მარსელისა და პარიზის აეროპორტებში რამდენიმე ფრენის გაუქმება მოითხოვა

1790666768

საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ საჯარო მოხელეების გაფიცვის გამო, მარსელისა და პარიზის აეროპორტებში რამდენიმე ფრენის გაუქმება მოითხოვა

საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ საჯარო მოხელეების საყოველთაო გაფიცვის გამო, მარსელისა და პარიზის მთავარ აეროპორტში რამდენიმე ფრენის გაუქმება მოითხოვა.გამოცემა „როიტერი“ საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელ ორგანოზე დაყრდნობით წერს, რომ ბრძანების თანახმად პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან 20:00 საათამდე ფრენების 5% გაუქმდება.ფრენების გაუქმების ბრძანება გაიცა მარსელის აეროპორტზე. როგორც ცნობილია, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან 00:00 საათამდე მარსელის აეროპორტში ფრენების 25% გაუქმდება.უწყებამ დაამატა, რომ მოძრაობა შესაძლოა შეფერხდეს ნანტის, სტრასბურგის, ლიმოჟის, ლურდის და პოს რეგიონულ აეროპორტებშიც.

შშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს

1790666040

Reuters: აშშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს

30 სექტემბერს, ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში ბოლო ბაზებს დატოვებენ, რაც ირანისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებად მიიჩნევა. მათ ამჟამად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ქვეყანაში, სადაც, ორ ათწლეულზე მეტხნიანი ომის შედეგად, 4 500 ამერიკელი დაიღუპა, - წერს Reuters-ი.ერაყელი უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ეს გასვლა - რომელიც 2024 წელს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეთანხმდა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებს მაშინაც კი, როდესაც ის ირანთან ომს აწარმოებს - შესაძლოა თეირანსა და მის ძლიერ მოკავშირეებს მოქმედების თავისუფლება მისცეს და, ამასთანავე, აშშ-ის სხვა მტრებს, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს", დაბრუნების და საკუთარი პოზიციების აღდგენის შესაძლებლობა მისცეს."ირანს სტრატეგიული თვალსაზრისით შეუძლია სარგებელი მიიღოს კოალიციის ძალების გასვლით, რადგან ეს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების არსებობას გააუქმებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერაყში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდნენ", - განაცხადა ჯასიმ ალ-ბაჰადლიმ, ერაყელმა უსაფრთხოების ანალიტიკოსმა, რომელიც ირანთან დაახლოებული შიიტური შეიარაღებული ჯგუფების შესწავლაზეა სპეციალიზებული.მისი პროგნოზით, ირანის მხარდამჭერი დაჯგუფებები ამ გასვლას არა მხოლოდ თავიანთი მოძრაობის გამარჯვებად წარმოაჩენენ, არამედ "ეცდებიან, ეს იმპულსი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე უფრო დიდი გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენონ".ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული კოალიციის - "ერაყის ისლამური წინააღმდეგობის" ერთ-ერთმა მეთაურმა აბუ მოჯთაბა ალ-იასირიმ, აშშ-ის გასვლას "ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფებისა და ღირსეული ერაყელების ისტორიული გამარჯვება და ამერიკული პროექტის გამანადგურებელი მარცხი" უწოდა."30 სექტემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ერაყის ისტორიის ბნელი თავის დასასრულს და ოკუპაციის მარცხს - იმას, რომ მათ ვერ შეძლეს ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევა. ერაყმა დაამტკიცა, რომ მისი სუვერენიტეტი არა უცხო ძალებით, არამედ მისი ხალხის წინააღმდეგობითა და ნებით არის უზრუნველყოფილი", - განუცხადა მან Reuters.

რომის პაპი ლეო XIV

1790662558

რომის პაპმა განაცხადა, რომ შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ არ არის და მას სერიოზულად უნდა მოეპყრონ

რომის პაპმა ლეომ განაცხადა, რომ შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ არ არის და მას სერიოზულად უნდა მოეპყრონ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ AI-ის ექსპერტთა მიერ წამოჭრილი უსაფრთხოების რისკები განხილვასა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.„ეს ის პრობლემაა, რომელზეც, ვფიქრობ, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ“, - განუცხადა რომის პაპმა ჟურნალისტებს.„ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ გულხელდაკრეფილნი ვიხსდეთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არაფერი მოხდება“, - განაცხადა მან.„რომ მკითხოთ, პანიკაში ვარ თუ არა - არა, არ ვარ, ღამით მშვიდად მძინავს. თუმცა ნამდვილად მიმაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროს ექსპერტებისა და სპეციალისტების წუხილი სერიოზულად უნდა მივიღოთ. არ მგონია, ეს „ფეიკ ნიუსი“ იყოს, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს - ფინანსური თუ სხვა გამორჩენის მიზნით“, - დასძინა რომის პაპმა.

მარკო რუბიო

1790661947

რუბიო: აშკარაა, რომ ბრიტანეთში, სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მომხდარ ინციდენტში უცხოელი აქტორია ჩართული, ვითარება ძალიან სერიოზულია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ბრიტანეთში, სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მომხდარ ინციდენტში „უცხოელი აქტორია“ ჩართული და რომ „ამასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი სიახლე გავრცელდება“. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.„ის, რაც დიდ ბრიტანეთში გასულ უქმეებზე მოხდა, ან თითქმის მოხდა და შეიძლებოდა, მომხდარიყო, ძალიან სერიოზული ვითარებაა. აშკარაა, რომ ამ საქმეში უცხოელი აქტორის ხელი ურევია. თუმცა, ამ ეტაპზე ამ საკითხზე დეტალებში შესვლას არ ვაპირებ. მინდა, მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის ხელისუფლებას, რომელიც ამ საქმეზე ძალიან აქტიურად მუშაობს და ჩვენთან თანამშრომლობს. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირებიდან ზოგიერთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რამდენიმე მათგანის მიმართ გამოძიება გრძელდება. ცხადია, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბრიტანეთის მხარესთან ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა რუბიომ.ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ეჭვის საფუძველზე დაკავებული ხუთივე მამაკაცი ლონდონში მცხოვრები 20-დან 25 წლამდე ასაკის ბრიტანეთის მოქალაქეა. პოლიციას ადგილობრივმა ფერმერმა შეატყობინა სამი თეთრი ფურგონის შესახებ, რომლებიც RAF Fairford-ის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ეს ბრიტანული სამხედრო ბაზაა, სადაც აშშ-ის ბომბდამშენებია განთავსებული, რომლებიც ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მისიებში მონაწილეობდნენ.

ორსული

1790628506

ქალმა ორსულობის შესახებ მშობიარობამდე 45 წუთით ადრე შეიტყო (უცხოეთი)

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს მცხოვრებმა ორსულობის შესახებ მშობიარობიდან 45 წუთით ადრე შეიტყო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Mirror-ი წერს.პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, 18 წლის ემალუიზ ლეგეტი დაორსულების საწინააღმდეგო აბებს იღებდა და მეორე შვილს არ გეგმავდა. 2018 წლის 17 ივლისს, მას მუცელი გაებერა, მაშინ როდესაც წინა ღამით ბრტყელი ჰქონდა. შოტლანდიელმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და 45 წუთის შემდეგ ემალუიზმა ჯანმრთელი გოგო გააჩინა.ქალი იხსენებს, რომ მანამდე ცოტათი გასუქდა და ცდილობდა გამხდარიყო, თუმცა მუცლის სიმრგვალეს ვერ ამჩნევდა.„ორსულობის ტესტი არ გამიკეთებია. არ მქონდა არანაირი სიმპტომი. ექიმები ვერ ხსნიან, რატომ არ მეტყობოდა მუცელი. მათი თქმით, ბავშვი შესაძლოა წელის არეში იყო“, - განმარტავს ემალუიზ ლეგეტი.

რომის პაპმა, ლეო XIV

1790624759

აუცილებელია მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის წარმართვა, მოლაპარაკებებისას სიმამაცის გამოჩენა და მზადყოფნა გარკვეული პოზიციების დასათმობად ევროპაში მშვიდობისთვის - რომის პაპი

აუცილებელია მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის წარმართვა, მოლაპარაკებებისას სიმამაცის გამოჩენა და მზადყოფნა გარკვეული პოზიციების დასათმობად ევროპაში მშვიდობისთვის, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ საფრანგეთის ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, დღეს, სამწუხაროდ, ომი კვლავ დაბრუნდა, მათ შორის ევროპაშიც და ეს არის ახალი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“, რომელიც ყოველდღიურად უამრავ მშვიდობიან მსხვერპლს იწირავს.„საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ნამდვილად ვიღებთ თუ არა შემოქმედებით ძალისხმევას მსოფლიო მშვიდობის ხელშესაწყობად, თუ უბრალოდ ვცდილობთ, შევაჩეროთ ომისგან გამოწვეული სისხლდენა და უკეთ მოვემზადოთ იმ ომისთვის, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, ჯერ კიდევ წინ გველის“, – აღნიშნა რომის პაპმა.

რამაზ სვანაძე

1790622780

„დღეს დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ თამაშის დასახვეწად დრო გვჭირდება“ - რამაზ სვანაძე

ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში უკრაინასთან ფრედ დასრულებული (0:0) მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეხვედრა შეაფასა.„პირველი ტაიმი ხარისხობრივად კარგი იყო. ჩვენი დაცვა იშვიათი გამონაკლისების გარდა, იდეალურად თამაშობდა. მთელი მატჩი ისე ჩავატარეთ, რომ საკუთარ კართან რეალური მომენტი არ შევაქმნევინეთ.იყო დაღლილობაც. პირველი მატჩის წაგების შემდეგ პოზიტივი გვჭირდებოდა. მეორე ტაიმში მოედნის ცენტრიდან ბევრი შეტევა წამოვიდა და ეს სიგნალი იყო. ამიტომ რისკს მოვერიდეთ. ჩვენთვის მთავარია პოზიტიური დინამიკა. ვფიქრობ, უკრაინასთნ ფრე ნორმალური შედეგია და ვეცდებით, ქულები მომდევნო თამაშებში მოვიპოვოთ.გუნდი ბოლო 25 წუთი საკმაოდ დაიღალა და ამიტომ გაკეთდა ეს ცვლილებები. უფრო კონტრშეტების იმედზე ვიყავით. ზივზივაძეს შევიყვანდი იმ შემთხვევაში, ბურთი უფრო ხშირად რომ გვქონოდა. მაგრამ ბოლოს აქცენტის გაკეთება კონტრშეტევაზე მოგვიხდა.უნდა შეიცვალოს სისტემა და უნდა შევუტიოთ არა სპონტანურად, არამედ სისტემურად. ამ კუთხით სამომავლოდ, გაუმჯობესებას ვგეგმავთ. დიახ, ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის გასვლის შემდეგ შეტევაში გაგვიჭირდა. მაგრამ არიან სხვა მოთამაშეები, რომლებსაც ამ რგოლის დაბალანსება შეუძლიათ.პრესინგით დღეს ძალიან ბევრი ბურთი დავიბრუნეთ. მაგრამ ეს სწორად უნდა დავგეგმოთ. ვთვლი, რომ დღეს დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით. მაგრამ პრესინგის და მაღალი ბლოკის დასახვეწად დრო გვჭირდება.როდესაც გუნდი მაყურებელს აძლევს სწორ ემოციას, სანაცვლოდაც ანალოგიურს იღებს. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ისე გვეთამაშა, სანაცვლოდ ის ქომაგობა მიგვეღო, რაც დღეს სტადიონზე ვნახეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, როგორც სტადიონზე, ასევე მათ, ვინც ტელევიზორის ეკრანთან გვქომაგობდა“.საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე შემდეგ შეხვედრასაც გასვლაზე გამართავს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილები 2 ოქტომბერს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთს ესტუმრება.1TVSPORT

რაშიდა დატი

1790622240

საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა

საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.პროკურატურამ ასევე 4 წლით პატიმრობა მოითხოვა Renault-Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლოს გონის მიმართ, რომელიც ლიბანში იმყოფება და დაპატიმრების ორდერის ძალაში დატოვება ითხოვა.თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, დატი დაუყოვნებლივ დაკარგავს პარიზის მე-7 ოლქის მერის მანდატს და ვეღარ შეძლებს მაგისტრატურაში დაბრუნებას.საქმე ეხება 2009 წელს დატისა და კარლოს გონს შორის გაფორმებულ საადვოკატო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ყოფილ მინისტრს წლიურად 300 000 ევროს უხდიდნენ. პროკურატურის შეფასებით, საადვოკატო კონტრაქტით შეინიღბა ლობისტური საქმიანობა ევროპარლამენტში Renault-Nissan-ის ინტერესების სასარგებლოდ 2009-2013 წლებში, რაც ევროპარლამენტარის მანდატთან შეუთავსებელი იყო.რაშიდა დატი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის ჩვეულებრივ საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, ხოლო წერილობითი მტკიცებულებების ნაკლებობას კარლოს გონის მიერ დამკვიდრებულ „საიდუმლოების კულტურას“ მიაწერს.რაც შეეხება კარლოს გონს, ის სასამართლო პროცესს არ დასწრებია. იგი ბეირუთში იმყოფება, რის გამოც მის მიმართ პროცესი დაუსწრებლად მიმდინარეობს.

ტრამპი

1790621100

ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.„თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს. და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“, - განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, „დემოკრატებს“ მსგავსი დაპირების შესრულება არ შეუძლიათ.„დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ და ისინი დეპრესიამდე მიგვიყვანენ. მათ უბრალოდ ფული არ ექნებათ“, - დასძინა მან.  Trump: If Republicans win the House and the Senate, five thousand dollars to every adult. And we can do it. The Democrats can't, because the Democrats don't have any income, and they're going to drive us into depression. They won't have any money. https://t.co/WIKXTqRFZf — Clash Report (@clashreport) September 28, 2026

პავლოს მარინაკისი

1790619360

საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება

საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, პავლოს მარინაკისმა განაცხადა, რომ „ბერძნული მთავრობისადმი მუქარის საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა“.„სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, მსგავსი რამ არასდროს იქნებოდა მისაღები“, - დასძინა მან.გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მარტში გამართულ ვახშამზე, რომელსაც საბერძნეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, კიმბერლი გილფოილმა ენერგეტიკის მინისტრ სტავროს პაპასტავრუს უთხრა, რომ შეერთებული შტატები მონაწილეობდა რუმინეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობის დაცემაში.„ჩვენ ამის გაკეთება ნებისმიერ ქვეყანაში შეგვიძლია, სადაც მოვისურვებთ. ამის გაკეთება აქაც შეგვიძლია“, - ციტირებს გამოცემა გილფოილის სიტყვებს. WSJ ეყრდნობა ვახშმის ერთ-ერთ მონაწილესა და სხვა პირებს, რომლებსაც მოგვიანებით აცნობეს აღნიშნული ინციდენტის შესახებ.გამოცემის ცნობით, პაპასტავრუმ გილფოილს უპასუხა, რომ აშშ ვერ შეძლებდა საბერძნეთის არჩეული მთავრობის ჩანაცვლებას. თავის მხრივ, გილფოილის ადვოკატმა უარყო გავრცელებული საუბრის შინაარსი.ოპოზიციურმა პარტიებმა ორშაბათს მთავრობას მოუწოდეს, განმარტებები გააკეთოს სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით.გილფოილი აქტიურად მონაწილეობს „ვერტიკალური გაზის დერეფნის“ პოპულარიზაციაში - ეს არის რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამერიკული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას საბერძნეთიდან, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.მარინაკისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები ამჟამად „ისეთი მჭიდრო და სტაბილურია, როგორც არასდროს და იგი ეფუძნება ორმხრივ პატივისცემასა და საერთო ღირებულებებს“.„საბერძნეთის მთავრობა მუშაობს ქვეყნის ენერგეტიკული და გეოპოლიტიკური პოზიციების გასაძლიერებლად და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად. ის არ ერევა კომერციულ და ბიზნეს-ინტერესებს შორის კონკურენციაში“, - დასძინა მან.

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი

1790619300

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.„ჩვენ განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას თითოეული ამერიკელის თანაბარი შესაძლებლობებისთვის და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ნებისმიერ სკოლასა თუ კოლეჯს, რომელიც დაარღვევს ჩვენი გოგონებისა და ქალების უფლებებს, კონფიდენციალურობასა თუ სპორტულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა განათლების მდივანმა, ლინდა მაკმაჰონმა.ამ ნაბიჯის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს ზიანს მიაყენებს ტრანსგენდერ ათლეტებს და შეასუსტებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებს.

სერგეი კორეცკი

1790617440

უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა

სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.„ასეთ პირობებში ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრი ანტიკრიზისული ზომების მიღებას, რათა უზრუნველვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - თავდაცვის საჭიროებები და ჩვენი ხალხი. დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხარჯების პრიორიტეტულობას. პირველ რიგში ვაფინანსებთ: თავდაცვას, პენსიებსა და სოციალურ განაცემებს, ასევე მასწავლებლების, ექიმებისა და საბიუჯეტო სფეროს სხვა თანამშრომელთა ხელფასებს“, - აღნიშნა პრემიერმა.არაპირველხარისხოვანი ხარჯები, მისი თქმით, გადაიდება. ეს ეხება ახალი მშენებლობის პროექტებს, რეკონსტრუქციებსა და კაპიტალურ რემონტებს, რომლებიც არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ასევე კეთილმოწყობის ობიექტებს, როგორებიცაა პარკები, სკვერები, შადრევნები ან ქვაფენილის ხელახლა დაგება.„ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ყველა რესურსი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებისკენ უნდა იყოს მიმართული. დროა, ბოლოს და ბოლოს, შევწყვიტოთ თანხების ხარჯვა არაპრიორიტეტულ რამეებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა

✕