ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ირანზე ახალი თავდასხმა რეგიონში დაძაბულობას გაამწვავებს და კონფლიქტს კიდევ უფრო გააფართოებს. მისი განცხადებით, ომის დასრულების ერთადერთი გზა დიპლომატია და დიალოგია.
ფიდანი სტამბოლში ეგვიპტის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრისას ირანში მიმდინარე ომი, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ თავდასხმები და რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ირანზე ახალი თავდასხმა რეგიონში ომს გააფართოებს. სამხედრო ჩარევა გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ფიდანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირების ახალი ესკალაცია ნავთობის ფასებს გაზრდის.
შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, ირანთან მოლაპარაკებები გამართონ, რათა გამორიცხონ ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება. ამასთან, ვადეპულმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთისა და იემენის მხარდაჭერის აუცილებლობას.