მთავრობაში ცვლილებებია - ამ წუთებში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი მიმდინარეობს
1743577348
მომღერალი გია სურამელაშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გასართობ პლატფორმაზე მისი ვიდეოებიც დიდ მოწონებას იმსახურებს. გარდა კარიერისა, ბევრი მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდება.
რა ხდება პირადში? - ამ კითხვას ყველა გადაცემაში მოისმენთ, სადაც მომღერალს მოჰკრავთ თვალს. ამჯერად თქვა, რომ მარტოა, თუმცა, მისი გული თავისუფალი არ არის.
„ძალიან მაგარი ყოფილა მარტოობა. ძალიან ტალღოვანი, დიდი სიყვარული მქონდა, მაგრამ ეს არ შეეხება იმ ვიდეოებს, სადაც ვჩხუბობ და მილიონობით ნახვა მაქვს. ნორმალური ყველა მიხვდებოდით, რომ ეს პირდაპირ გამინზული არ არის ჩემს საყვარელ ადამიანზე... გამოვიდა კარგი ვარიანტი, ნახვები ჰქონდა და „მუღამი დავუჭირე“, სულ ვჩხუბობ და მერე სხვებიც, თავიანთ საყვარლებს სულ ეჩხუბებიან.
იმ დონეზე მიყვარდა, იმ ასაკში, რომ უკვე აღარ ვაპირებდი, იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ ჩემი თავისთვის... მე ხომ ვხვდები, ჩემი თავისთვის რა მინდა - ეს ადამიანი არ უნდა შემომეშვა... ეს ადამიანი იყო და იყო, მაგრამ გავაგდე ცხოვრებიდან, მეგონა, დავანახე, რომ ძალიან მიყვარდა და თავში აუვარდა. აუვარდა და დავუგდე.
ახლა მიყურებს გაუბედურებული, საცოდავად. 100 000-ჯერ რომ დავიბადო, მაინც შენ შეგიყვარებო, ესაა სიყვარული. დღესაც მიყვარს... არავინ თქვას, რომ დამთავრდა, მორჩა, გაცივდა ურთიერთობა, ცივდება მკვდარი“, - ამბობს სურამელაშვილი.