"ჯერ ქალიშვილი გარდაეცვალა; შემდეგ მეუღლე და ვაჟი ფსიქიკურად დაავადდნენ. ამან მსახიობი საბოლოოდ გაანადგურა. შვება კი სასმელში იპოვა..." - ტრაგიკული ფრუნზიკ მკრტჩიანის ცხოვრების დეტალები

frunzika

4 ივლისს ლეგენდარული ფრუნზიკ მკრტჩიანი 93 წლის გახდებოდა. საბჭოთა კინოს ვარსკვლავის კარიერა წარმატებით აეწყო. ჰქონდა ყველაფერი - დიდება, აღიარება, ფული, თუმცა პირად ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიებმა, თავის მარწუხებში მოაქციეს. ამან კი დაღი მის კარიერასაც დაასვა. მსახიობი დეპრესიაში გადაეშვა და სმა დაიწყო;

კინო პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის, სომეხი არტისტის ცხოვრებიდან, დეტალებს იხსენებს.

დავით ბეჟიტაშვილი: ბავშვობიდან დაჩაგრული იყო. მამა ლოთობდა. შეიძლება სცემდა კიდეც, მსახიობობას უშლიდა. მასთან საერთო ის აღმოვაჩინე, რომ ისიც სკოლის წლებში კინომექანიკოსის თანაშემწე იყო. მეც ასე ვიყავი.

მერე დაიწყო მის ცხოვრებაში ტრაგედიები: გარდაეცვალა ქალიშვილი. შემდეგ ფრუნზიკას მეუღლე ფსიქიკურად დაავადდა. შიზოფრენიით დაავადებული მეუღლე ევროპის საუკეთესო კლინიკები შემოატარა, მაგრამ უშედეგოდ. ერთ-ერთი მორიგი შეტევის დროს, ის კლინიკაში მოათავსეს, უკვე სამუდამოდ; მისთვის საბოლოოდ დამანგრეველი აღმოჩნდა ის, რომ ვაჟს, დედისგან გენეტიკურად გამოჰყვა მენტალური პრობლემები. მან ვაჟი, ვაზგენი იგივე კლინიკაში დააწვინა, სადაც მეუღლე იყო მოთავსებული. დედა-შვილი ერთმანეთთან არ კონტაქტობდნენ. კლინიკის კორიდორში შემთხვევით შეხვედრისას, ერთმანეთს ვერც კი ცნობდნენ. ამ ფაქტმა მსახიობი გაანადგურა, შვებას ალკოჰოლურ სასმელში პოულობდა. დეპრესიაში გადაეშვა; ბევრი კარგი როლი აქვს დაკარგული. და ფაქტობრივად, სიკვდილის მოახლოება ამ გზით დააჩქარა კიდეც.

იცით, რომ გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, მკრტჩიანმა საქართველოს თეატრის სცენაზე უკანასკნელად ითამაშა?! თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ფართო სანაცნობო წრე...

მოკლედ, ბოლო ვიზიტის დროს, სომხური თეატრის დირექტორმა უთხრა: მოდი, შენი მაყურებელთან სპონტანური შეხვედრა გავაკეთოთო.  1993 წელია. არც აფიშა გვაქვსო და არც არავინ არაფერი იცის და როგორო? - უკითხავს ფრუნზიკას. მაშინ დირექტორმა შესთავაზა, ავლაბრის ბაზარში გავისეირნოთო.

იქ ხალხი შემოეხვია და თუ თეატრი 700 მაყურებელს იტევდა, ამ სპონტანურად მოწყობილ  ფრუნზიკას საღამოზე, ორჯერ მეტი მივიდა თურმე. ისხდნენ კიბეებზე, ჩამატებულ სკამებზე... მანაც უკანასკნელად თბილისის სცენაზე ითამაშა...

ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე და გაოცებული დავრჩი; თურმე ფრუნზიკა..." - უცნობი ფაქტები ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანზე

"ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება

ქვეყნდება პირველად - "ლიკა კრაბის სალათით გამიმასპინძლდა და..." - რა ფოტოსა და ისტორიას აქვეყნებს მსახიობის მეგობარი

"უფალო, როგორც შენი ნებაა, დაე, ისე მოხდეს-მეთქი, ვთქვი... და ავტომობილი დაგვეჯახა. ჩაიმსხვრა მინები, დამეჭრა სახე..." - მედეა კეიდია ლოცვების სასწაულებრივ ძალაზე

„წმინდა მიწაზე ორმოცდამეათედ ჩასულ ქალს ვკითხე, რა განცდა დაეუფლა იერუსალიმში. მან მითხრა, რომ..." - ისრაელიდან დაბრუნებული ანგელოზების მხატვარი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს