31 მარ 17:04
25 თებ 15:14
გურიაში, მეხანძრე-მაშველები კიდევ ერთ ოჯახს დაეხმარნენ და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს, დიდთოვლობის გამო, საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაუზიანდა. მეხანძრე-მაშველებმა სახლში მყოფი ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
25 მარ 19:18
ჯარიმა 5 000 ლარია - ნახეთ გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება
მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, საქართველოში, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული, – ინფორმაციას ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია, გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.„სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას.აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის და მათი სახელისუფლებო ლობისტების ზეწოლით საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდა და რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. რეგულაციის გადავადების ერთ-ერთი მიზეზის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია ცვლილებებისთვის მზად არ იყო. ასევე მანიპულირებდნენ რუსეთ-უკრაინის ომით, სადაც საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, ყოველ ჯერზე გაითვალისწინა ინდუსტრიის მოთხოვნები და პროფესიული ორგანიზაციების მოწოდება, არ დაეჭირათ მხარი რეგულაციის გადავადებისთვის და უზრუნველეყოთ მისი დროული ამოქმედება.თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მიუხედავად გადავადებებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები. პირველი აპრილიდან კი, ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5 000 ლარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
8 მარ 17:05
საყურადღებო ინფორმაცია სესხის აღების მსურველებისთვის
24 თებ 19:11
სხვა სიახლეები
სამართალი • 4 წუთის წინ
„წლებმა და იმ უკომუნიკაციობამ ჩახსნა ბავშვობის მეგობრები“ - მაგდა პაპიძე
თითქმის 10 წლის წინ, მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად, დამნაშავედ ცნო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა, რუსთავის #5 ციხის იმ კორპუსში, სადაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დამნაშავეები ცხოვრობენ, ბინა სამარტოო საკანში დაიდო. უვადო პატიმრობის ათვლაც 2016 წლის 6 ივნისს დაიწყო.„უვადო მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში საკუთარი სურვილით და კონკრეტული მოთხოვნით დაბრუნდა - ის კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს.მე არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, მე არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვარ, მაგრამ ის, რომ ზომბად ვიქცე...ჩვენ არც ინტერნეტი გვაქვს, არაფერი, ხომ? ცხოვრება გადის...მე მინდა, რომ დრო გამოვიყენო ადამიანურად. აქედან რომ გავალ, გავიდე ადამიანი.არ მქონდეს განცდა, რომ წლები დამეკარგა.შეიძლება, ისეთი რაღაცები ისწავლო, რასაც გარეთაც ვერ ისწავლი... განავითარო შენი ბიზნესი, დაიწყო რაღაცა...ანუ, ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ხმა მეხლიჩება სიმარტოვით და სიჩუმისგან...არის დაწესებულებაში უამრავი კურსი, ეს არის შემეცნებითი, სპორტული. მაგრამ ჩემს შემთხვევაში, იმიტომ, რომ ვარ დახურულში, არ მეძლევა ამის საშუალება და მიხდება გამონაკლის, იშვიათ პროგრამებში ისიც მარტო მონაწილეობა. მეათე წელია, თვეში სამჯერ სატელეფონო ზარი მაქვს 15 წუთით. დედას ვურეკავ, დას ვურეკავ, წლებმა და იმ უკომუნიკაციობამ ჩახსნა ბავშვობის მეგობრები.იმიტომ არ ვწუწუნებ, რომ ციხეში ვარ... ჩაკეტილობა და დახურული ტიპი კიდევ ცალკე სირთულეა. როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.უკონტროლო სტრესი გადავიტანე, და მე პირველი სამი წელი, როდესაც ჩემი უბედურება მოხდა, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი საკანში, მე ვიცი, რა გადავიტანე.4 კედელში მომიწია გადახარშვა ყველაფრის... საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ მე ადამიანებთან ვიყო და იმ აზროვნებაში ვარ, მე ეს წლები უნდა გავიარო - შემიძლია, არ შემიძლია, მეკუთვნის, არ მეკუთვნის.მე ორი საათი მეძლევა ჭერახდილ ოთახში, გასასეირნებელ ოთახში გასვლის უფლება. სადაც დირექციამ შემიწყო ხელი ფიზიკური აქტივობისთვის, ტრენაჟორი შემოვიდა დაწესებულებაში.ერთადერთი სიახლე, რაც მოხდა, სულ რაღაც 19 მარტს, რამდენიმე დღის წინ, ძალიან გახარებული ვიყავი, დამასაქმეს ჟოლოს ბაღებში, ადამიანებთან ყოფნას იცით როგორ ითხოვს, აი ფსიქიკა ითხოვს ამას...“ - ამბობს პაპიძე.ვრცლად ↓
მსოფლიო • 15 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის შესახებ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.დონალდ ტრამპის თქმით, „ეს დიდი საქმეა და მან ყველაფერი იცის ამის შესახებ“.„ძალიან ბევრ ადამიანს ეგონა, რომ მას არაფერში დაადანაშაულებდნენ. მას აუკრძალეს ხუთი წლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობა და ის იყო წამყვანი კანდიდატი. ეს ამ ქვეყანას, აშშ-ს ჰგავს, ძალიან ჰგავს ამ ქვეყანას“, – აღნიშნა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი სასამართლოომ დამნაშავედ ცნო ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე.მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელი, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.ცნობისთვის, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ხუთი წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება, რაც ნიშნავს, რომ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
პოლიტიკა • 16 წუთის წინ
160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ევროპისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჟან-ნოელ ბარო აღნიშნავს, რომ „საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ უნდა მოემზადონ.„დღეს ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში სამხედრო მობილიზაციის ყველაზე მასშტაბური კამპანიაა. მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.
პოლიტიკა • 17 წუთის წინ
რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებულია ეკონომიკური გეგმები, მეტია პარტნიორი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც დომინანტები არიან მსოფლიო ბაზარზე - მხედველობაში მაქვს ძლიერი ეკონომიკები, ბუნებრივია, მათთან ურთიერთობა სარგებლის მეტს ქვეყანას არაფერს მოუტანს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომელიც ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტს ეხებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის სახელმწიფოებრივი მენეჯმენტის სათავეში არის ეროვნული ინტერესი."ვიღაცამ ვინმეს კი არ უნდა მოატყუებინოს და გააგიჟებინოს თავი, რომ თითქოს, რაღაც გმირების საკითხი აწუხებს. ეს ყველაფერი არის პიარის ნაწილი, როდესაც ომის, საკუთარ ჯარზე ომის დამბრალებელი ეფარება ანწუხელიძის სახელს. აი, ამ პიარკამპანიამ, მდაბიოობამ და უტიფრობამ შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოს და უნდა გამოხვიდე, ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებს აქედან.თუ ადამიანი ზრუნავს, რომ შენმა ქვეყანამ მშვიდობით გაიაროს ბეწვის ხიდზე, ამას თუ აკეთებს შენი ქვეყნის ხელისუფალი, თუ ამ უდიდესი გამოწვევების მიუხედავად, შენი ქვეყნის ეკონომიკა ევროპაში პირველ ადგილზეა და თუ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს - პოლიტიკურს, მორალურს, ეროვნულს პირველ ადგილზე აყენებს და გადარჩენისთვის იმავე ბეწვის ხიდზე გაიარა ისე სწორად, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია ამ ტურბულენტობის პერიოდში ამ ქვეყანაში, მაშინ უნდა მიხვდე ბოლო-ბოლო, რომ ეს ხალხი იქცევა სწორად და ის, ვინც საპირისპიროს ცდილობდა, ის ხალხი არ არის შენი მოყვასი - შენი მოყვარე, შენიანი, შენი ქვეყნის საქმეს არ აკეთებს. სხვის საქმეს აკეთებს, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა", - განაცხადა მდინარაძემ.
მსოფლიო • 18 წუთის წინ
160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ევროპისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჟან-ნოელ ბარო აღნიშნავს, რომ „საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ უნდა მოემზადონ.„დღეს ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში სამხედრო მობილიზაციის ყველაზე მასშტაბური კამპანიაა. მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. Vladimir Poutine lance aujourd’hui une nouvelle conscription de 160 000 soldats. C’est la plus grande campagne de mobilisation militaire depuis 14 ans. Regardons la réalité en face, et préparons nous à parer la menace. — Jean-Noël Barrot (@jnbarrot) March 31, 2025