“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ს.ვ., 2006 წელს დაბადებული დ.შ., 2006 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული ჰ.ა..
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მარიხუანა“, „ტრამადოლი“, ფსიქოტროპული ნივთიერებები და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 260-ე, 261-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.