ავარიაა

1787817936

„ღმერთო, რატომ, რატომ... ჩვენი ულამაზესი გოგო აღარ გვყავს...“ - გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ

ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი 4 პირი კი დაშავდა.თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა-რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ერთ ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა.გარდაცვლილი 16 წლის გოგონაა, რომელიც სოფელ გომში სტუმრად იმყოფებოდა.გარდაცვლილი გოგონას შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ და სამძიმარს გამოთქვამენ.„ვაი, შვილო, ეგ რა დამართე შენს ოჯახს და ჩვენ, უბანს... უფალს ებარებოდე“„ღმერთო, რატომ, რატომ... ჩვენი ულამაზესი გოგო, 16 წლის მარიამი აღარ გვყავს... ჩვენი უბნის ტკივილი ხარ, მარი“. - წერენ დაღუპულის ახლობლები.როგორც კლინიკა „მედალფაში“ ამბობენ, ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ოზურგეთის კლინიკა „მედალფა

1787814026

„სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა...“ - რა არის ცნობილი გურიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი კი კლინიკაში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.კლინიკა მედალფას დირექტორს, დათო მდინარაძის განმარტებით, მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.ოთხი მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ლენტა

1787812027

ტრაგედია ოზურგეთში - ავარიას მოზარდი ემსხვერპლა, 4 კლინიკაშია გადაყვანილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი კი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.ოთხი მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული.ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

პოლიციის სირენა

1787676587

დედა-შვილს მანქანა დაეჯახა - მძიმე ავარია გარდაბანში

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა. ავარიის შედეგად ორივე მათგანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

policiis lenti

1787671285

ავარია გურჯაანში - დაშავებულია ახალგაზრდა კაცი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად, მამაკაცი დაშავდა.შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-სა და Volkswagen-ის მარკის ავტომობილები შეეჯახა.შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ის მიღებული დაზიანებებით, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პოლიციის ლენტი

1787592706

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს.მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო.თანასოფლელების ინფორმაციით, ბიჭი თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა.როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, თბილისის ზღვაში მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ავარია

1787591514

ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში - ვითარება ადგილზე

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ მარტვილში.ავტომობილი ოთხ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე მოხდა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიცია ლენტა

1787563183

მძიმე ავარია ქობულეთში - არის მსხვერპლი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობ

პოლიცია ლენტა

1787553199

„სამართალდამცველებს საშინელი სურათი დახვდათ...“ - რა დეტალებია ცნობილი ზუგდიდში, სამი დის გარდაცვალების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში მომხდარი ტრაგედიის გარშემო სოციალურ ქსელში განხილვები არ წყდება დები როგავების გარდაცვალების გარშემო.სავარაუდოდ,რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი დები,ბოლოს ისინი ერთ-ერთ მეზობელთან კონტაქტზე 14 აგვისტოს იყვნენ,ხოლო მათი ცხედრები მეზობელმა გუშინ აღმოაჩინა სახლში და 112-ში დარეკა. როგავების სახლიდან მძაფრი სუნი გამოდიოდა. ტრაგედიის ადგილას, სოფელ ყულიშკარში სამართალდამცველებს  საშინელი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და ლორიტა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილას  მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ხოლო ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გუშინვე სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო."ნაირა, როგორ მენანებით შენ და შენი დები. ნათელი დაგიმკვიდროთ უფალმა“-წერს ახლობელი ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში და დები როგავების ახალგაზრდობის ფოტოებს აქვეყნებს. გარდაცვლილი დები პენსიონრები იყვნენ.

policiis lenti

1787503452

სოფელ მანავში ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა - რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან

5 ადამიანი დაშავდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა.თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც კახეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა.შეჯახების შედეგად, ავარიის ერთ-ერთი ავტომობილი იქვე მდებარე მაღაზიის დახლებს დაეჯახა და დაანგრია.ყველა დაშავებული საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.მძიმეა ერთი დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმების გადაწყვეტილებით, ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

policiis lenti

1787428200

ავტომობილში კაცი გარდაცვლილი იპოვეს - რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

სოფელ ახალსოფელში, ავტომობილში კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

policiis lenta

1787424259

ავარია ქარელში - რა ხდება ადგილზე

ავარია მოხდა ქარელში. სოფელ ბრეთის მეურნეობის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.შსს-ს ცნობით, დაშავებულია 1 ადამიანი. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.