გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება ასაკით პენსიონერებისთვის

ამბულატორია

ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და " პრაიმ ტაიმის" ერთობლივი რუბრიკა - " თქვენი ჯანმრთელობისთვის" .

🔵 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, 100%-ით ფინანსდება:

🔹 ექიმის მიერ დანიშნული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ქრონიკულ მედიკამენტები

🔹  ექიმ - სპეციალისტების მომსახურება: 

⏹ ენდოკრინოლოგი

⏹ გინეკოლოგი

⏹ უროლოგი

⏹ ოფთალმოლოგი

⏹ ნევროლოგი

⏹ კარდიოლოგი

⏹ ოტორინოლარინგოლოგი

🔹 ქირურგი კლინიკურ - ლაბორატორიული გამოკვლევები: 

⏹სისხლის საერთო ანალიზი

⏹ შარდის საერთო ანალიზი

⏹ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში

⏹ კრეატინინი

⏹ ქოლესტერინი სისხლში

⏹ შრატში ლიპიდების განსაზღვრა

⏹ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე

⏹ პროთრომბინის დრო

⏹ ჰემოგლობინი

⏹ ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)

⏹ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH) 

🔹 ინსტრუმენტული გამოკვლევები: 

⏹ელექტროკარდიოგრაფია

⏹ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია

⏹ შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია

⏹ გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია

⏹ ძვლების რენტგენოგრაფია 

🔹 კომპიუტერული ტომოგრაფიის დაფინანსება - 90%

🔵 გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:

🔹  საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში

🔹 მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება აუცილებელია

ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!