავ კანონიერ ქურდებს შორის განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა.გამოცემის შეფასებით, რომში გამართულ შეკრებაში სიმონიას მონაწილეობა შესაძლოა სლავი „კანონიერი ქურდების“ მისამართით ერთგვარ გზავნილად აღიქმებოდეს.ფოტოზე: 1. ილია სიმონია (მახო); 2. დავით ქურასბედიანი; 4. რომან ხმალაძე; 5. სერგო ხვისტანი

გურამ ბოიკო

1793130296

ტრაგედია ძმის ქორწილში - ახალი დეტალები 25 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე

თბილისში, 25 წლის გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს. ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, „ლისი მერეში“, ძმის ქორწილში იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გური ბოიკო

1793107873

„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად...“ - თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი, გური ბოიკო მოკლეს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლულის ახლობლები ავრცელებენ.„და ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად... გური, დეიდა ჩემთვის შენ ცოცხალი ხარ, არ მჯერა და არასოდეს მივიღებ ამას  ღმერთო, გთხოვ, დაიცავი და უპატრონე ჩემს კეთილ დისშვილს“, - წერს გური ბოიკოს დეიდა.როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კაკო ბილანიშვილი

1792181921

რა ვიცით „კაწროს“ მამის, კაკო ბილანიშვილის შესახებ

ავთანდილ ბილანიშვილს, მეტსახელად „კაწროს“, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ის ვატო და შოთა ყიფიანებთან ერთად მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ვინ არის „კაწროს“ მამა? 76 წლის კაკო ბილანიშვილს ქურდულ სამყაროში ნამდვილად კარგად იცნობენ. ბოლოს ის 2013 წელს უკრაინაში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.კაკო ბილანიშვილი საქართველოში ოთხჯერ იყო გასამართლებული, მათ შორის ორჯერ თბილისის, ერთხელ საგარეჯოს და ერთხელ სიღნაღის სასამართლოების მიერ.კაკო ბილანიშვილი წარმოშობით საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან არის, თუმცა მისი ოჯახი წლებია თბილისში, ნახალოვკაში ცხოვრობს.რამდენიმე ხნის წინ უცხოელმა ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თუმცა საქართველოში შემოსვლას მოსალოდნელი დაპატიმრების გამო მაინც ვერ ახერხებს.ბილანიშვილი „კანონიერ ქურდად“ 1995 წელს გიორგი შავლიაშვილმა, მეტსახელად „ბუშლატამ“ აკურთხა, რომელიც ასევე პატარძეულიდან გახლდათ და იქვეა დასაფლავებული.

დაჭრა ზუგდიდში

1792136301

„საპროცესო გარიგებას ითხოვდა ძმისთვის...“ - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ახალ დეტალებს დაჭრილი ზამი როგავა „პრაიმტაიმთან“ ჰყვება

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში მეზობელი მამა-შვილი როგავების დაჭრაში ეჭვმიტანილ 41 წლის ვალტერ როგავას.ვალტერ როგავამ, 14 ოქტომბერს დაახლოებით 14 საათზე,74 წლის შადიმან როგავა იჟ- 57- ორლულიანი სანადირო თოფით, ხოლო მისი ქალიშვილი 41 წლის მარტოხელა დედა ზამი როგავა დანით დაჭრა.დაჭრილი ახალგაზრდა ქალი „პრაიმტაიმთან“ დეტალურად ჰყვება, თუ რის გამო დაიწყო კონფლიქტი მეზობლებს შორის და რა გარემოებები უძღოდა ამ ყოველივეს.„ოჯახში უფროსი შვილი მე ვარ. მყავს კიდევ ორი და. ვინც მე და მამა დაგვჭრა, ჩემი მეზობელი და კლასელია. წლების წინ, სტუდენტობის დროს კონფლიქტი გვქონდა მის ძმასთან თემურ როგავასთან. ამჟამად ვალტერის ძმა თემურ როგავა ციხეშია.თემურ და ვალტერ როგავამ გასული წლის აგვისტოში ჯგუფურად დაჭრეს ჩემი დის ქმარი, ჩემი სიძე.ვალტერ როგავამ 4 წელი მოიხადა სასჯელი და 1 წელი პირობითი. ამ ყოველივეს კი დაემატა გუშინდელი დაჭრის ფაქტი. ვალტერს თავისი ძმა რომ დაეხსნა, ხალხს გვიგზავნიდა. საპროცესო გარიგებას ითხოვდა ძმისთვის, ვინ არ მოგვიგზავნა... სწორედ ამას მოჰყვა გუშინდელი კონფლიქტი.მამა დღეს გონზე მოვიდა, ორივე რუხის კლინიკაში ვართ... არ გვაკლია ყურადღება. მე დაჭრილი ვარ კისრის უკანა მხარეს ხერხემალთან, მუცელზე დანით, ხოლო ფეხზე იარაღით",- გვეუბნება ზამი როგავა.შსს- ს მიერ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ვატო ყიფიანი

1792080814

ვატო ყიფიანი დაკავებულია

ვატო ყიფიანი დაკავებულია. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.უწყების ცნობით, კრიმინალურ ავტორიტეტს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. დამატებითი დეტალები უცნობია.

დაკავება

1792007824

დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ - სპეცოპერაციის დეტალები

თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს. რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.

პოლიცია ლენტა

1791979697

„მამის მისამართით ისროლა... თოფი წავართვი და დანა დამარტყა...“ - დაჭრილმა ქალმა „პრაიმტაიმს“ თავდასხმის დეტალები უამბო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა.დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.როგორც დაზარალებული ამბობს, კაცმა ჯერ მამის მისამართით გაისროლა, ხოლო შემდეგ დანით ჭრილობა მას მიაყენა.„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, მე თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ“, - განაცხადა ზემი როგავამ.შემთხვევის დროს სახლში მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ლენტა

1791978752

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა - სახლში მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა.დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.როგორც დაზარალებული ამბობს, კაცმა ჯერ მამის მისამართით გაისროლა, ხოლო შემდეგ დანით ჭრილობა მას მიაყენა.„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ“, - განაცხადა ზემი როგავამ.შემთხვევის დროს სახლში მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.

ელენა და დარია წერეთელების მკვლელობა

1791841398

ცნობილია, რა სასჯელი ემუქრება გოგიაშვილს, რომელმაც მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და შვილი მოკლა

თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელსაც 19 წლის გოგოსა და მისი დედის მკვლელობაში ადანაშაულებენ, უვადო პატიმრობა ემუქრება.გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილმა თავდაპირველად თავისი პარტნიორის 19 წლის ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მოგვიანებით კი თავად ქალიც.ბრალდებულმა ცხედრები დაანაწევრა. ნეშტების ნაწილი ბინის აივანზე და ავტოფარეხში აღმოაჩინეს. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მან ტანსაცმელიც დაწვა. გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს, როდესაც გაქცევას ცდილობდა. მას ბრალი ნაწილობრივ აღიარებული აქვს.გამოძიება დანაშაულის შესაძლო მოტივებად ყოფით კონფლიქტებსა და ფინანსურ სირთულეებს განიხილავს.წარდგენილი ბრალდებების ერთობლიობით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფოტო

1791835474

„საკონტროლო გასროლა განახორციელა...“ - „კანონიერ ქურდს“ არმან ჯანინიანს, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, შეკვეთილ მკვლელობაში ედება ბრალი

რუსეთში, ვორონეჟის საოლქო სასამართლოში, 49 წლის „კანონიერი ქურდის“, არმან ჯანინიანის, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.მას „კრიმინალურ იერარქიაში“ უმაღლესი მდგომარეობის დაკავებასა და 2023 წელს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, გამოძიების ვერსიით, ჯანინიანმა „კრიმინალური დაჯგუფებების“ ე.წ. საერთო სალაროს განმკარგველის მკვლელობა შეუკვეთა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ფინანსური უთანხმოება სახელდება.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელმა მსხვერპლს გაქცევის მცდელობისას ზურგში ესროლა, შემდეგ კი რამდენიმე საკონტროლო გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის მომზადებასა და ჩადენაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. მოგვიანებით სამივემ სამხედრო სამსახურის კონტრაქტი გააფორმა.არმან ჯანინიანი კრიმინალურ წრეებში 1990-იანი წლებიდანაა ცნობილი. ის წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის. 2010 წელს კი ყაჩაღობის, გამოძალვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.მედიის ცნობით, ჯანინიანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და განაჩენის გამოტანა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.ფოტოზე: აილაზ ალოიანი (გუდრონი) და არმან ჯანინიანი (კალუჟსკი)

✕