„არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ომი, გამოუცდელ მომლაპარაკებელსაც კი შეეძლო შეთანხმების დადება დიდი ტერიტორიის, ადამიანთა სიცოცხლისა და ქალაქების დაკარგვის გარეშე“ - ტრამპი უკრაინაში ომის შესახებ

ტრამპი

"არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ომი, შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ" - დონალდ ტრამპი ერ-რიადში გუშინ გამართულ შეხვედრას აფასებს.

ტრამპის განცხადებით, ომი არასდროს მოხდებოდა, პრეზიდენტი რომ თავად ვყოფილიყავი.

"შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება, იმის, რაც იქ ხდება. ყოველკვირეულად ათასობით ჯარისკაცს კლავენ. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ომი, შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ.

ვფიქრობ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა. ვგულისხმობ იმას, რასაც სამი წლის განმავლობაში ვუყურებ. ეს ის ომია, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მესმის, რომ ისინი ნერვიულობენ ადგილის არქონის გამო, მაგრამ მათ მოლაპარაკებების დასაწყებად სამი წელი ჰქონდათ. გამოუცდელ მომლაპარაკებელსაც კი შეეძლო კარგა ხნით ადრე შეთანხმების დადება დიდი ტერიტორიის, ადამიანთა სიცოცხლისა და ქალაქების დაკარგვის გარეშე.

ჩემი ადმინისტრაციის პირობებში პუტინი ამას არასოდეს გააკეთებდა. ჩვენ არ გვექნებოდა არც 7 ოქტომბერი და არ გვექნებოდა ეს არეულობა ყველგან. ამერიკა ჩააქრობს ხანძარს მთელ მსოფლიოში," - აცხადებს დონალდ ტრამპი.