იტალიაში საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს

იტალიის პოლიცია

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქე 38 წლის მამაკაცს ბრალი ედება ქურდობის მცდელობასა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 550 ევროს ღირებულების ოთხი სუნამო. ეჭვმიტანილის თანამზრახველმა გაქცევა მოახერხა.

არსებული ინფორმაციით, წინა დღეს იმავე მაღაზიიდან კაცებმა, დაახლოებით 2000 ევროს ღირებულების პროდუქცია მოიპარეს.

✕