ქედაში, მანქანა მდინარეში გადავარდა - არის მსხვერპლი

ლენტა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ წონიარისში ავტომანქანა საავტომობილო გზიდან მდინარეში გადავარდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი ავტომობილიდან გამოიყვანეს, ერთი პირი კი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ კვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც მაშველები მუშაობენ.