ხობში, 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1743594846
160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ევროპისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჟან-ნოელ ბარო აღნიშნავს, რომ „საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ უნდა მოემზადონ.
„დღეს ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში სამხედრო მობილიზაციის ყველაზე მასშტაბური კამპანიაა. მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.
Vladimir Poutine lance aujourd’hui une nouvelle conscription de 160 000 soldats. C’est la plus grande campagne de mobilisation militaire depuis 14 ans.
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) March 31, 2025
Regardons la réalité en face, et préparons nous à parer la menace.