პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1740079624
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ 9 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და მსახიობებს, ბაჩო ქაჯაიას და ანა ტყებუჩავას 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, მსახიობებმა ჯარიმა დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ, გასაჩივრება კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეეძლებათ.
გადაწყვეტილების გამოცხადებას შსს-ს წარმომადგენელი არ დასწრებია, რომელიც მსახიობების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობას ითხოვდა.
როგორც ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა აცხადებენ, 9 იანვარს რუსთაველის გამზირზე აქციას იმ დროს შეუერთდნენ, როდესაც ქუჩა უკვე გადაკეტილი იყო, რასაც კადრებიც ადასტურებს. გარდა ამისა, მსახიობების თქმით, გააჩნიათ ჩეკები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსთაველის გადაკეტვის დროს კაფეში იმყოფებოდნენ.
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1740079624
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1740078840