გენო პეტრიაშვილი

1780665658

ოლიმპიურ ჩემპიონს შეხვდება - RAF-ში გენო პეტრიაშვილის მეტოქე ცნობილია

Real American Freestyle (RAF) 11 ივლისს აშშ-ისფარგლებს გარეთ პირველ ღონისძიებას ჩაატარებს და ეს ღონისძიება საქართველოში შედგება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს და რამდენი მებრძოლაც დააანონსეს.სპორტის გულშემატკივრებისთვის უკვე ცნობილია ისამბავი, რომ ღონისძიების მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება იქნებოდა, გივი მაჭარაშვილი კი RAF-ში თავის მეორე ბრძოლას ამერიკელის, ზაქერი ელამის წინააღმდეგ ჩაატარებდა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84814-olimpiur-chempions-shekhvdeba---raf-shi-geno-petriashvilis-metoke-tsnobilia 

მა

1780664815

„ფეხბურთელები უკეთ უნდა გავიცნო“ - პრესეზონზე მამარდა ირაოლასთან იმუშავებს

ლივერპულში ანდონი ირაოლას ეპოქა იწყება - მერსისაიდულმა კლუბმა წარუმატებელი სეზონის შემდეგ არნე სლოტს კარისკენ მიუთითა და გუნდი 43 წლის ბასკ სპეციალისტს ჩააბარა.კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან პირველ ინტერვიუში ირაოლამ პრესეზონთან დაკავშირებული კითხვასაც უპასუხა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84815-pekhburtelebi-uket-unda-gavitsno---presezonze-mamarda-iraolastan-imushavebs 

კვარა

1780391960

მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში

ავტორიტეტულმა გერმანულმა გაზეთმა, Kicker-მა ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ 2025/26 წლის სეზონში მსოფლიოს საუკეთესო შემტევი მოთამაშის დასახელება სთხოვა. Kicker-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 199-მა ფეხბურთელმა მიიღო და მათი რჩეული მაიკლ ოლისე გახდა.„ბაიერნის“ ფრანგმა გარემარბმა ხმების 33.2 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე „ბარსელონას“ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი, ლამინ იამალი გავიდა, რომელმაც ხმების 18.6 პროცენტი დააგროვა, მესამე პოზიცია კი ჰარი კეინმა დაიკავა — 14.1%.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა ნაპოლი

1780391861

„70 მილიონ ევროდ საჩუქარი იყო“ | ნეაპოლური გამოცემის სტატია კვარაცხელიაზე

ნეაპოლურმა გამოცემამ, Ilnapolista-მ ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო სტატია მიუძღვნა. მისმა ავტორმა „ნაპოლი“ გააკრიტიკა და „კვარას“ 70 მილიონ ევროდ გაყიდვას „პარი სენ-ჟერმენისთვის“ საჩუქრის გაკეთება უწოდა.„ახლა უკვე „ნაპოლის“ ყველაზე მეამბოხე გულშემატკივრებიც დარწმუნდნენ, რომ კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამის ფონზე, ფაქტია, ნეაპოლური კლუბის მენეჯმენტი ქართველ გარემარბთან მიმართებით სრული კრახი იყო და შეცდომებით აღსავსე აღმოჩნდა. არასწორი გადაწყვეტილებების სერიამ კვარას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი გამოიწვია. თანაც მხოლოდ 70 მილიონ ევროდ, ეს კი ნამდვილი საჩუქარი გახლდათ. საკმარისია გავიხსენოთ, რომ „ლივერპულმა“ ვირცსა და ისაკში ორჯერ მეტი გადაიხადა. არადა, დღესდღეობით მათი ფასი კვარაზე ორჯერ ან, შესაძლოა, სამჯერ ნაკლებიცაა.განაგრზე კითხვა Crystalsport-ზე

რუმინელები

1780391724

„კვარაცხელია საოცარი ფეხურთელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს...“ - რუმინელების პრესკონფერენცია

 ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.  შეხვედრამდე ერთი დღით ადრე რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგე ჰაჯიმ და ფეხბურთელმა, რადუ დრაგუშინმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.„კვარაცხელიაზე ბრწყინვალე ფეხბურთელია. არაჩვეულებრივია, ნამდვილი 10 ნომერი, შემტევი, რომელსაც გოლიც გააქვს და საგოლე პასიც შეუძლია. წლიდან წლამდე იზრდება, ახლა უკვე მეტი გამოცდილება აქვს და ამ მომენტისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ მემარჯვენეა და ეგ არ მომწონს. რა თქმა უნდა, ვხუმრობ...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

მერაბ დვალიშვილი

1780305060

„ამას ხელი არასდროს შეუშლია“ - დვალიშვილმა ცხვირი კიდევ ერთხელ გაიტეხა

მერაბ დვალიშვილმა პრესტიჟულ საჭიდაო ორგანიზაცია RAF-ში პირველი ბრძოლა დღეს გამთენიას, UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ფრენკი ედგარის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დიდი უპირატესობით, 12:1 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ „მანქანამ“ შეხვედრის მიმდინარეობისას ცხვირი კიდევ ერთხელ გაიტეხა და ამის შესახებ ღონისძიების დასრულების შემდეგ ისაუბრა:  „ცხვირი მანამდე კარგად მქონდა, მაგრამ მგონი თავით ძლიერად შევეჯახე და ისევ გამიტყდა. ცხვირი ბევრჯერ გამიტეხავს. ამას ჩემთვის ხელი არასდროს შეუშლია და...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა

1780304880

„ოქროს ბურთის მოგების აშკარა პრეტენდენტია“ - Marca ხვიჩას შესახებ

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას ეხმაურება და სპეციალურ სტატიაში აღნიშნავს, რომ ქართველმა შემტევმა მეტსახელი - „კვარადონა“ გაამართლა და ამასთან, ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტია.  რა წერია სტატიაში:ჩემპიონთა ლიგა დასრულდა და ლუის ენრიკეს „პსჟ“-მ ტიტული წარმატებით დაიცვა. შესაბამისად, ახლა დროა, უეფამ მიმდინარე გათამაშების ჯილდოების გაცემა დაიწყოს. ტურნირის MVP-ის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, რომელმაც ამ სტატუსით თავისი თანაგუნდელი, უსმან დემბელე შეცვალა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მომავალი „ოქროს ბურთის“ მოგების აშკარა პრეტენდენტია... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. „თუნდაც გოლი ვერ გავიტანო ან საგოლე პასი ვერ გავაკეთო, არ ვდარდობ, სანამ გუნდს ვეხმარები. მე ყოველთვის გუნდისთვის ვთამაშობ,“ — აღიარა მან ფინალის შემდეგ.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ლიზარაზუ

1780304760

„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. ვეტერანმა მცველმა აღნიშნა, რომ როდესაც პსჟ-ს ყველაზე მეტად უჭირდა, გადამწყვეტი გოლი კვლავ ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.რას ამბობს ლიზარაზუ:„პსჟ-ს ფეხბურთელები ძალიან, ძალიან ძლიერები იყვნენ. გასახდელში ალბათ ბევრი ისაუბრეს, რადგან მეორე ტაიმში აშკარად ნაკლებად ნერვიულობდნენ. ალბათ შეთანხმდნენ, რომ მეტოქის მახეში არ უნდა გაბმულიყვნენ. გარდა ამისა, მსაჯობაც ოდნავ შეიცვალა, „არსენალის“ ანტიფეხბურთს უფრო მკაცრად სჯიდნენ და ამან ძალთა ბალანსი მეტ-ნაკლებად აღადგინა. თუმცა, ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ შესვენებაზე რაღაც მოხდა — „პარიზი“ მოედანზე სულ სხვა სახით დაბრუნდა. და კვარამ კვლავ გადამწყვეტი როლი ითამაშა, როცა სამართლიანად დანიშნული პენალტი გამოიმუშავა.“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა ჩემპიონია

1780174989

„ერთი ეპიზოდით თამაშის ბედი შეცვალა“ - ფრანგული მედია ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ფრანგული პრესა ეხმიანება. გამოცემების უმეტესობა ხაზს უსვამს, რომ პარიზელთა გუნდი თამაშში ხვიჩას მიერ მოპოვებულმა პენალტმა დააბრუნა.L’Equipe: თავიდან საკუთარ თავზე თამაშის აღებას ვერ ბედავდა, შემდეგ კი პენალტი გამოიმუშავა და უფრო მობილურად ათამაშდა. გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი 83-ე წუთზე ადგილი ბარკოლას დაუთმო.Foot Mercato: მატჩის სტარტზე ცოტა უჭირდა, ლონდონელთა მცველები, კერძოდ კი მოსკერა მას კარგად მეურვეობდა, თუმცა მეორე ტაიმში კვარამ თავისი რიტმი იპოვა და პენალტი გამოიმუშავა, რის შედეგადაც პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა. ქართველს ასევე შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა ჰქონდა, როცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კვარა 83-ე წუთზე ბარკოლამ შეცვალა.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კაშია

1780084406

„ემოციური თამაში იქნება, გამარჯვება მინდა“ | კაშია ბოლო სანაკრებო მატჩზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების „ინსტაგრამ“ გვერდზე გურამ კაშიას ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი „ჯვაროსნების“ რიგებში გასამართ ბოლო მატჩზე საუბრობს.„კაშო“ 2 ივნისს, ეროვნული ნაკრების მაისურს ბოლოჯერ რუმინეთთან მოირგებს. „2 ივნისს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ემოციური თამაში იქნება. მინდა, რომ მოვიგო, რადგან პირველივე დღიდან, როდესაც ფეხბურთი დავიწყე, ყველაფერი იყო: „უნდა გაიმარჯვო, უნდა მოიგო.“ რა თქმა უნდა, მარტო მოგებაზე ვიფიქრებ. იმაზე არ ვიფიქრებ, რომ ეს ჩემი ბოლო თამაშია და რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს. ვითამაშებ ისე, როგორც პატარა ბავშვი.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84657-emotsiuri-tamashi-ikneba-gamarjveba-minda--kashia-bolo-sanakrebo-matchze 

კვარა

1780084184

„საოცარი სეზონი აქვთ, გუნდის ლიდერები არიან“ | მარკინიოსი კვარასა და დემბელეზე

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა, მარკინიოსმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ხვიჩა კვარაცხელიაზე და უსმან დემბელეზე ისაუბრა.შეკითხვა: „ხშირად ვსაუბრობთ „პარი სენ-ჟერმენზე“, როგორც ერთიან გუნდზე, რამაც თქვენ შარშან ჩემპიონთა ლიგის მოგების საშუალება მოგცათ, მიმდინარე სეზონში კი ფინალამდე ბრწყინვალე გზა გაიარეთ. მიუხედავად ამისა, მინდა ხვიჩა კვარაცხელიაზე და უსმან დემბელეზე გკითხოთ. შეუძლიათ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს მეორე ოქროს ბურთის მოგება?“განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84652-saotsari-sezoni-akvt-gundis-liderebi-arian--markiniosi-kvarasa-da-dembeleze 

კვარა

1780084091

Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა კვარა

პოპულარულმა სპორტულმა პორტალმა Goal-მა „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტების რეიტინგი განაახლა.პირველი ადგილი, ისევე როგორც თვის დასაწყისში, „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა, ჰარი კეინმა დაიკავა. მეორე უსმან დემბელეა, მესამე დეკლან რაისი.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84653-goal-ma-okros-burtis-reitingi-ganaakhla---romel-adgilzea-kvara