"ჯერ ავიტაცებთ, ცაში ავაფრენთ, მერე მიწაზე დანარცხებულს ვათრევთ და ვათრევთ..." - ენდი ძიძივა ნუცა ბუზალაძეზე

nutsa

მართალია, საზოგადოების წნეხში მოყოლილი ნუცა ბუზალაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ცდილობს განტვირთვას, თუმცა ამასობაში, ბათუმში, 30 ივნისს დაგეგმილი მისი კონცერტის ბილეთები, ბევრმა უკან დააბრუნა. კონცერტის ჩავარდნის შიშით კი, ის საერთოდ გაუქმდა. გადაწყვეტილება, როგორც თავად მომღერალი ფეისბუქით გვატყობინებს, კლუბ "სფეროს" მენეჯმენტთან კონსულტაციის შედეგად, ერთობლივად იქნა მიღებული.

როგორც ბუზალაძე წერს, მისი ბათუმის კონცერტი აგვისტოსთვის გადაიდო.

"რაც შეეხება ჩემს მიმართ აგორებულ აგრესიულ კამპანიას, რუსეთში ჩასვლის მიზეზთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ.  ჩემი მოსკოვში ჩასვლა უახლოესი მეგობრის დაბადების დღეს უკავშირდებოდა და არ ატარებდა კომერციულ ინტერესს. თუ ჩემს გულშემატკივრებს გული ვატკინე, კიდევ ერთხელ გამოვხატავ წუხილს. თუმცა მივიჩნევ, ჩემი მხრიდან მეგობრისადმი გამოხატული მხარდაჭერა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულირების საგანი. მიყვარხართ, სიურპრიზებით დაგიბრუნდებით. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის," - წერს ის სოციალურ ქსელში.

გოგონა კი, ვის დაბადების დღესაც სკანდალი მოჰყვა ნია კოღუაშვილია. ნია კანონიერი ქურდის, ბადრი კოღუაშვილისა და მსახიობ, ენდი ძიძავას ქალიშვილია. ნია 22 ივნისს 22 წლის გახდა. მამამ, რომელიც რუსეთის ტერიტორიას ვერ ტოვებს (ქვეყნიდან გაუსვლელობის გამო), შვილს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. მერე რაც მოხდა, უკვე ყველამ იცის.

ნიას დედა, ენდი ძიძავა "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნუცას გარშემო ატეხილ სკანდალსაც შეეხო.

"ნიამ წაიყვანა რამდენიმე მეგობარი. მათ შორის, ნუცა ბუზალაძე. როდესაც შევიტყვე მოსკოვში ნუცა მიემგზავრებოდა, არ მესიამოვნა, რადგან ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ მის მოსკოვში გამგზავრებას ნეგატივი მოჰყვებოდა.

ნუცა იმდენად მეცოდება, რომ... წარმომიდგენია, რას განიცდის ახლა. მე არ მისაუბრია ჯერ მასთან. იმდენად მიჭირს... ვიცი ერთი რამ, თანაც დარწმუნებით: როგორც კი მორიგ წარმატებას მიაღწევს (და ეს ასე იქნება აუცილებლად, ის იმდენად მოტივირებულია), ისევ "ჩვენი გოგო" გახდება. ჩვენ ხომ ასე გვჩვევია?! ჯერ ავიტაცებთ რამეს ან ვინმეს, ცაში ავაფრენთ, შემდეგ ფრთებს დავუტეხავთ და მიწაზე დანარცხებულს ვათრევთ და ვათრევთ..." - აცხადებს ენდი "პრაიმტაიმთან".

ასევე დაგაინტერესებთ: "ნუცა იმდენად მეცოდება... ვგრძნობდი, მის მოსკოვში გამგზავრებას ნეგატივი მოჰყვებოდა" - ინტერვიუ მსახიობთან, ვისი შვილის დაბადების დღემაც სკანდალი გამოიწვი

ქვეყნდება პირველად - "ლიკა კრაბის სალათით გამიმასპინძლდა და..." - რა ფოტოსა და ისტორიას აქვეყნებს მსახიობის მეგობარი

ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა