საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“  კანონში შესატან  ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა,  ვახტანგ ბაჩიაშვილმა  აღნიშნა,  რომ მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.

კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.