წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„1 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, წავკისი, ვ.თედიაშვილის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 1 აპრილს 11:00 საათიდან  1 აპრილის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

წავკისში - შოთა რუსთაველის N 84-106 (ლუწებს); N 85-97 (კენტებს), გიორგი ბრწყინვალეს (ჩიხით), ნეგოს ტყის (შესახვევებით), ნოდარ დუმბაძის (ჩიხით), ფიროსმანის (ჩიხით), იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის, გენო ქარუმიძის, ანანიაშვილის, მათიკაშვილის და თედიაშვილის ქუჩებს ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის გზატ. N84-122 (ლუწებს); N 79-125 (კენტებს), მარო მაყაშვილის (შესახვევებით), ტაბახმელას ქუჩას(ჩიხით), კოტე აფხაზის (შესახვევებით) და კვინიკაძის (შესახვევებით) ქუჩებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.