პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1740079624
კვლევების თანახმად, შესაძლოა ძილის აპნოესა და თირკმლების ქრონიკულ დაავადებას (CKD) შორის კავშირი იყოს. ამ უკანასკნელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა დააზიანოს თქვენი ორგანოები და ასევე გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. სხეულისთვის საკმარისი ჟანგბადის მიღებაში ხელისშეშლით, ძილის აპნოემ შეიძლება ნაწილობრივ დააზიანოს თირკმლები. ასევე თირკმლების ქრონიკულმა დაავადებამ (CKD) შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოე ყელის შევიწროებით, ტოქსინების დაგროვებითა და სხვა გზებით.
კანის ქავილი
კანის ქავილი სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს მაშინ, როდესაც თირკმლები ვერ გამოდევნის ტოქსინებს და ისინი გროვდება სისხლში. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ან ქავილი. დროთა განმავლობაში, თირკმლებმა შეიძლება ვეღარ დააბალანსოს ორგანიზმში მინერალები და საკვები. ეს კი გამოიწვევს მინერალებისა და ძვლების დაავადებას, რის გამოც თქვენი კანი გახდება მშრალი და გექნებათ ქავილის შეგრძნება.
სახისა და ფეხების შეშუპება
როდესაც თირკმლები ეფექტიანად ვერ განდევნიან ნატრიუმს, ორგანიზმში გროვდება სითხე. ამ დროს სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს ისეთი ჩივილები, როგორიცაა შეშუპებული ხელები, ფეხები, ტერფები, ან სახე. ასევე შარდში ცილის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების ირგვლივ შეშუპება.
კუნთების კრამპი
სპაზმი, კრამპი ფეხებში, ან სხვაგან შესაძლოა იყოს ნიშანი თირკმლების ცუდი ფუნქციონირების. ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის ან სხვა ელექტროლიტების დონის დისბალანსმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი კუნთებისა და ნერვების მუშაობა.
სუნთქვის გაძნელება
თირკმლების დაავადების დროს თქვენი ორგანოები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისად ჰორმონს, რომელსაც ერითროპოეტინი ეწოდება. ეს ჰორმონები აძლევენ ნიშანს თქვენს სხეულს რომ სისხლის წითელი უჯრედები წარმოქმნან. ამის გარეშე თქვენ შესაძლოა ანემია გქონდეთ, ან სუნთქვის უკმარისობა იგრძნოთ. სითხის დაგროვება არის ამ მდგომარეობის კიდევ ერთი მიზეზი. სერიოზულ შემთხვევებში, ამ დროს დაწოლა უფრო ცუდად გაგრძნობინებთ თავს, ისე თითქოს იხრჩობით.
დაბინდული გონება
როდესაც თირკმლები ვერ ფილტრავს ყველა ტოქსინს თქვენი ორგანიზმიდან, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ტვინზეც. ანემიამ შესაძლოა დაბლოკოს თქვენი ტვინი ჟანგბადის საჭირო რაოდენობისგან. შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა, ან პრობლემები მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან. შეიძლება ისე დაიბნეთ რომ მარტივი დავალებების გაკეთებაც კი გაგიჭირდეთ... უფრო ვრცლად
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1740079624
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1740078840