1769509092
1765995802
„ქართველი შეუჩერებელია!“ – კვარას გოლი „ფლამენგოს“ კარშიხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ეთამაშება.პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა – 1:0.შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატიც.ნახეთ, ვიდეო:
1767906712
ბინის ქირა წლიურად გაძვირდა - თბილისის რომელ უბანშია ყველაზე ძვირი/იაფი
„გალთ ენდ თაგარტის" კვლევის თანახმად, რომელესლაც სააგენტო „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, გასული წლის ნოემბერში ქირის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი ვაკეში, ყველაზე დაბალი კი სამგორში იყო.უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ნოემბერში კვადრატულ მეტრ ბინაზე ქირის ფასი უბნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: ვაკე - 14.4 აშშ დოლარი; მთაწმინდა - 12.6 - აშშ დოლარი; საბურთალო - 11.7 აშშ დოლარი; კრწანისი - 10.4 აშშ დოლარი; ისანი - 10. 3 აშშ დოლარი; დიდუბე - 9.8 აშშ დოლარი; ნაძალადევი - 9.8 აშშ დოლარი; ჩუღურეთი - 9.7 აშშ დოლარი; დიდი დიღომი - 8.7 აშშ დოლარი; სამგორი - 8.2 აშშ დოლარი; ვაშლიჯვარი - 8.6 აშშ დოლარი; გლდანი - 8. 4 აშშ დოლარი. ცნობისთვის, 2025 წლის ნოემბერში მაღალ დონეზე შენარჩუნდა ბინების გაყიდვების მაჩვენებელიც. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 726 შეადგინა.
სხვა სიახლეები
პოლიტიკა • 1769523139
ველოდები დებატების დაწყებას, რადგან ჩვენთვისაც, როგორც მმართველი ძალისთვის, ეს აუცილებელი პირობაა და აუცილებელი ფაქტორი, რომ იყოს პოლიტიკური პროცესი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.ნინი წილოსანის თქმით, დარწმუნებულია, რომ მედიასაშუალებები, რომლებიც ეთიკის და სხვადასხვა აუცილებელ წესზე დაყრდნობით უზრუნველყოფენ დებატებს, თავადვე განსაზღვრავენ ოპონენტებს.„ჩვენ არ ვირჩევთ ოპონენტს, თუმცა ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ - პარტია, რომელიც ჩვენივე საკონსტიტუციო სარჩელით გვინდა რომ აიკრძალოს და ამის სამართლებრივი, ყველანაირი ლოგიკური დასაბუთება გვაქვს, არც ეს პარტიები და არც მათი წარმომადგენლები ჩვენთვის ოპონენტები არ არიან. ესენი არიან დამნაშავეები კონსტიტუციის წინაშე და ისინი უნდა აიკრძალონ.მედიასაშუალებები, რომლებიც ნამდვილად რომ ეთიკის და სხვადასხვა აუცილებელ წესზე დაყრდნობით უზრუნველყოფენ დებატებს, დარწმუნებული ვარ, თავადვე განსაზღვრავენ ოპონენტებს.მოუთმენლად ველოდები დებატების დაწყებას, რადგან ჩვენთვისაც, როგორც მმართველი ძალისთვის, ეს აუცილებელი პირობაა და აუცილებელი ფაქტორი, რომ იყოს პოლიტიკური პროცესი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.
პოლიტიკა • 1769522748
ფაქტია, რომ მას აქვს პოლიტიკა შეცვლილი. იმედია, რომ ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით.მისი თქმით, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელსაც ზელენსკი საქართველოსთან მიმართებით აკეთებდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არაფერი შეცვლილა და ქვეყანა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა.ნინო წილოსანის განცხადებით, კარგი იქნება თუ ზელენსკი ომის დასასრულებლად გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს.„უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ მას უკვე ხშირად ახსენებენ, მათ შორის ევროპელი ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები, რომ მას ომი წაგებული აქვს. რომ ის თანხები, რომელიც ამ ომის გამოსაკვებად მიდიოდა მასთან დიდი კორუფციული სქემის ნაწილია. ამ განცხადებების ფონზე და იმის ფონზე, რომ აშშ უკვე პირდაპირ ომის დასრულების და მშვიდობის დადგომის მომხრე არის, რა თქმა უნდა თავად ზელენსკის პოზიციონირებასაც ძალიან ასუსტებს. უმძიმესი იყო მისი ხილვა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მისგან და მისი ხელისუფლების შემადგენლობისგან არაფერი კარგი არ გვახსოვს ადამიანურად ნამდვილად მეცოდება, როგორ შევა ის ქვეყნის ისტორიაში, რა დამართა მან უკრაინას, რა ელის უკრაინას მომავალში. და ამ შედეგებს, რომელსაც ახლა შეიძლება პირდაპირ არ ჩანს, ისინი ათწლეულების მანძილზე და მთელი ისტორიის მანძილზე იწვნევენ. ის უმძიმეს და ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება.თუმცა ნაბიჯი, რომელიც მან ახლა, ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით გადადგა საკმაოდ არათანმიმდევრულია ამ განცხადებებს თუ ჩავთვლით და ჩავთვლით იმას, რომ სრულებით უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ გაიწვია მან საქართველოდან ელჩი. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მუდმივად მეგობრობის და პარტნიორობის რეჟიმში ვიყავით. ჩვენკენ არაფერი არ შეცვლილა. ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკა შეცვლილი. ჩვენთვის, ელჩი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქვეყანასთან საურთიერთობოდ. ამავდროულად, ჩვენ ნამდვილად ვგულშემატკივრობთ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. იმედია, რომ ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. იმიტომ, რომ რეგიონში ამხელა საომარი პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ მუდმივად ვართ რისკების ქვეშ, რომელსაც ვცდილობთ დავაღწიოთ თავი და ეს ქვეყანა არ გავხვიოთ ცეცხლის ალში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
პოლიტიკა • 1769522682
საპარლამენტო კომისია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი კომისიისგან განსხვავებით, იქნება სრულად ღია და ეს საჯაროობა პარლამენტის ერთ-ერთი წინაპირობაა და ამით განსხვავებული პროცესი შეიქმნება, - განაცხადა ნინო წილოსანმა ფასების შემცირებაზე მომუშავე საპარლამენტო კომისიაზე საუბრისას.პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე კომისია ბევრ იდეასა და შეთავაზებას მიიღებს საზოგადოების მხრიდან, რაც აუცილებლად უნდა გაჟღერდეს ამ პლატფორმაზე.„ეს იქნება ძალიან საინტერესო და ჯანსაღი პროცესი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მიადევნებს თვალყურს. რაც ზუსტად ვიცი, ეს არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სწორი თამაშის წესებს აწებეს, თუმცა ეს არ არის მარტო 1 მიმართულება, რომელზეც საპარლამენტო კომისია იმუშავებს. რა თქმა უნდა, ალბათ ვიმსჯელებთ საკანონმდებლო რეგულაციებზეც, რაც აუცილებელია და რაც ევროკავშირისა და განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ხდება, თუმცა ამის გარდა ეს პროცესი დაგვანახებს, თუ როგორია ფასწარმოქმნა, იმპორტის საზღვარზე შემოსვლიდან დახლამდე ფასის ფორმირების პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილე ყველა აქტორი და მათი გამოკითხვა მოგვცემს საშუალებას დავასკვნათ, სად არის ჩავარდნა და აქვს თუ არა ადგილი არაკეთილსინდისიერ კომერციულ საქმიანობას. ყველგან დავაფიქსირებ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის გამორჩეულად ბიზნესის ინტერესების დამცველი. ჩვენს დროს ბიზნესი არის თავისუფალი, როგორც არასდროს, ამიტომ ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ ისახავს კეთილსინდისიერი და ჯანსაღი ბიზნესის საქმიანობის ხელის შეშლას ან მასში რაიმე ფორმით ჩარევას. თუმცა რა წამსაც გამოიკვეთება, რომ ამ ჯაჭვში არის არაკეთილსინდისიერებისა და კანონის დარღვევის პრეცედენტები, რა თქმა უნდა გვექნება ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა წილოსანმა.სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს საპარლამენტო კომისიაც. მიზანი ამ შემთხვევაშიც პროდუქტზე ფასების კლებაა. კომისია შეიმუშავებს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც ბაზარზე ჯანსაღ ფასწარმოქმნას უზრუნველყოფს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
რჩევები • 1769522160
„მზად ხარ დაინახო თუ ვინ ხარ სინამდვილეში" - ექსპერიმენტი, რომელიც ევროპაში აკრძალულია
მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ექსპერიმენტის შესახებ წერს, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავის დანახვაში დაეხმარათ:„ექსპერიმენტი, რომელიც ევროპაში აკრძალულია.იტალია, 1982 წელი.ფსიქოლოგმა ჯოვანი კაპუტომ ათი ადამიანი შეკრიბა და ბნელ ოთახში დასვა.ერთადერთი სინათლის წყარო — სანთელი იყო.დავალება მარტივი ჩანდა:ათი წუთის განმავლობაში სარკეში საკუთარ თვალებში უნდა ეყურებინათ.არავინ ელოდა, რომ ორ წუთში ოთახში ჩამოვარდნილი სიჩუმე ნებისმიერ საშინელ ფილმს აჯობებდა.ადამიანები ვეღარ ცნობდნენ საკუთარ ანარეკლს.სახე თითქოს იშლებოდა და თავიდან იკრიბებოდა — სხვად გარდაიქმნებოდა.თავდაპირველად მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ ეს დაღლილობის შედეგი იყო.მაგრამ შემდეგ აუხსნელი დაიწყო.ზოგს თვალები „უცხო“ ეჩვენებოდა,ზოგს სახე დეფორმირდებოდა,ზოგი კი გარდაცვლილი ახლობლების სახეებს ხედავდა.ერთმა ქალმა თქვა, რომ მისი ანარეკლი „მისგან დამოუკიდებლად იღიმოდა“.ათი წუთის შემდეგ ბევრს ცრემლები მოსდიოდა — ისინი ვეღარ ხვდებოდნენ, ვის უყურებდნენ.მონაწილეთა 67%-მა განაცხადა, რომ სარკეში „უცხო არსება“ დაინახა.ზოგმა ცხოველი,ზოგმა კი ისეთი ფიგურები, რომელთა აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია.ამ დროს ყველაფერი ჩვეულებრივი იყო —სანთელი, სარკე, განათება.არც ერთი სპეციალური ეფექტი, არც ტექნოლოგია.მხოლოდ ადამიანი, სიბნელე და საკუთარი სახე.კაპუტომ ამ მოვლენას „უცნაური სახის ილუზია“ უწოდა —მომენტი, როცა ტვინი ვერ უძლებს ერთფეროვნებას და იწყებს შიშის „დახატვას“.მაგრამ ეფექტი გაცილებით ღრმა აღმოჩნდა.ექსპერიმენტის შემდეგ მონაწილეებმა ცხოვრება შეცვალეს.ვიღაცამ სამსახური დატოვა,ვიღაც ოჯახიდან წავიდა,ვიღაც კი ქალაქიდან გაემგზავრა.ისინი ამბობდნენ, რომ საკუთარი თავი დაინახეს —ნიღბების გარეშე.კაპუტო დღიურში წერდა:„სიბნელეში ადამიანი არ ხედავს მონსტრს —ის ხედავს იმ ნაწილს საკუთარი თავისას, რომლის დავიწყებასაც ცდილობდა.“და ეს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფსიქოლოგიურ აღმოჩენად იქცა.ექსპერიმენტი განმეორდა საფრანგეთის, ჩეხეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.შედეგები ერთმანეთს ემთხვეოდა.ვერავინ ახსნა, რატომ ხედავენ ადამიანები ზუსტად იმას, რისიც ეშინიათ.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სარკე არ არის პორტალი სხვა სამყაროში -ის პორტალია ფსიქიკის სიღრმეში.ამიტომ მთავარი კითხვა ის კი არ არის,რა აირეკლება სარკეში,არამედ - მზად ხარ თუ არა დაინახო, ვინ ხარ სინამდვილეში".
მსოფლიო • 1769522100
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია იტალიის ვიცე-პრემირის, მატეო სალვინის პოსტით, სადაც ის წერს, რომ უკრაინამ ომი უკვე წააგო და პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის დაუყოვნებლივ მოწერისკენ მოუწოდებს.უკრაინის საგარეო უწყებამ იტალიის ვიცე-პრემიერს შეახსენა, რომ ევროპაში მშვიდობის საკითხი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება.სალვინი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიუხედავად, ზელენსკი მაინც უკმაყოფილოა პარტნიორებით და მათგან მეტს ითხოვს.უკრაინის საგარეო უწყებამ იტალიის ვიცე-პრემიერს კიევის კრიტიკის ნაცვლად ურჩია ომის დასასრულებლად მოსკოვს მიმართოს.

































