ლარი და დოლარი

1793974292

რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0147 ლარი შეადგინა.

მშენებლობა

1793958398

სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 6.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.0 პროცენტით. მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 0.7 პროცენტით.არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 10.2 პროცენტით. სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 9.4 პროცენტით.ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსის, წინა თვესთან შედარებით, 2.3-პროცენტიანი ზრდა ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 7.3-პროცენტიანი მატებით, რამაც 1.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 25.9-პროცენტიანი მატებით და მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4-პროცენტიანი მატებით, რამაც, შესაბამისად, 2.99 და 1.75 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 32.2 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ბანკი

1793956086

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია. ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. მონეტარულ ოქროში ინვესტირების მიზანი კი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა. ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

განხილვა

1793954308

ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს

 საქართველოს ეროვნულ ბანკში სებ-ისა და საერთაშორისო საგადახდო სისტემის Visa-ს ორგანიზებით, ეკონომიკური მიმოხილვის სესია გაიმართა. შეხვედრამ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომისტები და ბაზრის ექსპერტები გააერთიანა. მონაწილეებმა გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური პროცესები, მომხმარებელთა დანახარჯების ტენდენციები და საქართველოს ბაზრის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა Visa-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში.„საერთაშორისო საბარათე სქემებს ქართულ ბაზარზე მყარი პოზიციები აქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის უწყვეტ განვითარებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ Visa-სთან თანამშრომლობას და კომპანიის უწყვეტ ჩართულობას საქართველოს ფინანსური და საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება დაასახელა. Visa ეროვნულ ბანკს საქართველოს საგადახდო ბაზრის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აწვდის, რაც ბაზრის მიმდინარე ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას უწყობს ხელს.შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ. მისი ინფორმაციით Visa-ს გლობალურ ქსელს უნიკალურ შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც კომპანიას სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის, ხარჯვისა და მოგზაურობის ჩვევების ცვლილებაზე დაკვირვებისა და ამ ტენდენციების გაანალიზების საშუალებას იძლევა. „მთავარი ღირებულება მონაცემებსა და იმ ცოდნაშია, რომელსაც მათი ანალიზის შედეგად ვიღებთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გლობალური ტენდენციები ადგილობრივი ბაზრის კონტექსტში განვიხილოთ და უკეთ გავიაზროთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ.სესიის მთავარი მომხსენებელი Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მთავარი ეკონომისტი მოჰამედ ბარდასტანი იყო. მან მონაწილეებს გლობალური და რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები, მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკა და რეგიონისა და მსგავსი ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ბაზრებთან შედარებით საქართველოს ძლიერი პოზიცია გააცნო. „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონული და გლობალური ცვლილებების უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კომერციისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინები, რაც ბაზარზე ახალ დინამიკასა და შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს შედარებაა რეგიონისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე ბაზრებთან გვეხმარება, უკეთ შევაფასოთ, სად ვართ დღეს და რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემდგომი მიმართულებები“, - აღნიშნა მოჰამედ ბარდასტანიმ.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზებას, საგადახდო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას.

ოქრო

1793893818

ოქრო გაძვირდა - რა ღირს გრამი საქართველოში

მსოფლიოში ოქრო გაძვირდა. უნციის ღირებულებამ 4 125 დოლარი შეადგინარაც შეეხება საქართველოს, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ აქაც მოიმატა.1 გრამის ფასი აქ 5-დან 9 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, 999-სინჯიანი ოქროს ფასი 350 ლარს შეადგენს, როცა გუშინ მისი ღირებულება 341 ლარი იყო. 1 გრამი 750-სინჯიანის ღირებულებამ 356 ლარიდან 362 ლარამდე გაძვირდა, ხოლო 585 სინჯის მქონე ოქროს ღირებულებამ გრამზე 205 ლარი შეადგინა, როცა გუშინ მისი ფასი 200 ლარი იყო.

დოლარი

1793888436

ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 6 ნოემბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9145 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9198 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა

dolari

1793823517

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9198 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9047 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკი

1793799777

ეროვნული ბანკი: მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9%- ით მოიმატა.ცენტრალური ბანკის ცნობით, მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა. აღნიშნული დინამიკა, პირველ რიგში, ჰორმუზის სრუტეში არსებული განგრძობადი დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებების შედეგია, რამაც ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასები გაზარდა.რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 4.0%-ს გაუტოლდა.„გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების და ლოგისტიკური პრობლემების ფონზე ოქტომბერში საწვავის ფასებმა ზრდა განაგრძო, რამაც თვის ინფლაცია 0.33 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ასევე საწვავის ფასებს აქვს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბენზინისა და დიზელის ფასები, შესაბამისად, 37%-ით და 61%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაზე ჯამურად 1.8 პროცენტული პუნქტის გავლენა მოახდინა. სურსათის გავლენა ინფლაციაზე წლის დასაწყისთან შედარებით მცირდება. ოქტომბერში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 3.1%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან გამოსარჩევი ძროხის ხორცის (0.4 პპ) და პურის (0.3 პპ) გაძვირებაა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის გადასახდელის (0.5 პპ) და ჯანდაცვის (0.7 პპ) წვლილები. წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის1 (0.7 პპ) შემცირებამ მოახდინა. ამავდროულად, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის კატეგორიაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფების ხარჯზე, დეფლაციური ტენდენცია (0.1 პპ) ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის კვლევაში.რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციას, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 4.7% შეადგინა.„ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა პურის, ხორცისა და ბინის ქირის (ჯამში 2.6 პპ) ფასებს, ხოლო შემცირების მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადის (1.6 პპ) შემცირებას ჰქონდა. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში (4.7%) ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ელექტროენერგიის გადასახდელზე (1.8 პპ) მოდიოდა. იმპორტირებულმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა, რაც ძირითადად საწვავის ფასების გაძვირებით აიხსნება (7.3 პპ)“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარშში.

საქართველოს ეროვნული ბანკი

1793797168

ეროვნული ბანკი: სექტემბერში ლარი როგორც დოლარის, ასევე ევროს მიმართ გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6177- დან 2.6114-მდე, ანუ 0.2%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.0330-დან 3.0086-მდე, ანუ 0.8%-ით გამყარდა.მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6051 და 2.9552 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6250 იყო, მინიმალური კი – 2.6051.სექტემბერში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურზე მეტად იყო გადახრილი.„სექტემბერში, საშუალოდ დოლართან მიმართებაში, თურქულმა ლირამ, როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გაუფასურება განაგრძო. შესამჩვევად გაუფასურდა რუსული რუბლი, ასევე ევრო. როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გამყარდა სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ლარს, გამყარება შეინიშნება როგორც თვიურ, ასევე წლიურ დონეზე. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. კერძოდ, სექტემბერში წლიურად 6.7%-ით, თვის ჭრილში კი 1.0%-ით გამყარდა.რაც შეეხება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს, სექტემბერში იგი წლიურად 4.0%-ით, თვის ჭრილში კი 0.6%-ით გამყარდა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლით კურსის გამყარებას დიდწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება განაპირობებდა. მეორე მხრივ, წლის ჭრილში ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან, ინფლაციათა მაღალი დიფერენციალი ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით აისახებოდა.ზოგადად, ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. გლობალურად მომატებული გაურკვევლობის და გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები გაიზარდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ბანკი

1793796655

ეროვნული ბანკი: სექტემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და ისრაელი წარმოადგენდა

სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 10.1%-ით, 285.8 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.5%-ით, 38.2 მლნ აშშ დოლარამდე. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.ცენტრალური ბანკის ცნობით, კლებაში წამყვანი კონტრიბუცია რუსეთიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 80.1%-იანი შემცირებით. გზავნილები ევროკავშირიდან 0.6%-ით შემცირდა, ხოლო წვლილმა ზრდაში -0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 6.2%-იან ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები.„სექტემბრის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 50.2%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, 22.2%-იანი წილით აშშ და 9.2%-იანი წილით ისრაელი წარმოადგენდა. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 2.7%-მდე შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.9%), გერმანიის (10.7%) და საბერძნეთის (9.6%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ბანკი

1793791104

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

 მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა. ძირითადი ტენდენციები ინფლაციაოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9% ით მოიმატასაბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინამომსახურების ინფლაცია 4.0%-ს გაუტოლდასაბანკო სექტორისექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 2.1 პპ-ით დაჩქარდა და 16.9% შეადგინადეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 43.0%-ზე შენარჩუნდასექტემბერში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.5% შეადგინასაგარეო სექტორიიმპორტი - წლიურად 15.3%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტემბრის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიანი იმპორტის ზრდაში 10.5 პპ შეადგინაექსპორტი - 4.0%-ით გაიზარდა და 731.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (4.5 პპ კონტრიბუციით)სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 26.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა - რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

ლარი და დოლარი

1793723464

ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 4 ნოემბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9047 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

✕