აკაკი დემუროვი

1791794657

მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 72 წლის მამაკაცს ეძებენ

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.დემუროვის შვილის ინფორმაციით, მამამისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამიტომ მისი ვარაუდით, მამაკაცი შორს წასვლას ვერ შეძლებდა.აკაკი დემუროვი, ბოლოს, მეზობლებმა საკუთარ უბანში ნახეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.სპეციალისტებმა ორჯერ გამოიყენეს დრონი, ასევე დაათვალიერეს სათვალთავალო კამერების ჩანაწერები, თუმცა მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენა ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.დაკარგული მამაკაცის საძიებო პროცესში, ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.ინფორმაციის შემთხვევაში დარეკვა შესაძლებელია ნომერზე: 555 45 15 21.

policiis lenti

1790529020

თელავში ავტომობილი კორპუსის კედელს შეეჯახა - რა ინფორმაცია გავრცელდა ადგილიდან

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ სხვა მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კედელს.შეჯახების შედეგად მოტეხილია ხე და წაქცეულია ტროტუარზე დამონტაჟებული დამცავი ბოძი.მძღოლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაბნეულობის გამო მოუხდა. მან სამართალდამცველებს განუმარტა, რომ ღვედი არ ეკეთა და მოეჩვენა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოედევნა.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.დაზიანებული ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

policiis lenti

1790507026

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილი 27 წლის მამაკაცია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში, თანაკლასელს ესტუმრა.უკან დაბრუნებისას, მისი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა და კონსტრუქციის ნაწილი დაანგრია.ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე ტრავმები მიიღო ავტომობილში მყოფმა 35 წლის მამაკაცმა. დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისის ერთ ერთ საავადმყოფოში მოათავსა.შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.

პროკურატურა

1789974134

ჩალაუბანში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი პირი ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰაკერები

1789930860

ფოტოების წაშლის სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ... ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში არასრულწლოვანი გოგონების ფოტოების გამოქვეყნების, შეურაცხმყოფელი წარწერებისა და ერთ-ერთ პლატფორმაზე გავრცელების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, იძულების ფაქტზე მიმდინარეობს.რამდენიმე დღეა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები TikTok-ის პლატფორმაზე სხვადასხვა ანგარიშებს ქმნიან და სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები გოგონების ფოტოებს დამამცირებელი შინაარსის წარწერებით აქვეყნებენ.მასალის წაშლის სანაცვლოდ, ისინი თანხას ითხოვენ და მოქალაქეებს “კრისტალის“ ანგარიშზე არიცხინებენ.მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, საგარეჯოშიც დაფიქსირდა. პოლიციამ ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

avaria

1789753211

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია ორი ადამიანი.შემთხვევა სოფელ ნუკრიანთან მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ფორდის მარკის სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსების დროს, მას მეორე, მერსედესის მარკის სატვირთო შეეჯახა.შეჯახების შედეგად ფორდის სატვირთოში მყოფი მგზავრებიდან ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.დაშავებულები 112-ის ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

policiis lenta

1789317090

შსს-მ სოფელ იორმუღანლოში, 40 წლის კაცის სასტიკად ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში,40 წლის კაცს სასტიკად სცემეს.შემთხვევა კაფეში მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივის დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრასთან დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი უთანხმოების გამო, რამდენიმე ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი შენობის გარეთ გაიყვანა და სასტიკად სცემა.ნაცემი საგარეჯოს სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, მას დაზიანებები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიღებული.შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.უწყებაში განმარტავენ, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია და მათთვის ბრალის წარდგენის საკითხი ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდება

თელავის სასამართლო

1789214040

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, მოსამართლე მარინე ცერცვაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. კოხტაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს და საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალა.სხდომაზე პროკურორმა, მანანა თანდაშვილმა კოხტაშვილისთვის პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარე პატიმრობის მოთხოვნას არ დაეთანხმა. ადვოკატ ილია ოთარაშვილის განცხადებით, ბრალდებაში პროკურორის მიერ სხდომაზე დასახელებული ყველა გარემოება, ბრალდებაში ასახული არ არის. მისი თქმით, კოხტაშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა არ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ადვოკატმა 50 000-ლარიანი გირაო და პროფესიული საქმიანობის შეჩერება მოითხოვა. სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა მაია კოხტაშვილმა და განაცხადა, რომ მედიკამენტების გამოწერისას პაციენტის დახმარების სურვილით და ექიმის ეთიკით ხელმძღვანელობდა.მისივე თქმით, ზოგჯერ პაციენტებს მედიკამენტებს ტელეფონით უწერდა, რათა მათ დამატებითი ხარჯის გაწევა არ დასჭირვებოდათ. „წამალი ღირს 6 ლარი და რომ არ ჩამოვიდნენ და დამატებითი ხარჯი რომ არ გადაიხადონ, ვუწერ წამალს“, - თქვა ექიმმა. კოხტაშვილის თქმით, მის სამედიცინო პრაქტიკაში სხვა შეცდომა არ დაუშვია. მაია კოხტაშვილი ფინანსთა სამინოსტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა. გამოძიება ნევროლოგს ყალბი რეცეპტების დამზადებას ედავება, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.მაია კოხტაშვილის დაკავებას დილიდან კახეთში მომუშავე მისი კოლეგები ეხმაურებოდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ. ექიმი ლალი ნონიაშვილი წერდა: „მაია, ჩემო მეგობარო, დღეს სასამართლია. განსაკუთრებით მინდა იცოდე, მარტო არ ხარ. შენ გვერდით დგას უამრავი ადამიანი, ვისაც შენი სიკეთე, პროფესიონალიზმი და ადამიანობა ახსოვს. ექიმობა მხოლოდ სპეციალობა არ არის, ეს არის ღვთისგან ბოძებული უნარი, სხვის ტკივილს შეეხო და იმედი დაუბრუნო. შენ ეს სიკეთე წლების განმავლობაში თესე და დღეს ის სიყვარულად და მხარდაჭერად გიბრუნდება! სიმართლეს თავისი ძალა აქვს!” მედიკოსს მხარდაჭერას უცხადებდა ექიმი, ვასილ კობიაშვილიც. “- სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს ღირსეულ კოლეგას, მეგობარს და მჯერა, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდება მალე გაბათილდება და ახმეტას დაუბრუნდება ნამდვილი ნევროლოგი და საუკეთესო პროფესიონალი მისი სახით“, - ამბობს კობიაშვილი. „ჩემი მხარდაჭერა მაიას“, - წერდა ექიმი ლალი კევლიშვილი.

policiis lenti

1788595173

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, არიან დაშავებულები - ტრაგედია ომალოში

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.შემთხვევა სოფელ ომალოში მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.მიღებული დაზიანებების შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი კი დაშავდა.სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, დაზარალებულებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

არსენაშვილები

1788009902

ორი ძმის საერთო მიზანი - თელაველი ტყუპები სამართლის სპეციალობაზე ერთად ჩაირიცხნენ

მიხეილ და გიორგი არსენაშვილები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები ერთად გახდნენ.მანამდე, ძმების ცხოვრებაში იყო მხარდამხარ მიღწეული წარმატებები თელავის IV საჯარო სკოლაში, წარჩინებული სწავლისათვის ერთდროულად მოპოვებული ორი ოქროს მედალი.ტყუპი ძმების ისტორია მხოლოდ მაღალი აკადემიური შედეგები არ არის. წლების განმავლობაში, გიორგი ჭადრაკს თამაშობს, მიხეილი კი ძიუდოში ვარჯიშობს და ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია მძიმე წონაში.საბოლოოდ, როცა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდნენ, ორივემ ერთი, სამართლის სპეციალობა აირჩია და უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალი ქულებითაც ჩაირიცხნენ.მანამდე იგივე გადაწყვეტილება ტყუპების უფროსმა დამ, მარიამ არსენაშვილმა მიიღო, რომელმაც სკოლა ასევე ოქროს მედალზე დაასრულა და დღეს, ისიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას.შვილების არჩევანი, შესაძლოა დედის, იურისტ ქეთევან ზაქარიაშვილის პროფესიასაც უკავშირდებოდეს, რომელმაც წლების წინ, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასრულა და ახლა საადვოკატო საქმიანობას ეწევა.თავად ძმებს, საკუთარ თავსა და მიღწევებზე საუბარი არ უყვართ, ამიტომ ახალგაზრდების ძირითადი ინტერესების შესახებ, დედა გვიყვება: „სხვა არჩევანი არც დაუშვიათ. სასურველი სასწავლებლების ჩამონათვალში, მხოლოდ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მიუთითეს. ორივეს ბავშვობიდან აინტერესებდა ლიტერატურა, ფილოსოფია და სამართლის უძველესი ძეგლები. მანამდე მარიამმაც იგივე გადაწყვიტა. ამ ეტაპზე, სამივეს ადვოკატობის სურვილი აქვს. იქნებ არსენაშვილების საადვოკატო ბიუროც შევქმნათ და ყველას, ვისაც დახმარება დასჭირდება, გვერდით დავუდგეთ. ვნახოთ, დრო გვაქვს. მე, როგორც მშობელს, პირველ რიგში, სურვილი მაქვს ჩემი შვილები კარგი ადამიანები დადგნენ, სამშობლო უყვარდეთ და თავიანთი პროფესიონალიზმით ქვეყანას ემსახურონ."დღეს, არსენაშვილების ოჯახში, სამი ოქროს მედალოსანი და სამართლის სპეციალობის სამი სტუდენტია.თუმცა, ერთი უნივერსიტეტის, ერთი ფაკულტეტის, ერთი მიზნით გაერთიანებული ტყუპი სტუდენტების წარმატება, არსენაშვილების ოჯახის ისტორიას, კიდევ უფრო განსაკუთრებულ ელფერს აძლევს.

გორელიშვილი

1787991276

ოჯახი ახმეტაში მცხოვრებ 24 წლის ახალგაზრდას ეძებს

მეორე დღეა,ოჯახის წევრები და ახლობლები ახმეტაში მცხოვრებ 24 წლის ახალგაზრდას ეძებენ.გიორგი გორელაშვილი, 27 აგვისტოს საღამოს გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა.ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გიორგი სმენადაქვეითებულია და შესაძლოა, კომუნიკაციას ვერ ახერხებს.მამაკაცის ძებნის პროცესში ჩართულია პოლიციაც.ოჯახი დახმარებას სთხოვს საზოგადოებასაც და ტელეფონის ნომერს აქვეყნებს, სადაც დაკავშირებაა შესაძლებელი:597 551 474.

ყვითელი ლენტი

1787946210

„გარდაცვლილი კაცი მანქანაში იპოვეს“ - ახალი დეტალები კახეთში მომხდარზე

კახეთში, სოკოთი ინტოქსიკაციით, მამაკაცი გარდაიცვალა, ოჯახის ორი წევრი კი უმძიმეს მდგომარეობაშია.შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სამმა მამაკაცმა ტყეში მოკრეფილი სოკო შეჭამა, რამაც 70 წლამდე ასაკის გელა ხატიაშვილის გარდაცვალება გამოიწვია.უკვე გარდაცვლილი მამაკაცი ავტომობილში იპოვეს, ხატიაშვილის სიმამრი და ცოლისძმა კი, ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 116- ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

✕