არუნ ხათრი

1794777847

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები... დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე, რომლებიც, შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას დაეხმაროს.მის მიერ დასახელებულ საკვებს შორის პირველ ადგილზეა თევზი, განსაკუთრებით ის სახეობები, რომლებიც სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.მეორეა კვერცხი, მესამე პროდუქტად ექსპერტი ასახელებს ტყეში ბუნებრივად გაზრდილ სოკოს, ხოლო მეოთხე ჯგუფში – სხვადასხვა ფერისა და სახეობის ბოსტნეულს. მისი თქმით, ყოველდღიურ რაციონში მწვანე, წითელი, ყვითელი, იისფერი და სხვა ფერის ბოსტნეულის მრავალფეროვანი კომბინაცია ორგანიზმს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.  

თირკმელები

1794776941

10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემაზე მიგვანიშნებს

კვლევების თანახმად, შესაძლოა ძილის აპნოესა და თირკმელების ქრონიკულ დაავადებას (CKD) შორის კავშირი იყოს. ამ უკანასკნელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა დააზიანოს თქვენი ორგანოები და ასევე გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. სხეულისთვის საკმარისი ჟანგბადის მიღებაში ხელის შეშლით, ძილის აპნოემ შეიძლება ნაწილობრივ დააზიანოს თირკმელები. ასევე თირკმელების ქრონიკულმა დაავადებამ (CKD) შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოე ყელის შევიწროებით, ტოქსინების დაგროვებითა და სხვა გზებით.კანის ქავილიკანის ქავილი სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს მაშინ, როდესაც თირკმელები ვერ გამოდევნის ტოქსინებს და ისინი გროვდება სისხლში. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ან ქავილი. დროთა განმავლობაში, თირკმლებმა შეიძლება ვეღარ დააბალანსოს ორგანიზმში მინერალები და საკვები. ეს კი გამოიწვევს მინერალებისა და ძვლების დაავადებას, რის გამოც თქვენი კანი გახდება მშრალი და გექნებათ ქავილის შეგრძნება.სახისა და ფეხების შეშუპებაროდესაც თირკმელები ეფექტიანად ვერ განდევნიან ნატრიუმს, ორგანიზმში გროვდება სითხე. ამ დროს სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს ისეთი ჩივილები, როგორიცაა შეშუპებული ხელები, ფეხები, ტერფები, ან სახე. ასევე შარდში ცილის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების ირგვლივ შეშუპება.კუნთების კრამპისპაზმი, კრამპი ფეხებში, ან სხვაგან შესაძლოა იყოს ნიშანი თირკმელების ცუდი ფუნქციონირების. ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის ან სხვა ელექტროლიტების დონის დისბალანსმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი კუნთებისა და ნერვების მუშაობა.სუნთქვის გაძნელებათირკმლების დაავადების დროს თქვენი ორგანოები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისად ჰორმონს, რომელსაც ერითროპოეტინი ეწოდება. ეს ჰორმონები აძლევენ ნიშანს თქვენს სხეულს რომ სისხლის წითელი უჯრედები წარმოქმნან. ამის გარეშე თქვენ შესაძლოა ანემია გქონდეთ, ან სუნთქვის უკმარისობა იგრძნოთ. სითხის დაგროვება არის ამ მდგომარეობის კიდევ ერთი მიზეზი. სერიოზულ შემთხვევებში, ამ დროს დაწოლა უფრო ცუდად გაგრძნობინებთ თავს, ისე თითქოს იხრჩობით.დაბინდული გონებაროდესაც თირკმელები ვერ ფილტრავს ყველა ტოქსინს თქვენი ორგანიზმიდან, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ტვინზეც. ანემიამ შესაძლოა დაბლოკოს თქვენი ტვინი ჟანგბადის საჭირო რაოდენობისგან. შესაძლოა იგრძნოთ თავბრუდახვევა, ან პრობლემები მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან. შეიძლება ისე დაიბნეთ რომ მარტივი დავალებების გაკეთებაც კი გაგიჭირდეთ... უფრო ვრცლად

ლატარია

1794776596

ლატარიის საიდუმლო კოდი - რომელი ციფრები მეორდება ყველაზე ხშირად გამარჯვებულ ბილეთებში?

ლატარიები ათწლეულებია მილიონობით ადამიანს იზიდავს. ერთი ბილეთი და მილიონების მოგების შანსი ბევრს აძლევს იმედს, რომ ცხოვრება ერთ დღეში შეიცვლება. თუმცა, ჩნდება კითხვა: არსებობს თუ არა ციფრების ისეთი კომბინაცია, რომელსაც მოგება ყველაზე ხშირად მოაქვს? აქვთ თუ არა ციფრებს მეხსიერება?პირველი და ყველაზე მთავარი წესი, რომელიც მათემატიკოსებმა და სტატისტიკოსებმა იციან, ის არის, რომ ლატარიის ბურთებს მეხსიერება არ აქვთ.თუ კონკრეტული რიცხვი (მაგალითად, 7) წინა გათამაშებაში ამოვარდა, ეს არ ზრდის ან ამცირებს იმის შანსს, რომ ის მომავალ ტირაჟშიც გამოჩნდება. კლასიკურ ლატარიებში (სადაც ციფრები შემთხვევითი პრინციპით ირჩევა) თითოეულ კომბინაციას ზუსტად ერთნაირი მათემატიკური ალბათობა აქვს, მიუხედავად იმისა, ეს იქნება თანმიმდევრული რიცხვები (1, 2, 3, 4, 5, 6) თუ „აურზაურით“ შერჩეული ნომრები.ყველაზე პოპულარული ციფრებიმიუხედავად იმისა, რომ შანსები თანაბარია, ადამიანების ფსიქოლოგია ლატარიის თამაშისას სრულიად პროგნოზირებადია. კვლევები აჩვენებს, რომ მოთამაშეების უმრავლესობა ინსტინქტურად ირჩევს კონკრეტულ წყობებს. ესენია:თარიღები და დაბადების დღეები: ადამიანების უდიდესი ნაწილი ნომრების შერჩევისას ეყრდნობა ოჯახის წევრების დაბადების თარიღებს, წლებს ან მნიშვნელოვან დღეებს.აღსანიშნავია, რომ 31-ზე მეტი რიცხვები (მაგალითად, 35, 42, 49) ბევრად უფრო იშვიათად იწერება ბილეთებზე.შედეგი კი ის არის, რომ თუ ასეთ „თარიღებზე დაფუძნებული“ კომბინაცია მოიგებს, პრიზი, დიდი ალბათობით, ძალიან ბევრ გამარჯვებულზე უნდა გადანაწილდება და მოგება ნაკლებ თანხას შეადგენს.რომელმა ციფრებმა მოიგეს ყველაზე მეტად ისტორიაში?თუ გადავხედავთ მსოფლიოს უდიდესი ლატარიების (როგორიცაა ამერიკული Powerball ან Mega Millions) მრავალწლიან სტატისტიკას, აღმოჩნდება, რომ გარკვეულმა ნომრებმა სტატისტიკურად უფრო ხშირად გაიჟღერეს, ვიდრე სხვებმა:მაგალითად, ისეთმა ციფრებმა, როგორიცაა 32, 23, 38, 41 და 17, სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში რეკორდული სიხშირით მოახერხეს მომგებიან კომბინაციებში მოხვედრა.დამატებითი ბურთების კატეგორიაში ხშირად ლიდერობდა ციფრი 24 და 18.ყველაზე უცნაური გამარჯვებული წყობებიისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ლატარიამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იშვიათად წერენ ბილეთზე ზედიზედ მიყოლებულ ციფრებს (მაგ. 1, 2, 3, 4, 5), მსოფლიოს სხვადასხვა ლატარიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზუსტად ასეთმა წყობამ გაიმარჯვა.დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც ზუსტად იგივე ექვსი ციფრი, რაც წინა კვირას ამოვარდა, მეორე კვირასაც განმეორდა.როგორია იდეალური „სტრატეგია“?რადგან გამარჯვებული ციფრების ზუსტად წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ექსპერტები იძლევიან რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მათთვის, ვისაც ლატარიის თამაში უყვარს:1. გადასცდით 31-ს: თუ ირჩევთ რიცხვებს, შეეცადეთ გამოიყენოთ 31-ზე მაღალი ციფრებიც. ამით შეამცირებთ შანსს, რომ მოგების შემთხვევაში პრიზი ასობით სხვა ადამიანთან მოგიწიოთ გაყოფა.2. გამოიყენეთ შემთხვევითი არჩევანი: სტატისტიკურად, ლატარიის ჯეკპოტების უდიდესი ნაწილი სწორედ კომპიუტერის მიერ შემთხვევით შერჩეულმა ბილეთებმა მოიგო და არა „გააზრებულმა“ თარიღებმა.3. ითამაშეთ გონივრულად: ლატარია გართობაა და არა შემოსავლის წყარო. არასოდეს დახარჯოთ მასში იმაზე მეტი ფული, რისი დაკარგვისთვისაც მზად ხართ.წყარო

არუნ ხათრი

1794773046

არუნ ხათრი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამხელს

არუნ ხათრი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამხელს.„ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო: შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა! ასაკის მატებასთან ერთად სხეულის ზედმეტი ცხიმი ზრდის გულის დაავადებების, ტიპი 2 დიაბეტის, სახსრების პრობლემებისა და მეტაბოლური დარღვევების რისკს.ჯანსაღი სხეულის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზა სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაა. საუზმე დღის მთავარი კვება უნდა იყოს! მიიღეთ ხარისხიანი ცილა, მაგალითად, კვერცხი. ცილა გვეხმარება კუნთოვანი მასის შენარჩუნებაში ასაკის მატებასთან ერთად. აირჩიეთ ნოყიერი და ნატურალური პროდუქტები. საუზმეში ჩართეთ ბოსტნეული და ჯანსაღი ცხიმები.გახსოვდეთ, ჯანმრთელობა მხოლოდ სიგამხდრე არ არის. მთავარია კუნთოვანი მასის შენარჩუნება, სხეულის ზედმეტი ცხიმის თავიდან აცილება და ორგანიზმის სწორად კვება“, - ვკითხულობთ ინდური ხალხური მედიცინის, აიურვედას ექსპერტი. 

ავარია

1794772496

„გუშინ ერთად ვიყავით… როგორი მოწყენილი და სევდიანი იყავი, გიო“ - რას წერენ ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდაზე

ლანჩხუთში მატარებლისა და მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპულ ახალგაზრდას, გიორგი ცეცხლაძეს გლოვობენ.„როგორ მიმძიმს და სული მეგლიჯება… არ მინდა მივიღო ეს აუტანელი ტკივილი… არ მინდა დავიჯერო, გიო … პირველი კლასიდან დღემდე ჩემი ბექუნას გვერდით ხარ, მერე ბექუნას მეჯვარე, გიო … გუშინ ერთად ვიყავით … როგორი მოწყენილი იყავი და სევდიანი გიო… ერთი კვირის წინ ჩემთან, მონასტრიდან ერთად ამოვედით... მიჭირს …მიმძიმს უკვე წარსულში ფიქრი, გიო... კარგო ადამიანო, კარგო გაზრდილო შვილო, ჩემი ოჯახის წევრო, უანგარო ბიჭო… მზრუნველო… საშინელი დილა გაგვითენდა, გიო, გაუსაძლისი … მამაოს ზარი ბექასთან დღეს საშინელება იყო … არა, არ მინდა ამის მიღება... ნათელი გიო შენს ლამაზ სულს, მარადიულ სასუფეველში… შეხვედრამდე, ჩემო გიო …ეს წუხელ ძალით გადაღებული ფოტოა… კადრებს ვეძებ, გიო…. მიყვარხარ შენი ცირა ( დე ) ასე მეძახდი …ირი, მერაბი, მოთმინება და გამძლეობა მოგცეთ უფალმა“, - წერს დაღუპული ბიჭის ახლობელი.ცნობისთვის, ლანჩხუთში მატარებლისა და მანქანის შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიღუპა | შემთხვევა ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე მოხდა.გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კიბო

1794772112

კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მიმართვას ავრცელებს

ნუტრიციოლოგი, მამუკა რაშოიანი ბროკოლის სასარგებლო თვისებების შესახებ წერს:„კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია. გაზარდეთ სახლში ამ მეთოდით.ყველასთვის ცნობილია, რომ ბროკოლი ძალიან სასარგებლოა. ამ მწვანე ბოსტნეულში ვიტამინი C-ს სამმაგი ნორმა, მაგნიუმი და ბევრი მკვებავი მიკროელემენტია.მეცნიერებმა კიბოს წამლის ძიების პროცესში, ექსპერიმენტების სენსაციური შედეგები მიიღეს. დამტკიცებულია, რომ მწვანე კომბოსტო სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, ღვიძლის, კუჭის კიბოს წინააღმდეგ კარგად მუშაობს. ადამიანები, რომლებიც კვირაში 1კგ ბროკოლის ჭამენ, ონკოლოგიური დაავადებების რისკი ნაკლებად აღენიშნებათ.აღმოჩნდა, რომ ბროკოლის თესლები ანტიოქსინდანტური თვისებებით უფრო მეტად ხასიათდება.ბროკოლის თესლები კიბოს წინააღმდეგაშშ-ში, ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბროკოლის თესლებში არის ნივთიერება, რომელიც ადამიანის სხეულიდან ტოქსინებს გამოდევნის. სულ რაღაც 150გრამის მოხმარება დღეში ადამიანებში ორგანიზმის დაბინძურების რისკს შეამცირებს.ამასთან, აუტიზმით დაავადებულმა ადამიანებმა ბროკოლის მიღებით უკეთესი სოციალური აქტივობა და ვერბალური ურთიერთობა აჩვენეს. სულფორაფანი აუმჯობესებს უჯრედებში ენერგეტიკულ ცვლას და ამსუბუქებს ნეიროანთებით პროცესებს, რაც აუტიზმის სიმპტომებს ამცირებს.ეს მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტი უამრავი დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა:წმენდს ორგანიზმს.1.ქოლესტერინის დონეს ამცირებს2.დიაბეტის სიმპტომებს ამსუბუქებს3.გრიპის ვირუსს ავლენს4.ანტიბაქტერიულია5.ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს6.იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნებლობისგან7.იცავს ტვინს ანთებისგან8.აუმჯობესებს მხედველობას, კანს უფრო ელასტიურს და აახალგაზრდულს ხდის“ 

გიორგი ცეცხლაძე

1794767689

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ქობულეთელი გიორგი ცეცხლაძე დაიღუპა.„სამაგალითო მშობლების საუკეთესო შვილი...  როგორ მენანება მშობლები ამ საშინელი ტკივილის ასატანად.  უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. დიდი დანაკლისია ასეთი ღირსეული ახალგაზრდა ადამიანის დაკარგვა“, - წერს ოჯახის ახლობელი.შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს  

გასახდომი ინიექციები

1794766584

გასახდომი ინექციების უკუჩვენებები - შესაძლოა თუ არა წონის დასაკლებად გამოყენებულმა პოპულარულმა პრეპარატებმა მხედველობის დაზიანება გამოიწვიოს

სილამაზის დამკვიდრებულმა სტანდარტებმა და წონის სწრაფად კლების სურვილმა გასახდომი ინექციები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად აქცია.თავდაპირველად, GLP-1 რეცეპტორების აგონისტები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის შეიქმნა. მოგვიანებით, სიმსუქნის სამკურნალოდაც დამტკიცდა, თუმცა მალევე, მთელ მსოფლიოში, ამ ინექციების თვითნებური გამოყენება დაიწყეს შესაბამისი სამედიცინო ჩვენების გარეშე, მხოლოდ წონის დაწყების მიზნით. ამ ეტაპზე, მათი მოხმარების მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. ერთი თვის წინ, სამართალდამცველებმა ბრიტანეთში ფალსიფიცირებული ინექციების საცავი აღმოაჩინეს, საიდანაც მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდნენ, ვრცელდება ინფორმაცია მის შემადგენლობაში დარიშხანის აღმოჩენის შესახებაც.პრეპარატების გაყალბების შემთხვევები მათზე ხელმისაწვდომობის სირთულეს უკავშირდება. მაღალია მოთხოვნა და რთულია მიწოდების ბალანსი.ამ ჯგუფის ინექციების შეძენა აფთიაქებში, მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე არის შესაძლებელი. ექიმთან კონსულტაციის გვერდის ავლით კი პრეპარატებს მსოფლიო მასშტაბით შავ ბაზარზე ყიდულობენ. ამ დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას წამლის ხარისხი, შენახვის ტემპერატურის პირობები და, შესაბამისად, იზრდება ისედაც არაერთი უკუჩვენების მქონე წამლის გამოყენების საფრთხეები.წონის კლების მსურველები მარტივ გზას საქართველოშიც მიმართავენ. განცხადებები მრავლად არის ინტერნეტ სივრცეში.გასახდომი ინექციების რეალიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ არც ექიმები არიან და არც ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზიას ფლობენ, თამამად ურჩევენ პაციენტებს საკმაოდ ბევრი უკუჩვენების მქონე პრეპარატებს და არწმუნებენ, რომ ეს უსაფრთხოა.რეალურად კი GLP აგონისტების გამოყენებისას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეპარატი ექიმის მიერ არის დანიშნული და აფთიაქში შეძენილი - გართულებაც ხშირია.მათი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა საჭმლის მომნელებელი სისტემას უკავშირდება, ხშირია პანკრეატიტის შემთხვევები, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, თირკმლის ფუნქციის გაუარესება და სისხლში შაქრის დონის უეცარი ვარდნაა.გასახდომ ინექციებთან დაკავშირებით მუდმივად განახლებად რეჟიმშია როგორც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ისე ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციები. უახლესი აღმოჩენა FDA-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც GLP 1 პრეპარატების გამოყენებას შესაძლოა უკავშირდებოდეს უეცარი ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე - დაავადება ნეიონის სახელწოდებით. სააგენტო მწარმოებლებს ავალდებულებს, მედიკამენტის ანოტაციას უკუჩვენებებში დაურთოს მხედველობის პრობლემები.წონის სწრაფი კლება მიმზიდველ პერსპექტივად გამოიყურება, მაგრამ მისი ფასი არ უნდა იყოს ჯანმრთელობა.GLP 1 აგონისტები ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმატებულ მიღწევად ითვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება ჩვენები შესაბამისად ექიმის დანიშნულებით ხდება.მთავარი რეკომენდაციაა, არ მოხდეს მისი გამოყენება მედიკოსების ჩართულობის გარეშე, არ მოხდეს მისი შეძენა შავ ბაზარზე და, გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, განმეორდეს კონსულტაცია ექიმთან. 

წყალი

1794765778

წყალი 21 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

16 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ახლად მოწყობილ ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ცნობით, წყალი 11:00 საათიდან 17 ნოემბრის 08:00 საათამდე შეწყდება.„განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 16 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 16 ნოემბერს, 11:00 საათიდან, 17 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:რუსთაველის გამზირს. გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, რ.ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელი, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის N1-13, N2-22, თაბუკაშვილის ქუჩა N25-51, N30-48, კოსტავას გამზ. N1-25, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის N 1, 3, 5, N2-4, მიხეილ ჯავახიშვილის,ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილის, აბაკელიას; ცხემის შესახვევს და ჩიხს, რიწის ქუჩა N1-5, ალ.ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, ალ. ჭავჭვაძის, ბესიკის, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის და სულიკო ჟღენტის ქუჩებს, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, მერაბ კოსტავას 1 შესხვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ელიზბარ ზედგენიძის, გიორგი გიგაურის ქუჩებს, ალ.ჭავჭავაძის I , II ჩიხის და შესახვევს.ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

დამიანეს ნათლობა

1794762293

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ბავშვი შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა.მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა.ნათლობის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში, შიო მესამემ ნათლულები დალოცა.

gela

1794759647

მაღაზიაში რომ შევიდოდით, მეზობელს ბევრი შვილი ჰყავს და იმათაც ხომ უნდა ვუყიდოო, ამბობდა... - გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილს იხსენებს

„თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“  - გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილს იხსენებსპოეტი და მუსიკოსი გელა დაიაური თაია გამთენაძის პოდკასტ „შენი ამბავის“ სტუმარი იყო. გადაცემაში მან გარდაცვლილ მეუღლეზე, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილზე, მათი თანაცხოვრების პერიოდსა და იმ ტრაგიკულ შემთხვევაზე ისაუბრა, რომელსაც 16 წლის წინ მისი ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები ემსხვერპლნენ.დაიაური აღნიშნავს, რომ ხალხი თეონას უმეტესად მისი მუსიკალური შემოქმედებით აფასებს, მაშინ როცა მის ადამიანურ ბუნებასა და ხასიათზე ფართო აუდიტორიას ნაკლები ინფორმაცია აქვს:„არსებობს წარმოდგენა თეონა ქუმსიაშვილზე, როგორც დიდ მომღერალზე, მაგრამ ძალიან ცოტა იცნობს მას, როგორც დედას, როგორც ქალს. ხშირად ვიმეორებ, თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო. ასეთი ადამიანი მე არ შემხვედრია ცხოვრებაში. როგორ შეეძლო სიკეთის კეთება... მაღაზიაში რომ შევიდოდით, მეზობელს ბევრი შვილი ჰყავს და იმათაც ხომ უნდა ვუყიდოო, ამბობდა“, — იხსენებს გელა დაიაური.

ამინდის გაუარესება

1794756527

ამინდი უარესდება - ელჭექი, სეტყვა, შტორმი

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში – აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.„ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო)”, – წერია განცხადებაში. 

✕