ზელენსკი

1777965528

სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა უკრაინაზე თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება - ზელენსკი

სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ თავდასხმას.მისი ინფორმაციით, წუხელ რუსებმა პოლტავას ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ზელენსკი წერს, რომ რუსებმა ასევე დაარტყეს ხარკოვის ოლქს, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თავდასხმა განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნიპროში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა. პავლოგრადში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა.„საერთო ჯამში, რუსეთის მთავარი სამიზნე ღამით ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება. რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ცეცხლი და ეს შეაჩერებს ომს და ჩვენს პასუხს. საჭიროა მშვიდობა მის მისაღწევად რეალური ნაბიჯების გადადგმა. უკრაინა ანალოგიურად იმოქმედებს“, - აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკი

1777922089

აშშ და რუსეთი განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტას, მნიშვნელოვანია, ჩვენმა მხარემ იცოდეს, რაზე თანხმდებიან - ზელენსკი

9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის იდეა არასერიოზულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევს ჯერჯერობით არ მიუღია ოფიციალური წინადადება.„ამერიკელებმა რუსებთან ისაუბრეს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს. იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა. ოფიციალურად არავინ დაგვკავშირებია და არც ოფიციალურად შემოუთავაზებიათ არაფერი. ბოლოს და ბოლოს, ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამერიკა და რუსეთი განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტას. როგორ ცეცხლის შეწყვეტას? მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მხარემ იცოდეს, რაზე თანხმდებიან. ერთდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, მანამდე კი ჩვენი ხალხის ხოცვა, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა. დღეს ხარკოვის ოლქი, გუშინ დნიპრო. დაღუპულები, დაჭრილები, მოზრდილები, ბავშვები. ამის შემდეგ იმის თქმა, რომ მოდით, ერთი დღით გავჩერდეთ, რომ აღლუმი ჩავატაროთ – სერიოზული არ არის. ჩვენ რუსეთის გამო დღესასწაულები არ გვაქვს. 9 მაისის შემდეგ ისინი კვლავ დაგვხოცავენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ომი უკრაინაში

1777874574

გასული დღის განმავლობაში რუსეთის იერიშებს უკრაინაში 10 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო და საჰაერო იერიშებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 76 კი დაშავდა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ქვეყნის 5 რეგიონის ადმინისტრაციამ დაადასტურა.პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2 რუსულ პორტზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაზიანდა რუსეთის 3 ნავთობტანკერი, ფრთოსანი რაკეტების მატარებელი სამხედრო ხომალდი და საპატრულო კატარღა.ხომალდების დაზიანების ხარისხის შესახებ დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტანკერები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო, რომელსაც მოსკოვი 2022 წელს დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს.უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა 269 დრონი გაუშვა, რომელთაგან 249 ჩამოაგდეს ან რადიოელექტრონული საშუალებებით გაანეიტრალე

ზელენსკი

1777551180

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დახმარების შეწყვეტის მხარდაჭერით ვენსი რუსებს ეხმარება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტის ქების გამო გააკრიტიკა. Newsmax-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია რუსეთისთვის სასარგებლოა და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს ასუსტებს.ეს განცხადება ვენსის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილების საჯარო დაცვას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც აშშ-მა კიევისთვის იარაღის პირდაპირი გადაცემა შეწყვიტა. კერძოდ, ვენცის განცხადების, ის „ამაყობს“ იმით, რომ აშშ აღარ ყიდულობს იარაღს უკრაინაში გასაგზავნად.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირება, საბოლოო ჯამში, მოსკოვის პოზიციებს აძლიერებს.„თუ ჯეი დი ვენსი ამაყობს იმით, რომ არ გვეხმარება, ეს ნიშნავს, რომ ის ეხმარება რუსებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს აძლიერებს.რუსეთი მტერია. ისინი ყოველთვის იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების მტრები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი

1777546920

ზელენსკი აცხადებს, რომ დროებით ზავზე რუსეთის ინიციატივის შესახებ თავის ადმინისტრაციას ტრამპის გუნდთან დაკავშირება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ზავთან დაკავშირებულ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ადმინისტრაციას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდთან დაკავშირება და რუსული წინადადების დეტალების გარკვევა დაავალა.„ჩვენ გავარკვევთ, რაზეა საუბარი, მოსკოვში აღლუმის რამდენიმესაათიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე თუ სხვა რამეზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ომის დასასრულებლად საჭირო დიპლომატიურ სამუშაოებს ახორციელებს.„ჩვენი წინადადებაა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც უზრუნველყოფს ხალხის საიმედო უსაფრთხოებას და ხანგრძლივ მშვიდობას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინა მზადაა, ამ მიმართულებით იმუშაოს ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში.შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს 9 მაისის აღლუმთან დაკაშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა. იური უშაკოვის თქმით, ტრამპმა „ინიციატივას აქტიურად დაუჭირა მხარი“.

ოდესა

1777531864

ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.გავრცელებული ინფორმაციით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა საცხოვრებელ სექტორსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. შედეგად, დაზიანებულია ქალაქის ცენტრში მდებარე კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები, სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობები, საბავშვო ბაღი და ავტომობილები. თავდაპირველად, ექვსი დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ზელენსკი

1777530552

ზელენსკიმ ბელარუსული საწარმოებისა და ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება. სანქციები დაუწესდება ბელარუსულ საწარმოებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიაში.სანქციები ასევე გავრცელდება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაახლოებულ პირებზეც.„ეს ჩვენი მრავალი პარტნიორისთვის სიგნალია იმის შესახებ, თუ სად უნდა განხორციელდეს ზეწოლა ამ ომის მასშტაბისა და ინტენსივობის შესამცირებლად. ბელარუსი ამ ომში არ უნდა ჩაერთოს. არ უნდა განხორციელდეს ოპერაციები სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ და რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.სანქციების პაკეტი ბელარუსის 16 მოქალაქეს და 11 იურიდიულ პირს მოიცავს. უკრაინამ სანქციები დაუწესა იმ ბელარუსულ საწარმოებს, რომლებიც რუსეთის ძალებისთვის 122 მმ-იან და 152 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ. დასანქცირებულ პირებს შორის არიან ბელარუსის პრეზიდენტის შვილები – ვიქტორ და დმიტრი ლუკაშენკოები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის ექსპორტში, ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებასა და ბელარუსის გავლით რეექსპორტში.სანქირებულ პირებს შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკოს ნდობით აღჭურვილი პირი ვიქტორ შეიმანიც, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა. სწორედ შეიმანს უკავშირებენ ე.წ „სიკვდილის რაზმების“ ორგანიზებას, რომლებიც მიზანში იღებდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს. ის ასევე მიიჩნევა რუსულ და ბელარუსულ კომპანიებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემების ერთ-ერთ ორგანიზატორად.შეიმანი უკვე სანქცირებულია აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და კანადის მიერ.

დავით ღოღაძე

1776964690

უკრაინაში ორი წლის წინ დაღუპულ დავით ღოღაძეს საქართველოში 25 აპრილს ჩამოასვენებენ

უკრაინაში ორი წლის წინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს საქართველოში 25 აპრილს ჩამოასვენებენ.თელაველი დავით ღოღაძის ცხედრის საქართველოში გადმოსასვენებლად, უკრაინაში მისი ძმა იმყოფება.ახლობლების ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ღოღაძის დაღუპვის დღემდე არ იცოდნენ, რომ ის უკრაინაში იბრძოდა.ღოღაძის ცხედრის გადმოსვენება, საბრძოლო მოქმედებების გამო, ვერ ხერხდებოდა.დავით ღოღაძე უკრაინაში 2024 წლის 7 მაისს დაიღუპა. ის ქართულო საბრძოლო ქვედანაყოფოს „შავი არწივის“ წევრი იყო.ბრძოლაში მასთან ერთად, ქვედანაყოფის შემადგენლობიდან, ქართველი მებრძოლი ბესო ლომიძეც დაიღუპა.ღოღაძე და ლომიძე ავდეევკის მიმართულებით მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლნენ.დავით ღოღაძეს თელავში დაკრძალავენ.

ზელენსკი

1776941250

ზელენსკი: მთავარია, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიად დარჩეს და „პუტინლენდი“ არ გახდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც დონბასისთვის „დონილენდის“ გადარქმევის იდეას ეხებოდა.ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს „დონილენდის“ ტერმინი არ გამოყენებულა.„მოლაპარაკებებში არ გამოყენებულა სხვა ტერმინები, გარდა „დონეცკის რეგიონი“, „ლუგანსკის რეგიონი“, „ჩვენი დონბასი“ ან „უკრაინის ტერიტორია“. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ამას ადასტურებს. ჩემი აზრით, მთავარია, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიად დარჩეს და „პუტინლენდი“ არ გახდეს. ეს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.მანამდე, „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მომლაპარაკებლები გამოდიოდნენ შეთავაზებით, დონბასის ნაწილს „დონილენდი“ ეწოდოს. გამოცემის ცნობით, ისინი ამგვარად ცდილობდნენ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას. როგორც ანონიმური წყაროები აცხადებენ, პირველად ეს ტერმინი უკრაინელმა მომლაპარაკებელმა ნახევრად ხუმრობით ახსენა.„შემდგომში აღნიშნული ტერმინი ხშირად იყო გამოყენებული მოლაპარაკებების პროცესში“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

დრუჟბა

1776859043

უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა

უნგრული ნავთობკომპანია Mol-ის ცნობით, „უკრტრანსნაფტმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ სისტემის მეშვეობით ბელარუსიდან უკრაინაში ნედლი ნავთობის შედინება 22 აპრილს, შუადღისას დაიწყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.MOL ვარაუდობს, რომ ნედლი ნავთობის პირველი მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში არაუგვიანეს ხვალიდან განახლდება.Reuters-ის, ცნობით, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ნავთობის მიწოდება, შესაძლოა, ხუთშაბათს დილით განახლდეს.

უკრაინის დროშა

1776833871

ზაპოროჟიეს ოლქზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

 უკრაინაში ომი არ წყდება - ზაპოროჟიეს ოლქზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები, სახელმწიფო და საცხოვრებელი შენობები. გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია.პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული თავდასხმის დროს დაზიანებული ნავთობსადენი "დრუჟბა" აღდგენილია. საპასუხოდ კი უკრაინა ევროკავშირის მხრიდან 90 მილიარდიანი ევროს დახმარების პაკეტის განბლოკვას იმედოვნებს. 

ვალერი გერასიმოვი

1776769956

ვალერი გერასიმოვი აცხადებს, რომ 2026 წელს რუსეთის ძალებმა უკრაინაში 1700 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს და დონბასის მიმართულებით უკრაინული ძალები რკალში მოაქციეს

რუსეთის ძალებმა წელს უკრაინაში 1700 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს და დონბასის მიმართულებით უკრაინული ძალები რკალში მოაქციეს –  ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის კომენტარს „როიტერი“ ავრცელებს.როგორც გერასიმოვმა აღნიშნა, რუსულმა ძალებმა სლავიანსკის, კრამატორსკის და კოსტიანტინოვკას მიმართულებით წინ წაიწიეს.„წლევანდელი წლის დასაწყისიდან ჩვენი კონტროლის ქვეშ სულ 80 დასახლებული პუნქტი და 1700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია მოექცა“, – განაცხადა გერასიმოვმა.„როიტერი“ წერს, რომ  მოსკოვის შეფასებით, რუსეთი აკონტროლებს დონბასის დაახლოებით 90%-ს, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების დაახლოებით 75%-ს და ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების ნაწილს.