"ბაბუს თამადობა, ბევრი საზამთრო, თბილისის ხვატი..." - ქეთი მელუა სამშობლოს ესტუმრა (ფოტოები)

qeti

ქეთი მელუა სამშობლობს სტუმრობს. მუსიკოსი ფეისბუქზე აქვეყნებს ფოტოებს წარწერით: 

"შთაბეჭდილებები საქართველოში მოგზაურობიდან. ბაბუს თამადობა, ბევრი საზამთრო, თბილისის ხვატი და მჭადის სეზონის დასაწყისი..."

ქართველი ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოს თავის შვიდი თვის ვაჟთან, სანდროსთან და პარტნიორთან - ოლივერთან ერთად სტუმრობს.

ოლივერი, რომელსაც ქეთი ოლის ეძახის, საყვარელ ქალს ტურნეში (რომელიც ზამთარსა და გაზაფხულზე ჰქონდა ქეთის) ძალიან ეხმარებოდა. მაშინ, როდესაც მომღერალ დედიკოს, ევროპის დიდი ქალაქების დარბაზები, სმენად ჰყავდა ქცეული, სანდრო დროს მამასთან ატარებდა...

"ჩემი პარტნიორი ოლი ხომ ბრილიანტია, ჩვენთან ერთად რომ იყო მთელი ტურის მანძილზე. მე ვამაყობ არა მხოლოდ ჩვენით, როგორც ოჯახით, არამედ მთელი ჩემი გუნდით" - წერდა სოციალურ ქსელში, ტურნეს დასასრულს, მელუა.

რამდენიმე დღის წინ ქეთიმ ვიდეო გაგვიზიარა, როგორ უკითხავს თავის პატარას ნოდარ დუმბაძის ლექსს. ვიდეოს უამრავი გახარებული ქართველის კომენტარი მოჰყვა. მუსიკოსს აქებენ და ლოცავენ იმის გამო, რომ ის ფესვებს, სამშობლოს და ენას არ ივიწყებს და თავის შვილს ასწავლის ქართულს. 

"ხუთი წლის იყო საქართველოდან რომ წავიდა და როგორ არ დაივიწყა ქართული. ბრავო, ქეთი. საამაყო ქართველი ხარ" - წერენ ქეთის გვერდზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:  Exclusive: მრავალშვილიანი ოჯახი გურიიდან, რომელსაც ქეთი მელუამ სახლი უყიდა - "მინდოდა, ქეთისთვის საჯაროდ გადამეხადა მადლობა"

"ჯერ ქალიშვილი გარდაეცვალა; შემდეგ მეუღლე და ვაჟი ფსიქიკურად დაავადდნენ. ამან მსახიობი საბოლოოდ გაანადგურა. შვება კი სასმელში იპოვა..." - ტრაგიკული ფრუნზიკ მკრტჩიანის ცხოვრების დეტალები

"ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება

"განსაკუთრებულად მიხარია და გულის ფანცქალით ვემზადები..." - ნიკა წულუკიძე