ორი მიწისძვრა ზედიზედ - ამერიკაში, ვარაუდობენ, რომ მალე მძლავრი ვულკანიც ამოიფრქვევა
1743536075
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის შესახებ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
დონალდ ტრამპის თქმით, „ეს დიდი საქმეა და მან ყველაფერი იცის ამის შესახებ“.
„ძალიან ბევრ ადამიანს ეგონა, რომ მას არაფერში დაადანაშაულებდნენ. მას აუკრძალეს ხუთი წლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობა და ის იყო წამყვანი კანდიდატი. ეს ამ ქვეყანას, აშშ-ს ჰგავს, ძალიან ჰგავს ამ ქვეყანას“, – აღნიშნა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი სასამართლოომ დამნაშავედ ცნო ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე.მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელი, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
ცნობისთვის, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ხუთი წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება, რაც ნიშნავს, რომ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.