რუსეთს ჰყავს მძლავრი სამხედრო მანქანა - „მათ დამარცხეს ჰიტლერი, მათ დაამარცხეს ნაპოლეონი“ - ტრამპი

დონალდ ტრამპი

რუსეთს ჰყავს დიდი, მძლავრი სამხედრო მანქანა, რომელმაც ჰიტლერისა და ნაპოლეონის დამარცხება შეძლო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

„მათ [რუსებს] ჰყავთ დიდი, მძლავრი მანქანა. გესმით? მათ დაამარცხეს ჰიტლერი, მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ომობდნენ. ისინი ამას აკეთებდნენ მანამდეც“, - თქვა ტრაპმა.

ამასთან ერთად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ძლიერი არმიის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს.