ლევან კბილაშვილის და

1759068255

„სულ გვჭირდები, ლევან…მაგრამ არის დღეები, როცა სიგიჟემდე გვინდა, რომ თუნდაც რამდენიმე წუთით გაჩნდე ჩვენს გვერდით...“ – ლევან კბილაშვილის და

ლევან კბილაშვილის და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ძმას მიმართავს.„სულ გვჭირდები, ლევან…მაგრამ არის დღეები, როცა სიგიჟემდე გვინდა, რომ თუნდაც რამდენიმე წუთით გაჩნდე ჩვენს გვერდით. ასეთი დღეა ახლა… ერთი წამით მაინც შემოიხედე…“ – წერს სალო კბილაშვილი.

ჯვართამაღლება

1758993656

„ყველაფერი ნიშნებია ღვთისგან ბოძებული ამ სამყაროში...“ - გიორგი ლობჯანიძე ჯვართამაღლების დღესასწაულზე წერს

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ჯვართამაღლების დღესასწაულზე წერს:„დღეს ჯვართამაღლებაა და ამავდროულად სოხუმის დაცემის დღე!სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ნიშნებია ღვთისგან ბოძებული ამ სამყაროში.ძველ ისტორიულ წყაროებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჯვარს ადრე ეგვიპტელთა წარმოდგენით გასაღების ფორმა ჰქონდა. წარმოითქმის, როგორც ,,ანხი".ჯვრის ზემო ნაწილი იყო მომრგვალებული და მას ნილოსის გასაღებს უწოდებდნენ. არასდროს ჭედავდნენ ვერცხლისგან, რადგან იგი მხოლოდ მზესთან იყო ასოცირებული და შესაბამისად, იჭედებოდა იმ მეტალისგან, რაც მის სიდიადეს მიესადაგებოდა.ანხი გაიგივებულია სვანურ ანგთან, რადგანაც ჩვენსა და ეგვიპტელებს შორის დიდი ისტორიული კავშირია.დროის გასვლასთან ერთად კი ჯვარი ბევრი ადამიანისთვის სიკვდილის სიმბოლოდ იქცა.რომის იმპერიაში უკიდურესი დასჯისა და შეურაცხჰყოფის აკორდი!თუმცა ჯვარი გახდა თავად პატიოსანი, რამდენადაც მიეახლა მას მაცხოვარი და ჭეშმარიტად შეიძინა უკვდავობისა და მარადიულობის თვისება!კონსტანტინე დიდმა კი წერტილი დაუსვა წარმართთა სიბეცეს და ბოლო მოეღო მათ აბსურდულ გამოხტომებს!ჯვარი ესაა გამარჯვება და ძლევა ყველა მანკიერებაზე და თვით სიკვდილზე! ჯვარი ესაა აღდგომის წინა სიუჟეტი, წინა პროცესი! ვისაც არ სჯერა აღდგომის, ის ვერც ჯვრის ძალას გაიგებს და ვერც მთლიანი ქრისტიანობის არსს ჩაწვდება!ქრისტიანული ცოდნა გავიმეორებ, რომ არაა საგანი, არაა ფორმულა, არაა მათემატიკა. სანამ ადამიანი თავს არ დაიმდაბლებს და გულის გასუფთავებას არ დაიწყებს, იქამდე ვერ გაუგებს ამ მიმართულებას ვერაფერს!ჩაკეტილი გულით და ტვინით ნამართი სხეულით წინსვლა ვერ იქნება. იქნება მხოლოდ ,,ამაოდ ბრძნობა."საქართველოს ისტორიაში კი მძიმედ რეზონირდა 1993 წლის 27 სექტემბერს ეს დღე. მე სულაც არ მიკვირს. ზუსტად 32 წელი შესრულდა დღეს იმ მოგონებიდან.თქვენ კი გეტყვით, რომ 27 სექტემბერს სოხუმი ოფიციალურად დაეცა, თორემ სოხუმი და აფხაზეთი უკვე მაშინ დაიკარგა, როცა ქართველი ქართველს ესროდა, როცა დაამხეს ბანდიტებმა კანონიერი ხელისუფლება და სათავეში მოვიდნენ ურწმუნო, უღმერთო, კომუნიზმში ჩაძირული ფორმირებები სულგაყიდული ედუარდ შევარდნაძის და ჯაბა იოსელიანის მეთაურობით!ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია მოკლეს! და სწორედ, იმ დღიდან მოყოლებული დაიწყო ქართველი ერის გარყვნა - წაბილწვა და სრული რეგრესი, რასაც 32 წელია იმკის ეს სახელმწიფო!ასე რომ საქართველო მაგ ომს ვერ მოიგებდა, ხოლო სანამ გარე მტერს დავადებთ ხელს, იქამდე შიგნით უნდა გაიწმინდოს პარაზიტებისგან ქვეყანა!ჯვარმა პატიოსანმა და ჩვენმა გონიერებამ ვინებოთ რომ გვესწავლოს შეფასება სიტუაციის. თეთრის და შავის გარჩევა!გილოცავთ და უკეთეს საქართველოში გვეცხოვროს!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ბარბარა

1758742043

"ფული რომ არ ჰქონდა, მეუბნებოდა, ნაყინი არ გეჭმევაო..." - გულწრფელი ინტერვიუ ბარბარა სამხარაძესთან

ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ წლების წინ პროექტ «ნიჭიერიდან» გაიცნო. კახელმა გოგონამ ჟიურის და მაყურებლის ყურადღება პირველივე წუთიდან მიიპყრო და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს.14 წლის იყო როცა პროექტში მოხვდა და სწორედ იმ ასაკიდან დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება დიდ ქალაქში დასთან ერთად, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიბნელეში დიდი ლამპიონით დაჰყვებოდა.დები დღეს ერთად მართავენ ბარბარა სამხარაძის მუსიკალურ სტუდიას და ოჯახს ფინანსურადაც თავად ეხმარებიან. ორი წლის წინ ბარბარამ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და შესანიშნავ ფორმაშია.საკუთარ ტრანსფორმაციაზე ახალგაზრდა მომღერალი და ავტორ-შემსრულებელი «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა. - ბარბარა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება სიახლეებს მალე გამოვა ჩემი მორიგი საავტორო სიმღერა «it’s over”, რომელიც ერთი წლის წინ დაიწერა. სიმღერის სახელწოდება არის დასრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა ჩემს ცხოვრებაში და დავბრუნდი იმ მდგომარეობაში საიდანაც აქ ჩავერთე. ვერ ვიტყვი, რომ სხვა ადამიანი გავხდი. ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა ხვდები რომ, უბრალოდ, წერტილი უნდა დასვა და მეც ასე მოვიქეცი.- როგორც ვხვდები პირად გამოცდილებას უკავშირდება ამ ეტაპის დასრულება? - კი პირადს ეხება, რადგან პირადის გარეშე არაფერი ხდება და არც იწერება. ჩემი აზრით ადამიანი სტრესში უნდა ჩავარდეს, იქიდან რომ სხვა ადამიანი გამოვიდეს. სიმღერა არის ჩემი სათქმელი, ეს არის ის გზა, რომლითაც ვამბობ რაც მინდა. ეს სიმღერა თითქოს ძალიან ნათლად გადმოსცემს იმას რაც იყო. სიმღერაში არის ასეთი ტექსტი ქართულად: ახლა ამ ყველაფერზე მეცინება, შენ ხარ დიდი ბავშვი და მე აღარ ვარ დედაშენი. გადაწელილ ემოციებს და გრძნობებს როცა სახელი არ ერქმევა უნდა დასრულდეს. მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი.- ბარბარა, როცა სცენაზე გამოჩნდით საკმაოდ ჭარბი წონა გქონდათ, რაც ბარიატრიით დაამარცხეთ, რთული იყო წონასთან ჭიდილი? - წონის ჭიდილი ბავშვობიდან არ მაქვს. მქონდა წონა, მაგრამ არ ვეჭიდებოდი. ჩემი თავი მიღებული მქონდა ისეთი, როგორიც ვიყავი. ჩემი ცხოვრება ჩემს იმ ვიზუალს მოვარგე, რაც მქონდა მაშინ. პირველად, წონის კლება 17 წლის ასაკში ვცადე და 25 კგ დავიკელი, მაგრამ როგორც ხდება სწრაფ კლებას მოსდევს სწრაფი მატება, რაც მენტალობაზეც ურტყამს და ამიტომ უნდა გაჩერდე. ჩემი დაკვირვებით, 21 წლიდან ადამიანი ხვდება, რომ ცვლილებების დროა. სხვა საკუთარი თავის დანახვა უნდა და ამას დაემთხვა ჩემი ოპერაციაც. 22 წლის ვიყავი როცა ბარიატრია გავიკეთე და 2023 წლის პირველი დეკემბრიდან 70 კგ დავიკელი. ახლა ვეგუები იმ სხეულს რომელიც არ მახსოვს და იმ ცხოვრების სტილს, რაც ამ ყველაფერმა მოიტანა. თითოეული დაკლებული კილოგრამი სიახლეა ჩემთვის. კონცერტზე რომ სხვას ამღერებდნენ, მეგონა, ვიზუალურად დიდი რომ ვიყავი, ამის გამო არ მამღერებდნენ, ეს მეგონა ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ შეიძლება ეს ასე არც იყო და მაგრამ მე ვქმნიდი დრამას. - ბარბარა, საკმაოდ პატარა ასაკში გადმოხვედი კახეთიდან საცხოვრებლად თბილისში დამოუკიდებლად, რთული იყო დიდ ქალაქში მარტო ცხოვრების დაწყება? - ფაქტობრივად, სოფელი «ნიჭიერის» გამო 14 წლის ასაკში დავტოვე და თბილისში წამოვედი. შეიძლება ითქვას, სანთლის შუქზე სიბნელეში გავიკვლიე გზა და ბევრჯერ "ტალახშიც" ჩავდგი ფეხი. გვერდით მედგა ჩემი და, რომელიც დიდი ლამპიონით მინათებდა გზას. ჩვენს უკან არავინ დგას, საკმაოდ მიზერულ ხელფასზე მუშაობდა და ასე ვირჩენდით თავს. მატერიალურად რთული დღეებიც გამივლია- თუმცა, შემდეგ, შენი სტუდია გახსენი, როგორ მოახერხე საკუთარი ბიზნესის წამოწყება ნულიდან? - პანდემიის დროს, საერთოდ არანაირი შემოსავალი არ გვქონდა. კონცერტებიც არ იყო. თავიდან აბადოკების გაკეთება დავიწყე, სულ 16 ცალი გავყიდე. მერე მივხვდი,  სჯობდა, ისეთი საქმე დამეწყო, რაც კარგად გამომდიოდა და ავიყვანე 5 მოსწავლე. ეს თანხა ჩემთვის საარსებოდ საკმარისი იყო, შემდეგ კი ნასესხები ფულით გავხსენი სტუდია. თუ არ გარისკე ადამიანმა, ვერ იცხოვრებ. ვფიქრობ ბევრმა ადამიანმა უნდა თქვას რომ მე ვიცხოვრე. მე ვცხოვრობ და ვრისკავ ყოველდღიურად. დაახლოებით 18 წლიდან, ჩემი თავის პატრონი მე თვითონ ვარ. გათამამებული გოგო არ ვყოფილვარ. დედას სულ ვეუბნები, რომ შეიძლება არ მომცე მილიონი, მაგრამ მომეცი უნარი იმის, რომ ვიშოვო მილიონი.გაჭირვებამ და სიდუხჭირემ ცხოვრება მასწავლა. უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე, დედამ „ჰელოუ კიტის“ პირსახოცი მიყიდა და მაჩუქა, ამ ზაფხულს კი ბატებიანი კეპი მიყიდა, მისთვის ისევ იმ ბავშვად ვრჩები, მაგრამ ესაა ფასდაუდებელი ჩემთვის. რაღაც მომენტში, როცა ვუყურებ ჩემს ტოლებს, ვფიქრობ, ეს მეც რომ მქონოდა, რა იქნებოდათქო, მაგრამ ეს არაფერი არ არის. მე მაქვს თავისუფლება მშობლებისგან. მთელი ცხოვრება მიწევს არჩევანის გაკეთება, ამიტომ ვირჩევ იმას, რაც მჭირდება.ბოლო 20 ლარი მქონია და კაფეში ვერ წავსულვარ ჩემს კურსელებთან ერთად. იმიტომ , რომ შესაძლოა დამირეკონ გადაღებისთვის, სადაც ტაქსით დამჭირდება წასვლა. სკოლაში ბანკეტზეც არ ვიყავი, რადგან ან მართვის მოწმობა უნდა ამეღო, ან ბანკეტზე უნდა წავსულიყავი, ორივე ერთად ვერ მექნებოდა, ამიტომ მართვის მოწმობა ავირჩიე. მახსოვს, დედა ბავშვობაში მეუბნებოდა, ნაყინი არ გეჭმევაო და არქონის ტკივილს ისე გადაფარავდა სტრესულად არ განმეცადა და მგონებოდა, რომ ნაყინი მართლა არ მეჭმებოდა. ბავშვებს ოცნებებში დისკომფორტს უქმნიან, იმიტომ რომ იმ შესაძლებლობას ვერ აძლევენ, რაც სჭირდება. ქვაზე და კიბეზე დამდგარი ბავშვი მომღერლობაზე რომ ოცნებობს, სასაცილოა, მაგრამ მე მაინც ვოცნებობდი, ხელს არ მიშლიდნენ და დღეს, სრულიად უცხო ადამიანები აკითხავენ სახლში. მობლებმა, მინიმუმ, უნდა გაამხნეონ შვილები.

არუნ ხათრი

1758382364

„ჰაიდელბერგის გულში, ჩემი ცხოვრების გულთან ერთად“ - არუნ ხათრი მეუღლესთან ერთად მოგზაურობს

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს. ამჯერად არუნ ხათრიმ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციურ ტექსტს ურთავს თან:„ჰაიდელბერგის გულში, ჩემი ცხოვრების გულთან ერთად. ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ ჯანმრთელობას — მაგრამ ზოგჯერ საუკეთესო განკურნება არ მოდის დარბაზიდან ან სამზარეულოდან, არამედ მოდის შენელებისგან... ახალი ადგილის ჩასუნთქვისგან...და იმ ხელის დაჭერისგან, რომელიც ყოველთვის შენთან იყო. ეს მოგზაურობა უბრალოდ რუტინიდან გამოღწევა არ არის — ეს არის შეხსენება, თუ რატომ ვცხოვრობთ ჯანსაღად: რათა გვქონდეს მეტი წელი, მეტი მოგონება და მეტი მზის ჩასვლა ერთად,“ - წერს არუნ ხათრი

ანრი ბიბინეიშვილი

1757702200

„სანამ ვსუნთქავ, წამით არ მოგიშორებ... მაპატიე, რომ ვერ გიშველე!“ - ანრი ბიბინეიშვილის ემოციური მოგონება

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და დედის გარდაცვალების შემდეგ მის გრძნობებს საჯაროდ უზიარებს საზოგადოებას:„ჩემო დახატულო, ჩემო ლამაზო, კეთილო, გამორჩეულო, დიადო, დიდებულო, ამაყო, საოცარო და განუმეორებელო! სანამ ვსუნთქავ, წამით არ მოგიშორებ დედი! არასდროს დე! მხოლოდ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ბოლოს მე დამინახე, მე შემიცხადე 25% გულით!მე გამიღიმე და ყველაფერი მითხარი იმ გაღიმებით დე! ჩემი ტანჯვაა ეგ კადრი და დავიტანჯო თუ შენ გაჩუქე უკანასკნელად ჩემი თავი, რომლისთვისაც შენ არსებობდი! შენი ოჯახისთვის! მაპატიე დე, მაპატიე, რომ ვერ გიშველე! თუ რამეში მიმართლებს, მხოლოდ შენი ნაკეთები მადლით დე! მიყვარხარ უსასრულოდ დე! დე! დე!“, - წერს ანრი ბიბინეიშვილი.

ირაკლი ფირცხალავა

1756754078

„მე ღმერთი ვნახე, მამის ხმით მკითხა: რჩები თუ მიდიხარ?“ - რას იხსენებს მომღერალი ირაკლი ფირცხალავა

ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ირაკლი ფირცხალავამ 24 წლის ასაკში კლინიკური სიკვდილი განიცადა. კლუბურმა ცხოვრებამ, დაუსრულებელმა წვეულებებმა და შეკრებებმა თანდათან შეარყია მისი ჯანმრთელობა. იმ საბედისწერო მომენტში, როდესაც იგრძნო, რომ გონებას კარგავდა, ირაკლიმ მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი სთხოვა დედას. სწორედ მაშინ, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მყოფმა, არა მხოლოდ გააცნობიერა სიცოცხლის ფასი, არამედ მოიპოვა რწმენა ღმერთის მიმართ.„ვარსკვლავების ფაბრიკის“ კურსდამთავრებულის ცხოვრება დაიყო „ადრე“ და „შემდეგ“ პრიოდებად, როდესაც ის სიკვდილს პირისპირ აღმოჩნდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა იმაზე, თუ რა მოხდა და როგორ აიძულა გარდამტეხმა მომენტმა გადაეხედა თავისი ცხოვრებისთვის.ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ მოხდა, როდესაც მომღერალი მოსკოვში ცხოვრობდა და სამსახურითა და დაუსრულებელი წვეულებებით იღლებოდა. მისმა სხეულმა ვერ გაუძლო დატვირთვას და ირაკლი დედის თვალწინ დავარდა. გაახსენდა, რომ გონება დაკარგა და ბნელ დერეფანში მოხვდა, სადაც თავიდან „შიში“ იგრძნო, შემდეგ კი მადლიერება.„მე ღმერთი ვნახე, მამის ხმით მკითხა: „მაშ, რჩები? თუ მიდიხარ?“ არა მგონია, იქ ვინმეს არჩევანი ჰქონდეს, მაგრამ მე მომცეს ეს შესაძლებლობა. უცებ მივხვდი, რამდენად უმნიშვნელოა ცხოვრებაში ყველაფერი: მანქანები, ნაღდი ფული, ბინები“, - ამბობს მომღერალი. მალევე გონს მოეგო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ: ზოგი მომხდარს მიკროინსულტად მიიჩნევდა, ზოგი კი კლინიკურ სიკვდილად.ფირცხალავამ ცხოვრების წესი შეიცვალა, რუსეთის დედაქალაქი დატოვა და უფრო რელიგიური გახდა. ახლა ის ბათუმში ცხოვრობს, სადაც მშვიდად შეუძლია ილოცოს. მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ პირადი ისტორია გააზიარა, რომელშიც ისაუბრა იმ მდგომარეობაზე, რომელიც სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე განიცადა, იუწყება 1tv.ru.მისი თქმით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ინტენსიური სამუშაოს გამო ზედმეტად დაიღალა: აწყობდა წვეულებებს, ხელმძღვანელობდა პროექტებს და რაღაც მომენტში მისმა სხეულმა ვეღარ გაუძლო ამას - გონება დაკარგა. მოგვიანებით, ექიმებმა დაადგინეს, რომ ეს მიკროინსულტი იყო. ინციდენტი დედის თვალწინ მოხდა.ქალი მაშინვე მეზობელ ექიმთან გაიქცა დახმარებისთვის. ირაკლის თქმით, სწორედ მაშინ განიცადა კლინიკური სიკვდილი. შეგრძნებები ჰგავდა ფილმებში ხშირად აღწერილს: ის აღმოჩნდა ბნელ სივრცეში, რომელიც დერეფანს მოგაგონებდათ, სადაც ძლიერი დისკომფორტი იგრძნო. რაღაც მომენტში მის წინ გამოჩნდა მანათობელი ბურთი, რომელიც თანდათან იზრდებოდა ზომაში და თეთრ გვირაბად გადაიქცა. მასთან მიახლოებისას მან იგრძნო გარკვეული შვება და მხარდაჭერა.როდესაც მომღერალი ნათელ სივრცეში აღმოჩნდა, მას გაუჩნდა კითხვა, სურდა თუ არა დარჩენა. მან გაიხსენა, რომ გრძნობები, რომლებიც იმ მომენტში აწუხებდა, წარმოუდგენელი იყო: სიყვარულის, სიხარულის, ბედნიერების და ყველა ყველაზე თბილი ემოციის ნაზავი, გამრავლებული უსასრულობაზე. ამის მიუხედავად, ის ფიქრობდა, რომ დაბრუნება სჭირდებოდა - მათ შორის დედის გამო, რომელსაც შემდეგ, როგორც ჩანს, გარედან ხედავდა. ქალი ისტერიკაში იყო და ცდილობდა მის ფსიქიკურად დამშვიდებას, იმეორებდა, რომ ნერვიულობა საჭირო არ იყო, რადგან „იქ“ კარგად იყო.მიუხედავად ამისა, გადამწყვეტი გახდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ იტანჯებოდა დედამისი, თუ ის არ დაბრუნდებოდა. მან გონებაში თქვა, რომ უნდა დაბრუნებულიყო, რათა მისი ცხოვრება კოშმარად არ გადაქცეულიყო. მისი თქმით, ამის შემდეგ პაუზა იყო - თითქოს მისი არჩევანი მოისმინეს. შემდეგ მან თითქმის ხუმრობით დაამატა, რომ ჯერ არც ერთი სოლო ალბომი არ გამოუშვია და ეს ასევე სიცოცხლის გადარჩენის მიზეზი იყო. როდესაც ფირცხალავამ გაიღვიძა, ის სახლში აღმოჩნდა.

ჯანეტი

1756729860

„ღვთისმშობლის ხატს ვევედრებოდი მთელი 9 თვე ლილიზე...“ - რას წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებენ გამომწერებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.ჯანეტმა ამჯერად გამომწერებს ეკლესიიდან გაუზიარა კადრები და წერს: „ამ ღვთისმშობლის ხატს ვევედრებოდი მთელი 9 თვე ლილიზე, რომ ბედნიერი და ჯანმრთელი დაბადებულიყო. ვიყოთ ყოველთვის მადლიერები.“ცნობისთვის, ჯანეტი და ნოე 2019 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანნა და ლილი. წყვილს უმცროსი ქალიშვილი 7 სექტემბერს შეეძინათ, გამომწერებს კი პატარა ლილი სულ, რაღაც რამდენიმე თვის წინ გააცნეს.

გარდაცვლილ

1756544233

„სულის ტკივილი იცით რა არის? ეგ სული მტკივა...“ - რას წერს ბათუმში ნაპოვნი გარდაცვლილი კაცის ახლობელი

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა, საბა ხარებავა გარდაცვლილი იპოვეს.ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.„სულის ტკივილი იცით რა არის??? ხოდა ეგ სული მტკივარომ გეტყოდი ყველაზე მეტად მიყვარხართქო გამიცინებდი.... ხო, არც არაფერი შეცვლილა, ისევ ყველაზე მეტად მიყვარხარ. რა გვეშველება უშენოდ ჩემო გულიანო ბიჭო“,- წერს გარდაცვლილის ახლობელი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებას, ამ დროისთვის, არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია, ფიქსირდება თუ არა გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი.

ცისნამი საყვარლიშვილი

1756402617

„ერთი წელი ტკივილით ვიცხოვრე და აწი ამ ერთ წელს საერთოდ გავაქრობ მეხსიერებიდან...“ - ცისნამი საყვარლიშვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს. ემიგრანტი „ფეისბუკში“ წერს, რომ მისი შვილი მასთან, ამერიკაში ბრუნდება:„ფაქტობრივად ერთი წელი სულ დარდში, ტირილსა და ტკივილში გავატარე. სულ ძალით ვიღიმოდი, ხათრის გულიზე. გული შუაზე მქონდა გაპობილი და სულ ვნერვიულობდი. მუდმივმა ნერვიულობამ კორტიზოლის დონე აწია ჩემს სხეულში და ამიტომ, რა დიეტა აღარ ვცადე, რა ღონეს აღარ მივმართე, მაგრამ ვერ ვიკლებდი, ძვრა ვერ ვუქენი ჩემს წონას.მას შემდეგ რაც ირაკლიმ მოგვწერა და გვითხრა რომ ამერიკაში დაბრუნება უნდოდა და ბილეთი გვეყიდა მისთვის, ჩემი სხეული დამშვიდდა, გულიც ჩადგა საგულეში და აგერ რამდენიმე დღეში სიმსუბუქეც ვიგრძენი. სულ ღიღინით დავდივარ და ისევ ისე მიხარია ცხოვრება.ვიცი ძალიან ბევრს უხაროდა ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი ჩემთან აღარ იყო და აი, თქვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. ჩემი შვილი ისევ ჩემთან იქნება და ყველაფერი მაგრად იქნება.მთელი ერთი წელი სოლიდარობას ვითხოვდი თქვენგან, და ზოგი ზედ მივლიდა, ისეთ საშინელ კომენტარებს მიწერდა. ყველას ცხოვრებაში არის აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდი. როცა ღმერთი და სამყარო გამოცდას გიწყობს. ერთი წელი ტკივილით ვიცხოვრე და აწი ამ ერთ წელს საერთოდ გავაქრობ მეხსიერებიდან. ჩემი ბიჭი ჩემს გულში იქნება და არასდროს დავტოვებ მარტო.მადლობა ჩემს დებს: ქეთი, ნინო, მადონას რომ მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარნენ. განსაკუთრებითი მადლობა მადონას, რომელიც მთელი ეს ერთი წელი დედობას უწევდა. ექიმთან მიჰყავდა, პატრონობდა და არაფერს აკლებდა.მადლობა ჩემს დისშვილს ანას რომელიც ირაკლის საუკეთესო მეგობარი გახდა. ჩემი ახალი ოჯახი დამეხმარა. ისევ სისხლმა გააკეთა თავისი გასაკეთებელი. ჩემს შვილს არაჩვეულებრივი მომავალი ექნება. „ჰაი სქულს” აქ დაამთავრებს და შემდეგ სტუდენტი გახდება. წინ თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ელოდება. საჩუქრად კი მანქანას ვახვედრებთ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მიშოვია ამხელა ამერიკაში.მოკლედ, ყველაფერი ცუდი გაქრა და მე ისევ ბედნიერი, ჯანმრთელი და მხიარული ცისნამი ვარ. ჩემს მტრებს მეხი დაეცემათ. ჩემი მოკეთეები კი ჩემსავით გაიხარებენ. მადლობა უფალს, სამყაროს და ყველას ვინც გულშემატკივრობს ჩვენს დედაშვილობას. მიყვარხართ!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

გგ

1755674820

ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯანო ანანიძეს ოჯახური შეკრება

ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯანო ანანიძემ მეუღლეებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს.ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და უამრავი გულთბილი კომენტარი დაიმსახურა.„ორი ლეგენდა“ „თვენ გენაცვალეთ“,- წერენ კომენტარებში. 

ქეთი ეგიდუნაშვილი

1755462333

ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი

ეზოთერიკოსი ნინი, რომელიც „ტიკ-ტოკზე“ პოპულარობით სარგებლობს, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენას შიფრავს. „მისი ტუჩის მოქმედება, აწევა, ნიშნავს, რომ ადამიანი არასერიოზულად გიყურებს და საერთოდ სხვა განზრახვა აქვს. იცოდეთ, რომ თუ ადამიანი არაფერს გეუბნება და წარბი აქვს აწეული, ის შენ არ გეთანხმება“.ნახეთ, ვიდეო: @ninis.magic3 სხეულის ენა - გავშიფროთ მიმიკები ☠️✍️🔮 #სხეულისენა #მაგია #მიმიკა #ფორიუ #ფორიუზე #qetiegidunashvili #tbilisi ♬ Mystic - Perfect, so dystopian  

ქეთი ქველაძე

1754425228

ქეთი ქველაძე მიმართვას ავრცელებს

ბლოგერი ქეთი ქველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარი ცხოვრების ცვლილებაზე საუბრობს.„5 წლის წინ ჩემთან რომ მოსულიყავი და გეთქვა, ქეთი, 5 წელში დააღწევ თავს შენს მოძალადე „ქმარს“, იყიდი ბინას, აიღებ მართვის მოწმობას და ბათუმში შენი მანქანით წახვალთ სამოგზაუროდ… არ დავიჯერებდი! ჩემი უდიდესი ოცნებები ახდა!1. დავიმსახურე უცხო ადამიანების სითბო და სიყვარული.2. ამ ხალხმა მაყიდინა ბინა!3. ავიღე მართვის მოწმობა და ამ ხალხმა მაყიდინა მანქანაც!ოთხი და ყველაზე მთავარი!- უფალს რომ არ ვუყვარდე და არ ზრუნავდეს ჩემზე, არც 3 ჯანმრთელ ანგელოზს მაჩუქებდა. არც ხალს შევუყვარდებოდი და ზოგადად, ამ წამს ან მკვდარი, ან ლოთი, ბოზი, ბარიგა, ნარკომანი, ქურდი ვიქნებოდი. ამიტომ მადლობა უფალო იმისთვის, რომ ბედნიერი ვარ და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიგზავნი სხვადასხვა ადამიანს, რომლებმაც მე დღეს აქამდე მომიყვანა.დედაჩემს და მამაჩემს ბედნიერი ცხოვრება არ ჰქონიათ (ერთი მაშინ იყო მამიკო ბედნიერი, როცა დედა მოიყვანა ცოლად და მე რომ გავჩნდი … მამიკოს გოგო ვიყავი და ვარ)ჩემი მშობლების წილი ბედნიერება მე მარგუნა უფალმა! ამ ცხოვრებაში ვერ იყვნენ ისეთი ბედნიერები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზეციდან მიყურებენ და ჩემით ხარობენ, რომ კარგი გოგო ვარ და რაც მე დამაკლეს, მე ჩემს შვილებს ვაძლევ.არავის უსწავლებია ჩემთვის სწორი ცხოვრება, არავის აუხსნია, რომ შვილები არ უნდა მივატოვო… ბევრი შეცდომის შემდეგ, ჩემით მივხვდი, რა არის სწორი და რა არასწორი.არ ვარ ბოროტი! იმიტომ, რომ დედ-მამა-ბებია მყავდა კეთილები  კი ტუტუცი და უზრდელი ვარ, თუმცა როგორსაც დამიმსახურებენ, ისეთი ვხდები! და ბოლოს, მე რომ თავის დროზე პატრონი მყოლოდა, დღეს იმაზე უკეთესი, შემდგარი ქალი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ. თუმცა, მადლობა უფალს, რომ სწორი გზა დამანახვა და ლაფიდან ამომათრია“, - წერს ქეთი ქველაძე.