ნიკორა

1777736252

„ნიკორა სუპერმარკეტი": ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე

„ნიკორა სუპერმარკეტი", პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების - „გუდვილის" და „დეილი ჯგუფის" მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახებ იუწყება, რაც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. როგორც „ნიკორა სუპერმარკეტი" აცხადებს, მომხმარებელი, უახლოეს დღეებში დახლებზე კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს იხილავს.„მეტი ხელმისაწვდომობა ყოველდღიურ პროდუქტებზე“ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ ახლოს იმ საჭიროებებთან, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მომხმარებელს. ვაკვირდებით მიმდინარე გარემოს და ვრეაგირებთ მყისიერად, რათა თქვენი ყოველდღიური სტუმრობა ნიკორაში იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი. ამ მიდგომის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - იმაზე, რაც ყველაზე ხშირად მოხმარებადია. უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე თქვენ ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე. ჩვენს ინტერესებზე მაღლა ყოველთვის ვაყენებთ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს, სწორედ ამიტომ ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას და მუდმივად ვრჩებით თქვენთან უფრო ახლოს. მუდამ თქვენთან - "ნიკორა სუპერმარკეტი"" - აღნიშნულია განცხადებაში.  

გუდვილი

1777728963

„გუდვილი“: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნეს „სოციალური კალათის“ პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი

საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნასთან, აგრეთვე რითეილ ასოციაციის განცხადებასთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია “გუდვილი” საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.კომპანია განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ  „სოციალური კალათის“ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით, კომპანია განახორციელებს სპეციალურ მიდგომას, რომლის მიხედვით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები.“მთელი პროცესის განმავლობაში „გუდვილი“ აქტიურად სწავლობდა ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას; გავეცანით კომისიის დასკვნას და ვხედავთ, რომ კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი.ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოკლევადიან პერსპექტივაში „სოციალური კალათის“ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ მიდგომას, რომლის მიხედვით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ექნება სისტემური და უწყვეტი ხასიათი.იმისათვის, რომ ზემოთ ხსენებული მიდგომა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ხელშესახები შედეგი გამოიღოს, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი მწარმოებელი, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს.”- აღნიშნულია განცხადებაში.

დეილი გრუპი

1777728819

„დეილი გრუპი“: ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას

„დეილი ჯგუფი" ეხმიანება  „რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ასოციაცია, საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირებას იწყებს, რომლებზეც მუდმივად განხორციელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. დეილი ჯგუფი ამ ხედვას იზიარებს და მომხმარებლებს სთავაზობს ინიციატივას - "შენთვის შერჩეული".როგორც "დეილი ჯგუფის" განცხადებაშია ნათქვამი, ინიციატივა წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგის მისაღწევად მოკლევადიან პერიოდში.  მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს."„შენთვის შერჩეული“ - ინიციატივა „რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლიანი ჩართულობით.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოციაციის მიერ ინიცირებული „საოჯახო კალათის“ მიდგომა, რომელიც გულისხმობს სავაჭრო ქსელების მხრიდან შერჩეულ პროდუქტებზე სპეციალური, მუდმივი საფასო პოლიტიკის დანერგვას.ამავე ხედვას ეხმიანება ჩვენი ჰოლდინგის ინიციატივა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგის მისაღწევად მოკლევადიან პერიოდში.საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას.პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს — ისეთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისათვის. ეს პროდუქტები წინასწარ იქნება შერჩეული და წარმოდგენილი ჩვენი ჰოლდინგის თითოეული ბრენდის ქსელში ერთიანი კომუნიკაციით.ჩვენი მიზანია:• შევამციროთ მომხმარებლის ფინანსური წნეხი ყოველდღიურ პროდუქტებზე• შევთავაზოთ სტაბილურად დაბალი ფასები შერჩეულ კატეგორიებზე• გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლი ბაზარზეპროექტის ფარგლებში:• შერჩეულ პროდუქტებზე დაწესდება მინიმალური სავაჭრო მარჟა• მომხმარებელს ექნება მარტივი იდენტიფიკაცია (სპეციალური ნიშნულები/პოსტერები)• ფასები იქნება გამჭვირვალე და სტაბილურიინიციატივა სრულად შეესაბამება იმ მიდგომას, რომელსაც რითეილ ასოციაცია უსვამს ხაზს — ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული, კოლაბორაციული და პასუხისმგებლიანი მოქმედება. ამასთანავე, იგი ქმნის საფუძველს მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილესთან — მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან — თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, რაც კრიტიკულია საბოლოო შედეგის მისაღწევად.„შენთვის შერჩეული“ წარმოადგენს ჩვენს კონკრეტულ წვლილს იმ საერთო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ძირითადი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას და ბაზარზე ჯანსაღი, გრძელვადიანი პრაქტიკის დამკვიდრებას," - აღნიშნულია განცხადებაში."დეილი ჯგუფი" საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ლადო სადღობელაშვილი

1776747403

ლადო სადღობელაშვილი: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების, დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის “კნავილი” - “აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!

რას ნიშნავს სააკაშვილის და ბოკერიას “ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის - ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია. უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის:“ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის”, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, ოპოზიცია ემზადება ცხელი და დატვირთული მაისისთვის, სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანაც.სადღობელაშვილის თქმით, 26 მაისს დაანონსებულ ოპოზიციის აქციაზე, უნდა ველოდოთ, რომ მათი გეგმა იქნება “მსხვერპლი”, რამაც უნდა შეასრულოს მაპროვოცირებელი ეფექტი რევოლუციისათვის.“2016 წლის შემდეგ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ერთ გაერთიანებაში არ ყოფილან.2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უფრო ზუსტად კი, 2017-ში მოხდა გაყოფა, ბოკერია გამოვიდა ნაცმოძიდან და შექმნა “ევროპული საქართველო”, შევიდა პარლამენტში (სააკაშვილის ნაცმოძისგან განსხვავებით) და გამოცხადდა საპარლამენტო მთავარ ოპოზიციურ  ძალად…რას ნიშნავს მათი “ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის — ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია.- უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის:“ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის”. ეს არის სიგნალი იმ დასავლეთისთვის რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, ეს არის დასავლური პატრონების - დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის “კნავილი” - “აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!“ოპოზიციური ალიანსის” გააქტიურების კვალდაკვალ ციხიდან აქტიურდება სააკაშვილიც, რომლის წერილების ქვეტექსტშიდაც ნათლად იკითხება, მისი ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადების დაუოკებელი სურვილი და სააკაშვილი პრაქტიკულად აცხადებს მზაობას ამაში სოლიდური თანხაც გადაიხადოს (თანხის წარმომავლობაზე მე ნაწილობრივ ვისაუბრე წინა პოსტში სადაც ვახსენე ბნი თემურ ალასანია და სამომავლოდ უფრო კონკრეტულად ჩავშლი) … მეტიც პირდაპირ სცენარზედაც საუბრობს - “ქართული რევოლიციური გზა…”იქ სადაც ბოკერიაა საქმეში არ არსებობს “ალიანსმა” დაუშვას 4 ოქტომბრის შეცდომა და დათქვას რევოლიუციის დღე! თუმცა ყველა კარგად ხვდება რომ საუბარია 26 მაისზე! საუბარია ცხელ და მაქსიმალურად დატვირთულ მაისზე! სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანაც… ემზადებიან!- აქვე პატარა პარალელი მინდა გავავლი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან და საზოგადოება გავაფრთხილო რომ სააკაშვილი და მის უკან მყოფი КГБ-ს ოფიცრები ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის “გივი თარგამაძისეული აფეთქების სცენარისთვისაც”, მართალია ბნი გივი ცოცხალი თავით არ აღიარებს, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა რომ მისი აფეთქება სააკაშვილმა დაუკვეთა უკრაინიდან და ცდილობს “ოცნება” დაადანაშაულოს არ შემდგარ ტერაქტში, თუმცა ჩემო გივი ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ შენ სააკაშვილმა გაგწირა და ახლაც ეცდება ეგ სულიერად ავადმყოფი, რომ შემდეგი მსხვერპლი იპოვოს სიტუაციის მაქსიმალურად დასაძაბვად!და მაინც რას უნდა ველოდოთ 26 მაისამდე და 26 მაისი შემდეგ?* დიდი შეკრება თბილისში (რეგიონების მობილიზება)* ანტისახელისუფლებო გზავნილები* ერთობის დემონსტრირება* პერმანენტული წერტილოვანი მინი აქციები მუხტის და ტემპერატურის ასაწევად* საერთო მოთხოვნები ( პრემიერის გადადგომა,რიგგარეშე არჩევნები და ა.შ.)* სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკური ზეწოლა* მიმართვები დასავლეთს, პოლიტიკური “მანიფესტი”* კრიტიკული მასა + ელიტების გახლეჩა + უსაფრთხოების სისტემის რღვევადა რაც მთავარია “მსხვერპლი” - ამ უკანასკნელმა უნდა შეასრულოს მაპროვოცირებელი ეფექტი…- ცხელი მაისი გველის (26 მაისი)” - წერს ლადო სადღობელაშვილი.

ილია წულაია

1776595384

საქართველო მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. TRUMP TOWER TBILISI-ით ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ - ილია წულაია

"საქართველო მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. TRUMP TOWER TBILISI-ით ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ", - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "არქის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ილია წულაიამ განაცხადა.მისივე თქმით, "არქი" ამაყობს, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მომავლის ფორმირებაში."საქართველო მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. TRUMP TOWER TBILISI-ით ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ. ვქმნით ახალ ორიენტირს, რომელიც თბილისის იერსახეს გარდაქმნის და საქართველოს როლს გლობალურ ასპარეზზე კიდევ უფრო გააძლიერებს. "არქი" ამაყობს, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მომავლის ფორმირებაში", - განაცხადა ილია წულაიამ.შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization თბილისში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.Trump Tower Tbilisi, 70-სართულიანი, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქის ახალ არქიტექტურულ სიმბოლოდ და გლობალური ინვესტიციების ცენტრად უნდა იქცეს.პროექტი, რომელიც "Archi", "Biograpi Living" და "Sapir Organization"-თან პარტნიორობით ხორციელდება, საქართველოში ტრამპის ბრენდის შემოსვლას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

ტრამპ ტაუერი

1776579333

„ტრამპის ორგანიზაცია“: თბილისის ახალი სიმბოლო - გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი

“Trump organization” ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.ცენტრალურ პარკზე გადაშლილი ხედებითა და პრესტიჟული მდებარეობით, Trump Tower Tbilisi მრავალფუნქციური კომპლექსის ცენტრალურ ნაწილად მოიაზრება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და ცხოვრების სტილის გამორჩეულ სერვისებს.აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს. მისივე თქმით, მოხარულია, რომ პროექტზე თანამშრომლობა პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან მოუწევს.ოფიციალურ განცხადებაში კომენტარს ქართული უძრავი ქონების კომპანიების წარმომადგენლებიც აკეთებენ.Archi Group-ი, ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი, საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დომინანტი მოთამაშეა, რომელსაც 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი და ათიათასობით ჩაბარებული ბინა აქვს.“არქი ჯგუფის” თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია ამბობს, რომ Trump Tower Tbilisi- ის პროექტი შეცვლის ქალაქის ჰორიზონტს და საქართველოს გლობალურ როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.Biograpi Living-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანიაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ფხაკაძის თქმით, “Biograpi Living მხოლოდ პროექტებს არ აშენებს. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში. “Trump Tower Tbilisi” მსგავსი პროექტებით ქალაქში შემოგვაქვს ახალი მასშტაბი, ხარისხი და გლობალური მნიშვნელობა”ლაშა კვაჭაძე, Blox Group-ის თანადამფუძნებელი, წარმოადგენს მრავალპროფილიან ჰოლდინგს, რომელსაც ძლიერი პოზიციები აქვს კავკასიის რეგიონში. ლაშა კვაჭაძე აცხადებს, რომ „Trump Tower Tbilisi“ საერთაშორისო ნდობის გამოხატულებაა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.“Trump Tower Tbilisi” საქართველოსთვის გლობალურ საინვესტიციო რუკაზე მნიშვნელოვანი ეტაპია”- აცხადებს ლაშა მელაძე Finvest Georgia-ს თანადამფუძნებელი.პროექტი ასევე წარმოადგენს The Sapir Organization-ის პირველ საერთაშორისო კომერციულ განვითარებას. კომპანიის პრეზიდენტისა და CEO-ს, ალექს საპირის ხელმძღვანელობით, ფირმამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები მართა. „საქართველოში დაბრუნება პირველად მას შემდეგ, რაც ხუთი წლის ვიყავი, ჩემთვის ემოციური გამოცდილება იყო. მე ვამაყობ, რომ ჩვენს მეორე Trump შენობას ვაშენებთ იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ.“- აცხადებს ალექს საპირი.განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ პროექტის არქიტექტურის, დიზაინის და გაყიდვების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

ერიკ ტრამპი

1776578138

ერიკ ტრამპი: ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია

ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან.“- აცხადებს ერიკ ტრამპი, “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.“არქი” ჯგუფთან, Biograpi Living-თან, The Sapir Organization-თან, Blox Group-თან და Finvest Georgia-სთან თანამშრომლობით, The Trump Organization საქართველოში თავის პირველ ბრენდირებულ პროექტს წარადგენს, რაც რეგიონში ფუფუნებისა და დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. დაახლოებით 70-სართულიანი გამორჩეული ცათამბჯენი ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა გახდება. იგი გადაჰყურებს ცენტრალურ პარკს და მრავალფუნქციური სივრცის მთავარ ცენტრად იქცევა, სადაც განთავსდება მდიდრული რეზიდენციები, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტები, მსოფლიო დონის რესტორნები და განსაკუთრებულად შერჩეული ცხოვრების სტილის სერვისები.”- ნათქვამია განცხადებაში.

 შალვა პაპუაშვილი

1776313470

დღეს შალვა პაპუაშვილი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

 სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში.პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი ქვეყნების და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს.მასშტაბური ფორუმი, რომლის მთავარი თემაა მომავალი თაობებისთვის იმედის გაღვივება, მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, მსოფლიოს 157 ქვეყნის დელეგაციას და 70-ზე მეტ სპიკერს მასპინძლობს.

თეა ახვლედიანი

1776233519

სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრა გამართა

 სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრა გამართა.სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ისევე როგორც გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას და აღნიშნა ევროპის საბჭოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში.მაიკლ ო'ფლაერტის დაინტერესების საპასუხოდ, სახელმწიფო მინისტრმა ადამიანის უფლებათა კომისარს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება და მიმდინარე ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგები.  სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.ადამიანის უფლებათა კომისარმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნა, რომ თავის მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას.მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ქადაგიშვილი

1773746119

სამწუხაროდ, ბრიუსელში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი „ხედვა“ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ ამის რეალიზაციას ვერ ახერხებენ - ირაკლი ქადაგიშვილი

 მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება.პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ამ რიტორიკას კონკრეტული მიზანი აქვს, ეს არის ერთის მხრივ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და მეორე მხრივ ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია.„სამწუხაროდ, ბრიუსელში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი „ხედვა“ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ ვერ ახერხებენ ამის რეალიზაციას. ამიტომ მათი ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში რჩება ხოლმე რეალიზაციის გარეშე. ამავდროულად, ერთი არის რა უნდათ და რის პროპაგანდირებას ეწევიან საქართველოს გარშემო და მეორე არის - რეალობა. ამ რეალობას ასე აუარო გვერდი და საერთოდ გვერდით გადადო, ესეც არ გამოსდით ადვილად“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნავთობი

1772294647

მსხვილმა ნავთობკომპანიებმა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეაჩერეს

მსოფლიოს წამყვანმა ნავთობკომპანიებმა და სავაჭრო ხომალდების მესაკუთრეებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნედლი ნავთობისა და საწვავის გადაზიდვა დროებით შეაჩერეს.გადაწყვეტილება ირანზე ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე თავდასხმებსა და თეირანის საპასუხო ქმედებებს უკავშირდება. როგორც ირკვევა, უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებმა გემების უსაფრთხო ზონებში გაჩერების განკარგულება უკვე გასცეს, რაც სულ მცირე, რამდენიმე დღეს გასტანს.

Axios: ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვას აპირებს

1772290247

ნავთობზე ფასი უკვე 19%-ით გაიზარდა - რას პროგნოზირებენ ექსპერტები

ირანზე ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.  სრუტის გადაკეტვის რისკების გამო,  1 ბარელი ნავთობის ფასი 19%-ით გაიზარდა და 72 დოლარს გადაცდა.ექსპერტების შეფასებით, თუ ტრანზიტი სრულად შეფერხდა შესაძლოა ფასმა 140 დოლარსაც მიაღწიოს.როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ყველაზე ცუდი სცენარი ბაზრისთვის შესაძლოა იყოს ირანის მიერ სრუტის გადაკეტვა – ღრმა წყლის სრუტე, რომელიც ირანსა და ომანს შორის მდებარეობს და რომლის მეშვეობითაც ტრანსპორტირდება მსოფლიოს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული ნავთობის თითქმის მეხუთედი. სრუტის სრული გადაკეტვა უპრეცედენტო და რთული ამოცანაა, აღნიშნავენ ნავთობის ანალიტიკოსები. ხოლო RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ ირანს, სავარაუდოდ, აქვს შესაძლებლობები თავდასხმა მოახდინოს ტანკერებზე სრუტეში. Oxford Economics-ის ენერგეტიკული პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელი, ბრიჯიტ პეინი, აღნიშნავს, რომ თუნდაც მცირე შეფერხებებმა საზღვაო მიმოსვლაში, შესაძლოა ნავთობის ფასები 84 დოლარამდე აიწიოს. ტრანზიტის სრულად გაჩერება ერთი კვირით გამოიწვევდა ფასების ზრდას 140 დოლარამდე.