“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
მერილ სტრიპი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. საერთაშორისო გამოცემები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ვარსკვლავი და მსახიობი, მარტინ შორტი დაქორწინებას აპირებენ. უცხოური პრესის ცნობით, ისინი სამხრეთ კალიფორნიაში, პატარა ცერემონიის მოწყობას გეგმავენ და შესაფერის ადგილს ეძებენ. მედიაში ქორწილის სტუმართა სიაც კი გამოქვეყნდა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, სტუმრებს შორის იქნებიან ტომ ჰენქსი, რიტა უილსონი, სტივ მარტინი და სელენა გომესი.
თუმცა, გავრცელებული ცნობების მიუხედავად, არც მერილ სტრიპსა და მარტინ შორტს და არც მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. უფრო მეტიც, მერილ სტრიპის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან და გულშემატკივრების მეტის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ინფორმაცია 74 წლის მარტინ შორტმაც დაადასტურა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ის და მერილი წყვილი არ არიან და რომ სტრიპი მისი საუკეთესო მეგობარი და უახლოესი ადამიანია.