ჯარიმა

1791313142

ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრა.სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა.აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება.

ფული

1790855264

500, 700 და 800 ლარი ოჯახებს - ცნობილია ვინ მიიღებს ერთჯერად დახმარებას

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის თანხას დამატებით 300 ლარი ემატება.რაც შეეხება ამბროლაურს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალშობილის ოჯახს ერთი ბავშვის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადად 500 ლარი ეძლევა, ტყუპების შეძენისას კი - 2 000 ლარი.ცალკე პროგრამა მოქმედებს ახალდაქორწინებული პირებისთვისაც - დახმარება 1 000 ლარს შეადგენს. პროგრამით სარგებლობისთვის კონკრეტული სოციალური და სარეგისტრაციო პირობებია დადგენილი.კერძოდ, ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ახალდაქორწინებულ პირზე, რომელიც ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001 - ს.

ბასლაინი

1788537981

ჯარიმა 500 ლარია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით

ღამის საათებში - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება.წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.შესაბამისი ინიციატივა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში აისახა.„ინიციატივა ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო ქსელების მიერ ღამის საათებში კონკრეტული საქონლის ქსელებში განთავსებას, რაც ერთის მხრივ, ქალაქში საცობების შემცირებისკენ იქნება მიმართული. მეორეს მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ სადისტრიბუციო მანქანები დიდი მოცულობით ივლიან და შესაბამისად ხარჯები შემცირდება, ეს სადისტრიბუციო ხარჯებს შეამცირებს, რაც მათ შორის სურსათის ფასებზე დადებითად აისახება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლე მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.უფრო კონკრეტულად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად განისაზღვრება.კერძოდ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით: - 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 50 ლარი; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.

ჯარიმა

1785509812

ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრა.სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა.აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება.

სოციალური

1780249716

„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები გაახარა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა.სააგენტოს წარმომადგენლები დედაქალაქის ათივე რაიონში მცხოვრებ 30-ზე მეტ ბენეფიციარ ოჯახს ესტუმრნენ და პატარებს მათთვის მომზადებული პერსონალიზებული საჩუქრები პირადად გადასცეს.ღონისძიებაში მონაწილეობა დირექტორის მოადგილეებმა, სოციალურმა მუშაკებმა და სააგენტოს სხვა თანამშრომლებმა მიიღეს.„სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დირექტორი თენგიზ ფოფხაძე პირადად ესტუმრა ერთ-ერთ ოთხშვილიან ბენეფიციარ ოჯახს და პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.„სოციალური მზრუნველობის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას, ასევე საჭიროების მქონე ოჯახების მხარდაჭერასა და გაძლიერებას მთელიმუნიციპალიტეტის მასშტაბით.ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვესტუმრეთ ჩვენს 30 ბენეფიციარ ოჯახს და ბავშვებს 1 ივნისი მივულოცეთ.აქვე, ვულოცავთ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ მშვიდ, ნათელ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე ბავშვობას“, - აღნიშნა თენგიზ ფოფხაძემ.

ჯარიმა

1779742108

ჯარიმა 1000 და 2000 ლარია - ვის შეეხება ახალი რეგულაცია

სურსათისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის თაობაზე მთავრობის მიერ დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევაზე სანქცია წესდება.შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმართა.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.როგორც მთავრობა განმარტავს, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა, აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის.წყარო

ხელფასი

1779644170

ცნობილია ვის ამოიღებენ სოციალურად დაუცველი პირების ბაზიდან - დეტალები

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის სტატუსის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ოჯახის მთლიანი, ჯამური შემოსავალი. თუ ოჯახის ჯამური შემოსავალი, ოჯახის წევრებზე გადანაწილების შედეგად, ერთ წევრზე ყოველთვიურად 1250 ლარს ან მეტს შეადგენს და ეს შემოსავალი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გრძელდება, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების გარეშე.მაგალითად, თუ ოჯახში 4 წევრია და ოჯახის ჯამური ხელფასი თვეში 5000 ლარს შეადგენს, ერთ წევრზე 1250 ლარი გამოდის. თუ ეს მაჩვენებელი ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად შენარჩუნდება, ოჯახს შეუწყდება სტატუსი.ამასთან, დადგენილების მიხედვით, ბაზაში რეგისტრაცია ასევე შეუწყდებათ:გარდაცვლილ პირებს.ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება ისეთი სტატუსი, რომელიც აღარ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს.ამასთან, ეს წესი ვრცელდება იმ ოჯახებზეც, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული საშეღავათო პირობებით, მათ შორის, „პილოტური პროგრამით − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის“.ამასთან, გადამოწმება შეეხება იმ ოჯახებსაც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული შეღავათები ვრცელდებოდა.

სტუდენტები

1779121548

რა იცვლება სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში - დეტალები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, სტუდენტთა სწავლის დაფინანსების ის პროგრამა,რომელიც თბილისის მერიის მიერ ხორციელდება, ტრანსფორმირდება და „დიდი ალბათობით“ სტიპენდიების დაფინანსებისკენ მიიმართება.ამ თემაზე გაბისონიამ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. გაბისონიას თქმით, სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროგრამები, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, სხვა მიმართულებით არ გადავიდეს და მათ შორის სტიპენდიების მხარდაჭერისთვის დარჩეს.„სოციალური მიმართულებით გვაქვს სტიპენდიები. ჩვენ სტიპენდიები გავაორმაგეთ და ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით დამატებითი სტიმულაციები გავაკეთოთ. თბილისის მერიას დღემდე აქვს პროგრამა - თბილისის მოსახლობისთვის სოციალური მხარდაჭერის ნაწილში სწავლის კომპონენტს უფინანსებდა და ის, ვინც გრანტში ვერ მოხვდებოდა, უნაზღაურებდა, რაც ძალიან კარგი პროგრამაა. თუ სწორად მახსოვს, ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონ ლარამდეა.თბილისის ვიცე-მერთან შეხვედრა გვქონდა. თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივა იყო, თუ რა პროექტებზე შეგვეძლო გვემუშავა ამ მიმართულებით. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ეს თანხა სტუდენტების სტიპენდიების მხარდაჭერის პროგრამებისკენ მიემართოს, რაც მერის მიერ მოწონებული იყო. დიდი ალბათობით ამ საბიუჯეტო სახსრების ტრანსფორმირება სტუდენტების სტიპენდიების ნაწილში მოხდება. ის თუ რა ლოგიკით იქნება, ეს დასამუშავებელია. მერია ამ საკითხზე სამინისტროსთან და უნივერსიტეტებთან ერთად იმუშავებს და ოპტიმალურ მოდელამდე მივალთ.ანალოგიურად მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თავდაცვის სამინისტროს აკადემიასთან. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრუქტურული ერთეული არ არის, ავტორიზაცია აკრედიტაციის ნაწილში ხარისხის უზრუნველყოფას ჩვენი სამინისტრო ახდენს. ამიტომ მათთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ.ყველა ის პროგრამა, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სხვა მიმართულებით არ იქნას გადატანილი და დარჩეს მათ შორის სასტიპენდიო მხარდაჭერის ნაწილში“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრიდან ამოქმედდა, სტუდენტთა საგრანტო დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საგრანტო სისტემა მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლესს სასწავლებლებში სწავლის სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა.იმავდროულად, 2025 წლის დეკემბრის კანონით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ იმ სტუდენტთა სწავლის დაფინანსება, რომელიც 2026 წლამდე მოიპოვეს, სახელმწიფოს მიერ 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით გაგრძელდებოდა, რაც მათ ახალი კანონის მიღებამდე ჰქონდათ მოპოვებული.ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ცვლილებებს, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.„ინტერპრესნიუსი“

ჯარიმა

1778880483

ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება - მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ - 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა.არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გაიზარდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ:• 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;• 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;• დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;• დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;• 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.• ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით.• ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;• ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.ახლებურად განისაზღვრა „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:• „BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;• საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ „BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

დოლარი

1778877335

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სესხებთან დაკავშირებით - რა იცვლება ივლისიდან

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ – მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.2025 წლის აგვისტოდან დღემდე ეს ზღვარი 750 000 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ის ერთი მილიონ ლარამდე გაიზრდება.„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები. აღნიშნული გარემოებების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციას მომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს. ამასთან, აღსანიშნავია რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის პირველი ივლისიდან შევა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ფული

1778045894

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში – ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.პროგრამით სარგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ოჯახს ჰყავდეს 1 წლამდე ასაკის შვილი.სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში აღებული იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას 60 თვის განმავლობაში შემდეგი პირობებით:რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%, მაგრამ არაუმეტეს 6%ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი;რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%, მაგრამ არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. ამასთან, სესხით შესაძენი ბინის/სახლის ღირებულება შესაძლოა აჭარბებდეს 200 000 ლარს.პროგრამის მიზნებისათვის შვილად მიიჩნევა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი/შვილად აყვანილი/გერი.პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში.პორგამით სარგებლობის უფლება აქვთ:A) ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის  1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;B) ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ყავს 3 ან მეტი შვილი და ამ პროგრამის ფარგლებში სესხს აიღებს 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით;C) ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.A და C ტიპის მსესხებელს მხოლოდ ერთხელ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს პროგრამით, მიუხედავად მათ მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის ოდენობისა;B ტიპის ბენეფიციარი უფლებამოსილია პროგრამით ისარგებლოს მეორეჯერაც, თუ პროგრამაში ჩართვის შემდეგ შეეძინება ან/და შვილად აიყვანს მე-4 ან მეტ შვილ(ებ)ს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია აიღოს ჯამში 200 000 ლარი სესხი;მარტოხელა მშობელი, როგორც პროგრამის მოსარგებლე, ასევე, ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირებული მეორე მშობელი, ერთი და იმავე ბავშვ(ებ)ით მხოლოდ ერთხელ შეძლებს ისარგებლოს პროგრამით.

იპოთეკური სესხი

1777413186

რომელი სესხის აღების შემთხვევაში შეგიძლიათ ხელშეკრულებაზე უარის თქმა და რა შემთხვევაში არა

2024 წლის 1-ლი ივლისიდან მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შევიდა.რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ ფინანსურ ორგანიზაციებთან – ამის შესახებ სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.„უკანასკნელი ყველაზე მხსვილი ცვლილება, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, ევროდირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მომხმარებლებისთვის ამ უფლების მინიჭება, მათ შორის საფინანსო სექტორში. დაზუსტდა და გაიწერა, რა ტიპის ხელშეკრულებებზე შეუძლია მომხმარებელს უარის თქმა.ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ხელშეკრულება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ამისთვის საჭიროა სპეციალური შეტყობინება გაუგზავნოს ფინანსურ დაწესებულებას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის ვადაში მომხმარებელი აგზავნის შეტყობინებას და 30 დღე აქვს მომხარებელს /ფინანსურ ორგანიზაციას, რომ თანხები, რომლებიც აიღეს მომსახურებისთვის, უკან დააბრუნონ.აქ მომხმარებლისთვის შესაძლოა, გარკვეული ხარჯიც დაეკისროს: მაგალითად, თუ მომხმარებელი გააუქმებს ხელშეკრულებას, 30 დღის განმავლობაში მან უნდა მოიტანოს ნასესხები თანხა და ხელშეკრულების გაფორმებიდან თანხის დაბრუნებამდე პროცენტი. მას არ მოუწევს გაცემის საკომისიოს გადახდა,“ – განაცხადა გზირიშვილმა.მან ასევე დააკონკრეტა, რომ აღნიშნული ცვლილება შეეხება ისეთ სესხებს, რომლის აღების გადაწყვეტილებასაც ადამიანი შედარებით სწრაფად იღებს, ანუ სალომბარდე, ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებზე და იშვიათ შემთხვევაში, იპოთეკურ სესხებზე.კითხვაზე, შეამცირებს თუ არა საჩივრებს აღნიშნული ცვლილებები, გზირიშვილმა უპასუხა, რომ ზოგადად საჩივრების რაოდენობის ზრდა ტენდენციურია და ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსური დაწესებულებები რამეს არასორად აკეთებენ.„ფინანსური ინსტიტუციების მიმართ პრეტენზიების ზრდა ნიშნავს, რომ ცნობიერება გაიზარდა და ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლეს. ამიტომ შესაძლოა, პრეტენზიების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამასთან, საჩივრების 20%, მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მათ დაწერას აზრი არ აქვს,“ – აცხადებს ლაშა გზირიშვილი.

✕