რონალდო

1782584289

ნეიმარის ტრავმა, გულის შეტევების „ეპიდემია“ - საინტერესო სამედიცინო ფაქტები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატებიდან

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ გლობალური სპორტული ზეიმი არ არის - ის ადამიანის ფიზიოლოგიური შესაძლებლობების, გამძლეობისა და თანამედროვე სპორტული მედიცინის უდიდესი გამოცდაა.ათწლეულების განმავლობაში, ამ ტურნირმა არაერთი სამედიცინო პრეცედენტი შექმნა და საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ კლინიკურ პროტოკოლებს ტრავმატოლოგიაში, კარდიოლოგიასა თუ ფარმაკოლოგიაში.გთავაზობთ გამორჩეულ სამედიცინო ფაქტებს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიიდან, სადაც ფეხბურთი და მედიცინა მჭიდროდ გადაიკვეთა.1. ნეიმარის ხერხემლის ტრავმა და 2 სანტიმეტრით აცილებული პარალიზება (2014)2014 წელს ბრაზილიაში გამართულ ჩემპიონატზე, კოლუმბიელ ხუან კამილო ზუნიგასთან შეჯახებისას, ნეიმარმა წელის მესამე მალის (L3) განივი მორჩის მოტეხილობა მიიღო. სპორტული ორთოპედების საბოლოო დასკვნით, დარტყმა 2 სანტიმეტრით სხვა კუთხით ან ოდნავ ზემოთ რომ მომხდარიყო და ზურგის ტვინი დაეზიანებინა, ბრაზილიელი ვარსკვლავი შესაძლოა სამუდამოდ ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული დარჩენილიყო.2. გულის შეტევების „ეპიდემია“ ტრიბუნებზე (2006) New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელს გერმანიის ნაკრების მატჩებისას (განსაკუთრებით პენალტების სერიის დროს) გულშემატკივრებში მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა მწვავე პრობლემების გამო გამოძახების რიცხვი 2.6-ჯერ გაიზარდა. მიზეზი მწვავე სტრესის ფონზე სტრესული ჰორმონების - ადრენალინისა და კორტიზოლის - მკვეთრი, ტოქსიკური გამოყოფა იყო. 3. მარადონა და ეფედრინის 5 ვარიაცია (1994)აშშ-ის მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო მარადონა ტურნირიდან მოკვეთეს მას შემდეგ, რაც მის სისხლში ეფედრინის 5 სხვადასხვა ვარიანტი აღმოაჩინეს. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს პრეპარატი ავიწროებს სისხლძარღვებს, აფართოებს ბრონქებს და მკვეთრად ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაც სპორტსმენს დაღლილობის ფონზე ფიზიოლოგიურად არაბუნებრივ ამტანობას ანიჭებს. 4. რონალდოს იდუმალი ნევროლოგიური ეპიზოდი (1998)საფრანგეთში გამართული ფინალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრაზილიელ ვარსკვლავს, რონალდოს, აუხსნელი ნევროლოგიური შეტევა (ეპილეფსიური ტიპის კრუნჩხვა) დაეწყო. მიუხედავად გონების დაკარგვისა და კუნთოვანი სპაზმებისა, მან ფინალში მაინც ითამაშა. მისი რეფლექსები და კოორდინაცია კლინიკურად დაქვეითებული იყო. იყო ეს მწვავე სტრესული რეაქცია, გადაღლა თუ სხვა ფარული პათოლოგია — დღემდე სამედიცინო დებატების საგანია. განაგრძეთ კითხვა...

დავით კაჭარავა

1782575306

დავით კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების, მისი მიმდინარეობისა და მოლოდინების შესახებ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.მისი განცხადებით, ჩემპიონატი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და რაგბის მოყვარულები საქართველოს ნაკრებისგან წარმატებულ ასპარეზობას ელოდებიან.„დღეს ველოდებით საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების თამაშს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან ისტორიაში ჯერ არ გვქონია შემთხვევა, ჯგუფური ეტაპი პირველივე თამაშის მოგებით დაგვეწყოს. ეს ძალიან პრინციპული შეხვედრაა, რადგან მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში გუნდმა იცოდა, რომ სწორედ ამ მატჩისთვის ემზადებოდა. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ გუნდმა ამ შეხვედრაში წარმატებას მიაღწიოს. სტადიონი გულშემატკივრებით იქნება სავსე, ყველა ბილეთი გაყიდულია და ამისთვის დიდი მადლობა ქომაგებს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიჭების გამხნევება და მათ გვერდით დგომა. რაც შეეხება ხარისხს, ამაზე მეტყველებს ის, თუ როგორ ჩატარდა პირველი თამაში და როგორ გაიმართა სხვა მატჩებიც. საქართველოში მსოფლიო სარაგბო წრეების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ორგანიზებით კმაყოფილები და მადლიერები არიან. ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ.რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოედანზე მიღწეული შედეგების, არამედ იმ თვალსაზრისითაც, თუ რა ხარისხით ჩავატარებთ ჩემპიონატს და როგორი იქნება მისი საერთო ორგანიზება,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ნაკრების მიერ გამართულ ტესტ-მატჩებზე და მათ მაღალი შეფასება მისცა. „უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს გამარჯვებას ზელანდიის ნაკრებთან, რომელსაც 1949 წლიდან T2 ჯგუფის გუნდისთვის არ ჰქონდა წაგებული.ბიჭებისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ თავდაჯერებულობას მატებს და აძლევს რწმენას, რომ მზად არიან დიდი ბრძოლებისა და დიდი გამარჯვებებისთვის. გარდა ამისა, თამაშიც ძალიან მაღალი დონის იყო, რაც გვაძლევს იმედს, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატსაც ბიჭები მაღალ დონეზე ჩაატარებენ. მათ დიდი გზა გაიარეს, დიდი შრომა ჩადეს და ახლა დადგა დრო, ეს ყველაფერი ქულებსა და გამარჯვებებში გარდასახონ. წარმატებებს ვუსურვებ მათ. რაგბის გარშემო დღეს ყველა გაერთიანებულია, რაც ძალიან მახარებს,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.        

გიორგი ჩუბინიძე

1782476220

18 წლის გიორგი ჩუბინიძემ ბორნმუთთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

18 წლის გიორგი ჩუბინიძემ ბორნმუთთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.ინფორმაციას GEO Team-ი ავრცელებს.„ამ კონტრაქტით ქართველ ნახევარმცველს ექნება საშუალება, ივარჯიშოს ბორნმუთის მეორე გუნდთან ერთად და პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოფიციალური მატჩების განაცხადშიც შეიყვანოს.„უდიდესი მომენტი ჩემი კარიერისთვის და ჩემი ოჯახისთვის. მადლობა ღმერთს ამ შესაძლებლობისთვის,“ - ამბობს გიორგი ჩუბინიძე. 

სააკაშვილი

1782463956

სააკაშვილი: მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს ვგულშემატკივრობ, კიევის უნივერსიტეტში ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, თუ კაბო ვერდე გავარდა, გადავერთვები ნიდერლანდების გულშემატკივრობაზე

ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მე თავიდანვე ვგულშემატკივრობ კაბო ვერდეს ნაკრებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყოველთვის სუსტის მხარეს ვარ და მეორე მიზეზი ისაა, რომ კიევის უნივერსიტეტის პირველ კურსზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, რომელსაც ერქვა ანტუანეტა ლოპესი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კაბო ვერდეს ჩემპიონატიდან გასვლის შემთხვევაში, ნიდერლანდების გულშემატკივრობაზე გადაერთვება.„მთელი წელი, სანამ საბჭოთა ჯარში გამიწვევდნენ ორი წლით, ერთ მერხზე ვისხედით კიევის უნივერსიტეტის ლეგენდარულ კორპუსში და ხელჩაკიდებული დავდიოდით კიევის ქუჩებში, ძალიან ლამაზ პარკებში, კინოებში.საერთოდ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ბევრი კაბო ვერდელი იყო და ისინი სხვა აფრიკელებისგან განსხვავებით გამოირჩეოდნენ კარგი სწავლით. საერთოდ ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია (ნამყოფი ვარ კუნძულებზე). კაბო ვერდე ტერიტორიულად კულტურულად და რასობრივად უფრო ახლოა ევროპასთან, ვიდრე აფრიკასთან.ნუ, თუ კაბო ვერდე გავარდა მაშინ გადავერთვები ჩემი უსაყვარლესი ნიდერლანდების გულშემატკივრობაზე და იქნებ ჩემპიონატიც მოვიგოთ“, – წერს სააკშვილი.

ილია თიოფურია

1782390739

„მიყვარხარ, საქართველო“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია

„სიტყვის აკადემიის“ ორგანიზებით, 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მასშტაბურ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა და ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას, მხარდაჭერა გამოუცხადა.ვიდეოს მთავარი გზავნილი იყო: „ილია, შენი სამშობლო შენ გვერდითაა!“ მონაწილეებმა ერთობლივად გამოხატეს პატივისცემა და მხარდაჭერა სპორტსმენის მიმართ, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას მიაღწია და საქართველო არაერთხელ ასახელა.ვიდეორგოლი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და თავად ილია თოფურიას გამოხმაურებაც მალევე მოჰყვა. ქართველმა ჩემპიონმა ახალგაზრდებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და დაწერა:„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა.“            View this post on Instagram                       A post shared by სიტყვის აკადემია • ბანაკი • კულტურული ღონისძიებები • განათლება (@wordacademy.ge)

მექსიკა და სამხრეთ აფრიკა პლეიოფში გავიდნენ

1782367957

მექსიკა და სამხრეთ აფრიკა პლეიოფში გავიდნენ – პირველი მეთექვსმეტედფინალური წყვილიც ცნობილია

მექსიკის ნაკრებმა A ჯგუფში გამოსვლა სამიდან სამი მოგებით დაასრულა – ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა მესამე ტურის შეხვედრაში ჩეხეთი 3:0 დაამარცხა, 9 ქულა მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.ამ შეხვედრაში ღირშესანიშნავი ფაქტი მოხდა – მექსიკელთა შემადგენლობაში ითამაშა მეკარე გილერმე ოჩოამ (შეცვლაზე შევიდა), რომლისთვისაც ეს მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა.ამავე ჯგუფის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკამ სამხრეთ კორეას 1:0 სძლია და პლეიოფში მეორე ადგილით გავიდა.მესამე ადგილი სამხრეთ კორეამ დაიკავა და დარჩენილი მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, მოხვდება თუ არა 12-დან იმ 8 საუკეთესო გუნდს შორის, რომლებიც პლეიოფში გააგრძელებენ ბრძოლას.ჩეხეთის ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი 1/16-ფინალური წყვილიც გამოვლინდა – 28 ივნისს, 23:00 სათზე, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და კანადის ნაკრებები შეხვდებიან.

Dana White

1782339471

„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება

UFC-ის ყველაზე მასშტაბური პროექტი - Freedom 250, რომელიც აშშ-ის თეთრი სახლის ტერიტორიაზე გაიმართა, ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მოვლენად შეფასდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.სავსე ტრიბუნების, მაღალი მაყურებლების აქტივობის და საჩემპიონო ბრძოლების მიუხედავად, ღონისძიება ერთჯერად პროექტად რჩება.UFC-ის CEO დენა უაითის განცხადებით, ორგანიზაცია მსგავსი მასშტაბის შოუს გამეორებას აღარ გეგმავს.„მე ამის დაფინანსება არ შემიძლია… სფეროში აღარასდროს გავაკეთებ და ამასაც აღარ გავიმეორებთ“, - აღნიშნა უაითმა ჟურნალისტებთან, ღონისძიების დასრულებიდან რამდენიმე საათში.მისივე თქმით, დაახლოებით 60 მილიონ დოლარად შეფასებულმა პროექტმა ყველა დაგეგმილ მიზანს მიაღწია.მაღალი ხარჯების მიუხედავად, ღონისძიება ფინანსურად მაღალი მაჩვენებლით შეფასდა.უაითის განცხადებით, მერჩენდაიზის გაყიდვებმა რეკორდული შედეგი აჩვენა.

UFC

1782335648

UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი

UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. FBI-მ თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებაზე თავდასხმის გეგმის საქმეზე კიდევ 2 ადამიანი დააკავა.გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები UFC-ის ღონისძიების დროს მაღალი თანამდებობის პირებზე თავდასხმას ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონებისა და სნაიპერების გამოყენებით გეგმავდნენ. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში, რაც მაქსიმალურ სასჯელს ითვალისწინებს.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მანამდე დაკავებულ ხუთ მამაკაცს ბრალი წარედგინა თავდასხმის დაგეგმვაში.ხელისუფლების განცხადებით, გეგმა დროულად აღკვეთეს.FBI-ის მასალების მიხედვით დაკავებულები არიან: ტაისენ პროპერი - გამოძიების ვერსიით, თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. მის სახლში ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ათასობით ვაზნა და ტაქტიკური აღჭურვილობა. მისი სავარაუდო სამიზნე კონგრესის რამდენიმე წევრი იყო.ბრაიან როა - კალიფორნიაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მისგან ამოიღეს შაშხანა, პისტოლეტი, საბრძოლო აღჭურვილობა, ვაზნები და სხვა მოწყობილობები.მაიკლ თომასი - ბრალდების მიხედვით, მონაწილეობდა თავდასხმის ორგანიზებაში და დაშიფრულ ონლაინ ჩატებში განიხილავდა დრონებისა და სხვა აღჭურვილობის შეძენის საკითხებს.დენიელ ესკრიჯი - გამოძიების ცნობით, ის აშშ-ის სენატორებსა და სხვა გავლენიან პირებზე შესაძლო თავდასხმებს გეგმავდა.აბრაამ ალვარესი - გამოძიების ინფორმაციით, დაშიფრულ ჩატებში „შეპარდის“ ფსევდონიმით მოქმედებდა და სავარაუდოდ, ჯგუფის კოორდინაციასა და თავდასხმის დაგეგმვაში წამყვან როლს ასრულებდა.

ფეხბურთი კანადა შვეიცარია

1782334787

მსოფლიო ჩემპიონატი: შვეიცარიამ კანადის ნაკრები 2:1 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი საინტერესო შეხვედრა დასრულდა. შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა კანადის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მეორე ნახევრის სტარტი შვეიცარიელებისთვის იდეალური გამოდგა - შეხვედრის 46-ე წუთზე რუბენ ვარგასმა ანგარიში გახსნა. ევროპელებმა უპირატესობა მალევე გაზარდეს, როდესაც 57-ე წუთზე იოჰან მანზამბიმ მეორე გოლი გაიტანა.კანადის ნაკრებმა თამაშში დაბრუნება სცადა - 76-ე წუთზე პრომის დეივიდმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა კანადელებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და შეხვედრა შვეიცარიის გამარჯვებით დასრულდა.

ილია თოფურია

1782333419

როგორია ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

„თოფურია ახლა კარგადაა - მე მას ყოველდღე ვხედავ და შემიძლია გითხრათ, რომ უკვე სრულიად სხვა ადამიანს ჰგავს. დისკომფორტს კვლავ განიცდის, მაგრამ ისე გამოიყურება, თითქოს ბრძოლა საერთოდ არ ჩაუტარებია“, - ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალიომ განაცხადა.„სახეზე დასიებული ადგილები ჩაუცხრა და აღარც დალურჯებები აქვს. ექიმებმა გვითხრეს, რომ ძვალი 6-დან 8 კვირამდე აღდგება, რის შემდეგაც გარკვეული დრო იქნება საჭირო, რომ ის დაბრუნდეს. საუბარია დაახლოებით 2-3 თვეზე. პროცესი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე ხალხს ჰგონია. ის მენტალურად კარგად არის, ყველაფერს აცნობიერებს რაც მოხდა და ისიც იცის, თუ რისი გაკეთება მომავლისთვის საჭირო, რომ უკეთესი გახდეს. ის ჩემპიონის მენტალიტეტით დაბრუნდება“, - ამბობს ხესუს გალიო.         

ფეხბურთი

1782324120

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურს B ჯგუფი გახსნის - შვეიცარიის ნაკრები მასპინძელ კანადას დაუპირისპირდება, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინა ყატარს

შვეიცარიის ნაკრები მოახლოებულ შეხვედრას 4 ქულით მეორე ადგილზე ხვდება ისე, რომ ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა თითქმის გარანტირებული აქვს.მურატ იაკინის გუნდმა, პირველ ტურში ყატართან დაფიქსირებული ფრის შემდეგ, სათამაშო ხარისხი გააუმჯობესა და მეორე ტურში ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრებს დამაჯერებლად, 4:1 მოუგო.იაკინის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება.მასპინძელი კანადის ნაკრები ისტორიული შედეგის მოლოდინშია. ჩრდილოეთ ამერიკული გუნდი არასდროს ყოფილა მუნდიალების პლეი-ოფში და დღეს აქვს შანსი, რომ ამას მიაღწიოს. იმ შემთხვევაში თუ, კანადის ნაკრები შვეიცარიასთან კატასტროფული ანგარიშით არ დამარცხდება, ჯესი მარშის გუნდს ქვეჯგუფის პირველ ორ ადგილზე ვიხილავთ. კანადამ, პირველ ტურში ბოსნიასთან დაკარგული ქულების შემდეგ, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ყატარის ნაკრებს დამანგრეველი ანგარიშით, 6:0 მოუგო.კანადას დღევანდელ შეხვედრაში 28 წლის მცველი, ალფი ჯოუნსი დააკლდება.დღევანდელ შეხვედრაში მცირედით ფავორიტი შვეიცარიის ნაკრებია. თუმცა, კანადელების სათამაშო ფორმისა და გასამართი მატჩის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, თანაბარი და საკმაოდ დაძაბული დაპირისპირების მოლოდინში უნდა ვიყოთ.მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ბოსნია და ჰერცეგოვინა ყატარს დაუპირისპირდება. შეხვედრა სიეტლში გაიმართება. ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.ბოსნია და ჰერცეგოვინა მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავა. ევროპული გუნდი ფიზიკური თამაშით, ორგანიზებული დაცვითა და სტანდარტული მდგომარეობებით გამოირჩევა, რაც მათ მთავარ იარაღად შეიძლება იქცეს. ბოსნიელებს სურთ დაამტკიცონ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურენტუნარიან ძალას წარმოადგენენ და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვთ.მეორე მხარეს ყატარია, რომელმაც ბოლო წლებში საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. აზიის წარმომადგენელი სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და მეტოქის შეცდომების გამოყენებას კონტრშეტევებზე ცდილობს. ყატარისთვის თითოეული ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული იქნება.დღეს, 23:00 საათზე, ქვეჯგუფის ორივე შეხვედრა ერთდროულად გაიმართება და B ჯგუფის საბოლოო მდგომარეობაც გაირკვევა.„რუსთავი 2“

მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“

1782288919

მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა

მანუჩარ მარკოიშვილის საფრანგეთის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელის „მონაკომ“ ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში სტუმრად, „პარიზი“ ანგარიშით 101:92 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს დაეპატრონა.ქართველი მწვრთნელის წინამძღოლობით, გუნდმა ჯერ ევროლიგის ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა, შემდეგ საფრანგეთის თასს დაეუფლა.