სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

სალომე ზურაბიშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. სალომე ზურაბიშვილს „ენჯეოების აგენტი“, მონა და მოღალატე უწოდეს.