ხობში, 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1743594846
რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებულია ეკონომიკური გეგმები, მეტია პარტნიორი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც დომინანტები არიან მსოფლიო ბაზარზე - მხედველობაში მაქვს ძლიერი ეკონომიკები, ბუნებრივია, მათთან ურთიერთობა სარგებლის მეტს ქვეყანას არაფერს მოუტანს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომელიც ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტს ეხებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის სახელმწიფოებრივი მენეჯმენტის სათავეში არის ეროვნული ინტერესი.
"ვიღაცამ ვინმეს კი არ უნდა მოატყუებინოს და გააგიჟებინოს თავი, რომ თითქოს, რაღაც გმირების საკითხი აწუხებს. ეს ყველაფერი არის პიარის ნაწილი, როდესაც ომის, საკუთარ ჯარზე ომის დამბრალებელი ეფარება ანწუხელიძის სახელს. აი, ამ პიარკამპანიამ, მდაბიოობამ და უტიფრობამ შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოს და უნდა გამოხვიდე, ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებს აქედან.
თუ ადამიანი ზრუნავს, რომ შენმა ქვეყანამ მშვიდობით გაიაროს ბეწვის ხიდზე, ამას თუ აკეთებს შენი ქვეყნის ხელისუფალი, თუ ამ უდიდესი გამოწვევების მიუხედავად, შენი ქვეყნის ეკონომიკა ევროპაში პირველ ადგილზეა და თუ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს - პოლიტიკურს, მორალურს, ეროვნულს პირველ ადგილზე აყენებს და გადარჩენისთვის იმავე ბეწვის ხიდზე გაიარა ისე სწორად, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია ამ ტურბულენტობის პერიოდში ამ ქვეყანაში, მაშინ უნდა მიხვდე ბოლო-ბოლო, რომ ეს ხალხი იქცევა სწორად და ის, ვინც საპირისპიროს ცდილობდა, ის ხალხი არ არის შენი მოყვასი - შენი მოყვარე, შენიანი, შენი ქვეყნის საქმეს არ აკეთებს. სხვის საქმეს აკეთებს, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა", - განაცხადა მდინარაძემ.