ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყო.

საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი არსებითად განიხილავს. პროცესს ესწრებიან ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურა სავარაუდოდ, მოწმეებს წარადგენს.