პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1740079624
აბსოლუტურად მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი, სადაც შესაძლოა, გამოკვეთილი იყოს დანაშაული, იქნას რეაგირებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში, კანონის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი.
„კონკრეტულად სად და რა მოხდა, არ მაქვს ინფორმაცია. აბსოლუტურად მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, კვერცხები იქნება თუ სიტყვიერად. ესაა იმ პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ. განსხვავებული აზრი უნდა იყოს მისაღები ყველასთვის. რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნებს თუ აქვს ადგილი, ამაზე უნდა იყოს ეფექტური გამოძიება ჩატარებული“, – განაცხადა იოსელიანმა.
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1740079624
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1740078840