პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნათესავი, დეაკო ძამაშვილი წერს.
"გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა. დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა და მოხალისეს. აღარ ვიცი, მეტი რა დავწერო, სიტყვებს ვერ ვპოულობ.
გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ. ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს, გაგვიფრინდა ანგელოზი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული. აუცილებლად შევხვდებით ჩემო გოგო," - წერს დეაკო ძამაშვილი რაჭის ჯგუფში.
ასევე ნახეთ:
საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
VIDEO: ვრცელდება შოვში დაღუპული სოფი ყარალაშვილის აქამდე უცნობი კადრები