დაკავება

1785001357

ქუთაისში სამშენებლო კომპანიის ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავეს - გამოძიება მათ თანხების მითვისებასა და არარსებული ფართების გაყიდვას ედავება

მარინა ქებულაძე ერთ-ერთია იმ დაზარალებულებს შორის, რომლებსაც ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში საკუთარი ფართი უნდა მიეღოთ. თუმცა, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო, მესაკუთრეები ბინების გარეშე დარჩნენ.შპს "სკაიფორტის" ყოფილი და მოქმედი დირექტორები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს თანხები, რომლებიც მოქალაქეებმა საკუთარი ფართებისთვის გადაიხადეს. ქუთაისის მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, "სკაიფორტს" საცხოვრებელი კორპუსი 2019 წლის თებერვალში უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები საბოლოოდ არ შეასრულა.დაკავებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, თუმცა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო, მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.გამოძიების ინფორმაციით, ფართების სრულად რეალიზების შემდეგ, ბრალდებულებმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს არარსებული ფართებიც, ე.წ. "ჰაერი", მიჰყიდეს.გამოძიება სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და დაყადაღებული ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლო

1784999915

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმე - ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებულ ნიკო ხურცილავას ოვაციებით შეხვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმისთვის ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის თქმით, მოსამართლემ შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ არის, საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და ჩადენილი აღიარა. სწორედ ამიტომ, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკო ხურცილავას მხარდასაჭერად, დღეს დილიდან მისი მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ბრალდებულის ქმედება Youtube-პოდკასტში ონისე ოქრიაშვილის ხუმრობამ გამოიწვია, რომლითაც მან ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. ხურცილავას მეგობრები ამბობენ, რომ მათთვის, ძალადობასთან ერთად, მიუღებელია ისეთი იუმორიც, რომელიც სხვა ადამიანების ღირსებას აკნინებს.ნიკო ხურცილავას მხარდაჭერა ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებმაც გამოუცხადეს. საქალაქო სასამართლოში დღეს მწერლის შვილიშვილი მივიდა. ნოდარ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ხურცილავას ქმედება მისთვის არა ძალადობა, არამედ ღირსების დაცვა იყო.ძალადობის ფაქტი თბილისში 22 ივლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რის შემდეგაც თავად გამოცხადდა პოლიციაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურა

1784989656

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა."შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება ,,მარიხუანას”. ,,მეთადონს’’, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ორი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ფოტო

1784984400

„რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით, არ დადასტურებულა ოფიციალურად ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა“ - პროკურორი

ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა.პროკურორის, მედეა ცირამუას თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და გამოყენებული იქნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. გარდა ამისა, როგორც პროკურორი, მედეა ცირამუა ამბობს, რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით, არ დადასტურებულა ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა."მსურს, რომ ოჯახს გამოვუცხადო სამძიმარი, ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო და შემიძლია დარწმუნებით გთხრათ ის, რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ აუცილებლად, ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით, არ დადასტურებულა ოფიციალურად ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა," - აცხადებს პროკურორი, მედეა ცირამუა.

Foto

1784982937

მახინჯაურის სანაპიროსთან, ზღვაში, აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ მახინჯაურის სანაპიროსთან, ზღვაში, მცურავ სამხედრო დანიშნულების საბრძოლო აღჭურვილობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.არსებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა  შემთხვევა მაშინ შენიშნეს, როდესაც კატერით ზღვაში სეირნობდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საგანი ზღვიდან უკვე ამოღებულია და დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა.გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით.

foto

1784980980

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული სამედიცინოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - ალადაშვილის კლინიკა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა თითქმის ერთსაათიანი პროცესის შემდეგ დატოვა. სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული სამედიცინოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს.სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა, სასჯელის ფორმად კი ყველაზე მკაცრი - პატიმრობა გამოიყენა. საქმის დეტალებზე არ საუბრობს ნიკა კაპანაძის ადვოკატი.ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს საქმის პროკურორი. ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საქმეში მხოლოდ დაკავებულის დედის ჩვენებას ეყრდნობა, სამედიცინო ისტორიით ან სხვა დოკუმენტით კი არ დასტურდება.გამოძიებით დადგინდა, რომ კაპანაძეს, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს. თუმცა, ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, ორი ახალგაზრდა კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია.ნიკა კაპანაძეს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ფოტო

1784978859

„მოსამართლემ გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ბრალდებული თავად გამოცხადდა საპოლიციო დაწესებულებაში, აღიარა ჩადენილი ქმედება და მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში“ - ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმის პროკურორი

"ბრალდების მხარე აპელირებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, შესაბამისად, ეს არის ის საფრთხე, რაც მიგვაჩნია, რომ არსებობს საქმეში ობიექტურად, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ვითხოვდით გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია გირაოს ნაწილში," - ამის შესახებ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმის პროკურორმა, დავით დევიძემ განაცხადა.მისივე თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ, ამ ეტაპზე, ბრალდებული თავად გამოცხადდა საპოლიციო დაწესებულებაში, აღიარა ჩადენილი ქმედება და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში."ასევე, [მოსამართლემ] განმარტა, რომ ვინაიდან ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს კვეთა აქვს სისხლის სამართალთან, ეს მიიღო თვალთახედვაში და, შესაბამისად, მას შეუფარდა გირაო, 5000 ლარის ოდენობით. სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე განმარტა, რომ არ იყო საჭირო პატიმრობის გამოყენება," - აცხადებს პროკურორი დავით დევიძე.

სუსიიი

1784978749

სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყოსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს.

დაკავება

1784977440

მამის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.მათი ცნობით, შვილმა მამა თავის არეში რკინის ძალაყინის რამდენჯერმე ჩარტყმის გზით მოკლა, რის შემდეგაც გვამი სახლის ეზოში დამარხა."შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, მამა-შვილს შორის, მათსავე საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, შვილმა თავის არეში რკინის ძალაყინის რამდენჯერმე ჩარტყმის გზით მოკლა მამა, რის შემდეგაც გვამი სახლის ეზოში დამარხა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურა

1784976484

პროკურატურამ მამის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, მამა-შვილს შორის, მათსავე საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, შვილმა თავის არეში რკინის ძალაყინის რამდენჯერმე ჩარტყმის გზით მოკლა მამა, რის შემდეგაც გვამი სახლის ეზოში დამარხა."დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო

1784976437

ნიკო ხურცილავას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა - ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკო ხურცილავას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.ადვოკატი ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი 5000-ლარიან საპატიმრო გირაოს ითხოვდა.გამოძიების ცნობით, ბრალდებული, ონისე ოქრიაშვილს, ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, 22 ივლისს, ფიზიკურად გაუსწორდა ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, მოგვიანებით კი საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა.მას, ძალადობის მუხლით, ბრალი გუშინ წარუდგინეს.

ფოტო

1784973720

„მუქარით მოიპოვა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა“ - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.„თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული მუქარის შედეგად, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.