სონღულაშვილი

1791194642

დავით სონღულაშვილი რთველის მიმდინარეობას საკოორდინაციო შტაბში გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც შტაბის მუშაობას, ყურძნის ჩაბარების და მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო.„ადგილზე გავეცანით რთველის მიმდინარეობას. ამ დროისთვის ვენახების თითქმის ნახევარი უკვე დაკრეფილია და რთველი პიკურ პერიოდშია. გავეცანით რთველის შტაბის მუშაობას, რიგების მართვასა და ყურძნის ხარისხობრივ სეგრეგაციას. მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ჩაბარებული ყურძნის უმეტესი ნაწილი მაღალი ხარისხისაა. არსებული მონაცემებისა და საპროგნოზო მოსავლის გათვალისწინებით, წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალი ხარისხის იქნება. წელს პირველად დანერგილმა ყურძნის ხარისხობრივმა დიფერენციაციამ მევენახეებს დამატებითი მოტივაცია მისცა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ყურძნის ხარისხს, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე აისახება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და საერთაშორისო ბაზრებზე მის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.5 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 168 500 ტონა ყურძენი, საიდანაც 166 865 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხის ყურძენია, რაც გადამუშავებული მოსავლის 99%-ს შეადგენს. გადამუშავებული ყურძნიდან 86,7 ათასი ტონა საფერავია, 70 ათას ტონამდე - რქაწითელი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის საწარმოებს ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე მოსავალს დააბინავებს. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს.საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, 1 კგ ყურძნის ფასი 1,50 ლარს შეადგენს, 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 1 ლარს, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძნის შემთხვევაში - 50 თეთრს.რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში, არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის ყურძნის ფასი 1,30 ლარია, 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის - 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 50 თეთრი.ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე - 1501 და 032 2 19 37 18.

ლუიშ ფიგუ კვარა

1788983456

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. ქართველ ფეხბურთელს საპატიო პრიზი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ გადასცა.დაჯილდოების შემდეგ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე პირველ შეხვედრას მართავს. პარიზული გუნდის მეტოქე სლოვაკეთის ჩემპიონი, ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება.ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

ნეპალი

1787756163

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალისა და ტიბეტის სასაზღვრო ზონაში გამანადგურებელი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა.ნეპალის პოლიციის ცნობით, 403 დაკარგულად ითვლება, მათ შორის 341 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკარგულთაგან 200 ქალია, ხოლო 203 მამაკაცი.ცნობისთვის, ნეპალისა და ტიბეტის სასაზღვრო ზონაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ღვარცოფი მოჰყვა. სასაზღვრო პუნქტთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს წამებში როგორ გადაფარა ღვარცოფმა სასაზღვრო ზონა.გრუნტისა და წყლის მასამ თან ჩაიტანა მანქანები და ავტობუსები.სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მეწყერი სავარაუდოდ მიწისძვრამ გამოიწვია.დატბორილია საზღვრისპირა დასახლებები. ადიდებულმა მდინარემ წაიღო საცხოვრებელი სახლები და ხიდებიც. ნიაღვარმა დააზიანა ტრიშულის ჰიდროელექტრო სადგურიც.

ვაზიანი-თოხლიაური

1786434359

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, “China Road and Bridge Corporation”-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაასრულა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ24 (ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი) - კმ57-ში (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) გამავალ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია.

მიწისძვრა

1785529402

„ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მახსოვს!... მთელი უბანი გარეთ ვართ“ - ქართველები იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ

იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ნეაპოლი იყო.მომხდარის შესახებ ქართველი ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ:„19 წელია ნეაპოლში ვცხოვრობ. ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მახსოვს ! მთელი ჩემი უბანი გარეთ ვართ. შუქებიც გაითიშა...მეგონა თავბრუ დამეხვა, ავდექი კედელსღა მივეყუდე... ისედაც ძალიან ცხელოდა დღეს 43 გრადუსი იყო,წნევაც დამივარდა და ესღა მინდოდა. სულ ქანაობდა ყველაფერი...“ფოტოს ავტორი: ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე   

ზაალ ანჯაფარიძე

1785064951

ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი შვილობილი კომპანიების გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა "რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.როგორც ანჯაფარიძე წერს, აღნიშნული ფაქტი ევროპაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება და აღნიშნავს, რომ "მილიარდები უკრაინისთვის იხარჯება, შედეგად კი გაკოტრებული კომპანიების რიგები დგება"."ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა და საიმედოობაზე გამოცდილმა გერმანულმა ბატარეების მწარმოებელმა კომპანია Varta AG-მ და მისმა სამმა შვილობილმა კომპანიამ გაკოტრება გამოაცხადეს. ასეა, ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა "რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში", - წერს ანჯაფარიძე.

ხანძარი თბილისში

1784915868

VIDEO: თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე ხანძარია - ვითარება ადგილზე

თბილისში, საბურთალოს რაიონში ხანძარია. ცეცხლი კარტოზიას ქუჩაზე, m2-ის საცხოვრებელ კომპლექსში გაჩნდა. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.კადრები „პრაიმტაიმს“  თვითმხილველმა მიაწოდა.დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვარკვევთ. 

ტრაგედია გორში

1784049569

სანთლები, ყვავილები, სათამაშოები... - გორში, ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილისთვის პატივის მისაგებად, ადგილზე ყვავილებით, სათამაშოებით მიდიან და სანთლებს ანთებენ. ცნობისთვის, გუშინ, გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა. 

დაპირისპირება

1783707118

VIDEO: დაპირისპირება RAF-ის პრესკონფერენციაზე - რა მოხდა მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვის თანაგუნდელს შორის

თბილისში, RAF-ის პრესკონფერენციაზე, მერაბ დვალიშვილსა და სავარაუდოდ, უმარ ნურმაგომედოვის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ინფორმაციას ამის შესახებ La Gazzeta Georgia ავრცელებს. მათი ცნობით, რუსი მებრძოლის თანაგუნდელი მერაბთან მივიდა და ჰკითხა, თუ რა პრობლემა ჰქონდა უმარ ნურმაგომედოვთან.

ტრეფიკინგი

1782893514

შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომლის შედეგად 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები."სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების გატარებას", - აღნიშნულია განცხადებაში

კატა

1781505293

იზმირში კატამ „რომეო და ჯულიეტას“ ფინალი ჩაშალა და ვარსკვლავი გახდა

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები კატის მონაწილეობით, რომელიც სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე დრამატულ მომენტში თეატრის სცენაზე გავიდა.სასაცილო ინციდენტი თურქეთის ქალაქ იზმირში, რუსული საბალეტო დასის საგასტროლო გამოსვლისას მოხდა. როგორც კადრებში ჩანს, ყველაზე კულმინაციურ მომენტში, როდესაც რომეო გარდაიცვალა, ჯულიეტა კი უკვე გაცოცხლდა და ისინი აკლდამაში არიან, კატამ „მკვდარი“ რომეოს თმით თამაში დაიწყო. მაყურებლები კი სპექტაკლის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში სიცილს ვერ იკავებდნენ. 

ქანიე

1781288169

წლის მთავარი მუსიკალური შოუ დინამო არენაზე - შთამბეჭდავი კადრები Kanye West-ის კონცერტიდან

ამ წუთებში, დინამო არენაზე მისული ადამიანებისთვის ამერიკელი მომღერალი, ქანიე უესტი დაუვიწყარ მუსიკალურ შოუს დგამს.დედამიწის სამ განზომილებიანი გრანდიოზული სფერო, სხვა სტადიონების მსგავსად, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზეც აღიმართა.კონცერტი „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ არის ორგანიზებული.ვარსკვლავის ანგარიშზე 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დიდი საკონცერტო გამოცდილებაა.კონცერტი ამერიკელი მომღერლის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

✕