მსოფლიოში ვითარება დაძაბულია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველასთვის სასურველი ქვეყანა იყოს თავისი სტაბილურობით და განვითარების ტენდენციებით - ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ეკონომიკური რესურსების, იგივე საბანკო რესურსების დივერსიფიცირება აუცილებელია ამ პატარა ქვეყნისთვის, რომელიც აზიასა და ევროპას აერთებს, ძველი აბრეშუმის გზა ითვალისწინებს ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენას, განსაკუთრებით, ჩინეთთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკა არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველო ამით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკისგან არაფრით განსხვავდება, რომელთა დიდმა რაოდენობამ საკმაოდ ვრცელი, შინაარსიანი, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა.

„ახლახან ფინეთმა და იტალიამ სავაჭრო ხელშეკრულებები გააფორმეს. მსოფლიოში ვითარება დაძაბულია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველასთვის სასურველი ქვეყანა იყოს თავისი სტაბილურობით და სტაბილური განვითარების ტენდენციებით, რაც შეფასებულია არაერთი კვალიფიციური საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ“, – განაცხადა ვოლსკიმ.