დონალდ ტრამპი - რუსეთს ცოტა მეტი „კოზირი“ აქვს მოლაპარაკებებში, რადგან მან ბევრი ტერიტორია მიიტაცა
1740051585
31 იანვარს, ქალაქ ბარელიში, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცს სახელად იკბალს, ასფიქსიის ნიშნები აღმოაჩნდა. ორი დღის შემდეგ პოლიციამ 32 წლის გათხოვილი ქალი დააკავა, რომელიც მისი საყვარელი აღმოჩნდა.
მან იკბალი იმ დროს გაიცნო, როდესაც ის თავის უბანში კარდაკარ დადიოდა კლიენტების მოსაძებნად. მათ გაცვალეს ნომრები და ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს. ერთ დღეს იკბალმა ქალი სახლში იმ დროს მიიწვია, როცა ცოლი სახლში არ იყო. იქ მან, სავარაუდოდ, ქალი აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დამეყარებინა და თან დაემუქრა, რომ ქმარს მათი საუბრის ჩანაწერებეს გაუგზავნიდა.
პირველი ინციდენტის შემდეგ, იკბალი ქალს მუქარით და შანტაჟით აიძულებდა სქესობრივ კავშირს.
„როდესაც მასთან მივდიოდი, გზაში ვფიქრობდი, რომ ან თავს მოვიკლავ, ან იმას მოვკლავ-მეთქი, როცა დამიწყო გახდა, ხელები გავუშალე და მკერდზე დავჯექი. ცალი ხელი პირზე ავაფარე და მეორე ხელით დახრჩობა დავუწყე. როდესაც დავრწმუნდი, რომ აღარ სუნთქავდა, ცხედარი კიბეებთან მივათრიე და სახლში დავბრუნდი. ძალიან ვნერვიულობდი იკბალის გამო. „სხვა გზა არ მქონდა, რადგან ჩემი ოჯახის დაცვა მინდოდა“, - განაცხადა დაკავებულმა ქალმა.